ახტალის ბუნებრივი ტალახი ჯანმრთელობის უებარი საშუალებაა
კურორტი „ახტალა“ მდებარეობს კახეთში, კერძოდ, ქალაქ გურჯაანში. მსოფლიოში ამ უნიკალური ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახით მკურნალობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. „ახტალაში“ მათ სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ პროფესიონალი ექიმები, მათ შორის, სანატორიუმის დირექტორი გოგა უტიაშვილი და, იქვე გაშენებულ ულამაზეს ტყე-პარკში მათ გართობისა და დასვენების საშუალებასაც მისცემენ.
კურორტი „ახტალა“ სამკურნალო დანიშნულებისაა. აქ ავადმყოფებს ნორმალურ პირობებში უტარდებათ სრულფასოვანი მკურნალობა. სანატორიუმში არის საცხოვრებელი კორპუსი, სააბაზანო განყოფილება, სასადილო, თანამედროვე სამედიცინო საშუალებებით აღჭურვილი პოლიკლინიკური განყოფილება, ბიოლოგიური და კლინიკური ლაბორატორია და სამკურნალო ფიზკულტურის კაბინეტი. დამსვენებლებს ემსახურება პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი.
ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციის სახით. აბაზანებისთვის საჭიროა თხიერი ტალახი, რომელიც უშუალოდ ამოდის დედამიწის სიღრმიდან, ხოლო აპლიკაციისთვის გამოიყენება საბადოს ტერიტორიაზე დალექილი მკვრივი მასა, რომელიც ასევე გამოიყენება ვაგინალური და რექტალიური ტამპონის სახით. დანერგილია ელექტროტალახი (ელექტროფორეზი ტალახით); პარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები.
ტალახი წარმატებით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები; სპეციფიკური და არასპეციფიკური ართრიტები; მადეფორმირებელი ოსტეოართროზები; მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე; პოდაგრა ამოვარდნილობებისა და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში; ძვლის, სახსრების, კუნთების დაავადებების სპონდილოართრიტებისა და სპონდილოართროზების სამკურნალოდ; ასევე, იკურნება ბურსიტი, სინოვიტი, ტენდოვაგინიტი, სახსრების კონტრაქტურა, მიოზიტი.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას, როგორიცაა რადიკულიტი, საჯდომი ნერვის ანთება, ფლექსიტები, პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენები, ბავშვთა ცერებრალური დაავადებებით გამოწვეული პარეზები, ბ.ც.დ-თი დაავადებული ბავშვები, რომელთაც ჩატარებული აქვთ მკურნალობა სხვადასხვა კლინიკაში, სწორედ ჩვენთან მკურნალობის შემდგომ ეძლევათ ასეთ ბავშვებს მოძრაობის მეტი შესაძლებლობა და იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას.
ასევე, ტალახი, გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის, მუცლის ღრუში ჭრილობებისა და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურების სამკურნალოდ, მაობილიტირებელი ენდარტერიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რაც ხშირად უშვილობის მიზეზია; ასევე, იკურნება დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებები, განუვითარებლობა, ფუნქციის დაქვეითება, შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების გაუვალობა ან დაქვეითება. ხშირია, როდესაც მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ, ასეთ პაციენტებს უბრუნდებათ შვილოსნობის უნარი.
ტალახი ფართოდ გამოიყენება მამაკაცთა სასქესო ორგანოების დაავადების, წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება-პროსტატიტის, სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითების, ფსორიაზის, ეგზემის, ნეიროდერმიტებისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ჩვენი დამსვენებლები ყოველთვის კმაყოფილები არიან მკურნალობით. აღენიშნებათ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, გამოჯანმრთელება, რისთვისაც ყველაზე კარგ რეკლამას თვითონვე გვიკეთებენ – მოდიან განმეორებით და მოჰყავთ თავიანთი ახლობლები.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-12 სამკურნალო პროცედურაა.
მისამართი: გურჯაანი, თამარ მეფის ქუჩა #9.
ს. ს. კურორტ „ახტალის“ ადმინისტრაცია.
ტელეფონები: 599-23-17-74, 599-49-34-96; 0 353 22-08-03.
www.akhtala.ge