კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიზაჟისტი და კოსმეტოლოგი გვირჩევენ

ზაფხულში ტონალური კრემის ფერის შემოწმება უმჯობესია არა ხელის ზურგზე, არამედ – შუბლზე, რადგან სახის ამ მონაკვეთზე ყველაზე სწრაფად გვეკიდება მზე. ტონალური კრემი შუბლზე უნდა წაისვათ თითებით ან პატარა ფუნჯით, სახის ცენტრისკენ მიმართულ ვერტიკალურ ზოლებად და შემდეგ უნდა გადაანაწილოთ კიდეებისკენ. ბაზის ზემოდან წასმული ტონალური კრემი უფრო მყარად ჩერდება კანზე, მაგრამ ამის ნაცვლად, შესაძლებელია, სახეზე თერმული წყალი შეისხუროთ და შეშრობის შემდეგ წაისვათ ტონალური კრემი.
არ წაისვათ ბრინჯაოსფერი პუდრი რუჟის ნაცვლად. ბუნებრივად შეფერილი ღაწვები უფრო ეფექტური იქნება (მაგალითად, ატმისფერიდან ვარდისფერამდე). ბრინჯაოსფერი პუდრი კი წაისვით სახის კონტურის გაყოლებით და კარგად გადაანაწილეთ მსხვილი ფუმფულა ფუნჯით – ასე რუჟის ეფექტს მიიღებთ.
თუ გაქვთ დაბინდული ფერის ტუჩის საცხი და ატლასის ეფექტის მქონე ტუჩები მოისურვეთ, ჯერ პრიალა „ბლესკი” წაისვით, ზემოდან კი – თქვენი პომადა. ხოლო, თუ ცოტა „ბლესკს” ტუჩების ცენტრში წაისვამთ, უფრო მსხვილი ტუჩები გამოგიჩნდებათ.
თუ არ გაქვთ დრო მანიკურის ხელახლა გასაკეთებლად, უკვე ლაკწასმულ ფრჩხილებზე გადაისვით უფერო ლაკი ან სპეციალური გამშრობი და გამმაგრებელი სითხე – ეს საშუალებები ლაკს 3-ჯერ უფრო სწრაფად აშრობს. ყველაზე მარტივი საშუალებაა, ლაკწასმული ფრჩხილები ცივი წყლის ნაკადს შეუშვირეთ.
ალბათ, ბევრს აინტერესებს, რა არის „მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე”. ეს რომ გაიკეთოთ, ერთიანი ტონალობის უნდა გახადოთ სახის კანი; ტუჩებზე, თვალებსა და ღაწვებზე კი „განალაგეთ” არამკვეთრი აქცენტები. სიცხეში ვიზაჟისტები გვირჩევენ შევარჩიოთ ტონალური კრემი მსუბუქი ტენიანი ეფექტით და აქცენტი გავაკეთოთ პასტელის ვარდისფერ ტექსტურაზე. ამასთან, აბრეშუმის ტექსტურის მქონე რუჟი, შეგიძლიათ, თვალის „ჩრდილის” ნაცვლად გამოიყენოთ. ამ ყველაფერს დაუმატეთ ერთ ფენად წასმული ტუში წამწამებზე და მოდური საზაფხულო მაკიაჟიც მზადაა.

скачать dle 11.3