ბრძნული აზრები
განდი: ვინც სიკეთის კეთებას არ ჩქარობს, ბოროტებით ტკბება.
პლატონი: სილამაზე და მოხდენილობა ჩურჩულებენ და უგემოვნება კი ყვირის.
აგნი იოგა: დიდი ვაჟკაცობაა, აშენებდე გულის ძლევამოსილებას მაშინ, როცა ირგვლივ მხოლოდ სიძულვილია.
გიბრანი: ნუ ენდობი გულს, მას შენს თავში ტვინის ადგილის დაკავების სურვილი ამოძრავებს.
ჰეგელი: რასაც სხვისთვის აკეთებ, სანაცვლოს აუცილებლად მოგიზღავენ, კარგსაც და ცუდსაც.
ოთარ ჭილაძე: სხვისი განდიდება საკუთარი თავის დაკნინების ხარჯზე ხდება.
აინშტაინი: მხოლოდ ორი რამეა უსასრულო: სამყარო და სიბრიყვე. თუმცა, სამყაროს უსასრულობაში მთლად დარწმუნებული არ ვარ.
მური: მოვალეობა ჰქვია მოქმედებას, რომელსაც მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია ამქვეყნად, ვიდრე რომელიმე სხვა გადაწყვეტილებას.
ქეი ქაუსი: რჩევა, რომელსაც სხვათა თანდასწრებით აძლევ ადამიანს, საყვედურს უფრო ემსგავსება.
ნიცშე: ყოველგვარი რწმენა არის ჭეშმარიტებად მიჩნევა.
ლობერგერი: შემთხვევა ცოცხალი კანონია.
თაგორი: თუ მოგზაური ვერ შეხვდება თავისსავე მსგავსს ან უკეთესს, დაე, განმტკიცდეს მარტოობაში: ბრიყვთან მეგობრობა შეუძლებელია.
ბეკონი: დიად ჭეშმარიტებათა დიადი სიტყვებით წარმოთქმა არაფრად ღირს, თუკი ჭეშმარიტება გულში არ ცოცხლობს.
პასკალი: ბოროტი საქმიანობა არასდროს არ სრულდება ისე იოლად და ისეთი სიამოვნებით, როგორც რელიგიურ შეხედულებათა დაცვის დროს.
ბლავატსკაია: უმეცრება ქმნის შეხედულებებს და წარმოადგენს სრულიად უსაფუძვლოდ, აღვირახსნილი სითამამით. უმეცრის მორჯულების ერთადერთი საშუალება კი არის, ბედისწერის ბუმერანგის კეფაში ულმობელი დარტყმა, უმეცრებისა და უპასუხისმგებლობის გამო.
ბალზაკი: არაფერი ისე ცუდად არ ვიცით, ვიდრე ის, რაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს: კანონი.
კატონი: ვინც ფუჭ საქმეს მნიშვნელობას ანიჭებს, მნიშვნელოვან საქმეში ფუჭი ადამიანი აღმოჩნდება.
ფლობერი: ქალები ზოგადად, უნდობლად ეკიდებიან მამაკაცს და ზედმეტად ენდობიან ერთ-ერთ მათგანს.
ამინადო: იმ ქალის ასაკს, რომელიც ყველას აკრიტიკებს, კრიტიკული ეწოდება.