კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: ნებისმიერი პომადა, თუნდაც საუკეთესო ხარისხის, რატომღაც, ძალიან ცოტა ხანს მიჩერდება ტუჩებზე. როგორ მოვიქცე, რომ ეს არ მოხდეს?
პასუხი: იმისთვის, რომ ტუჩის საცხი ნაადრევად არ „წაგეშალოთ,” ჯერ ღია ფერის, სქელი კონსისტენციის ტონალური კრემი წაისვით ტუჩებზე თხელ ფენად და პომადა ზემოდან გადაისვით; მაგრამ, თუ ტუჩებზე მშრალი კანი გაქვთ, ეს მეთოდი არ გამოგადგებათ, ამ შემთხვევაში უმჯობესია, ტუჩების გარშემო კონტური გაიკეთოთ პომადაზე ერთი ტონით ბაცი ფანქრით. ტუჩის საცხზე (ზემოდან) არ წაისვათ „ბლესკი” – ის ხელს უშლის პომადის მდგრადობას.
კითხვა: რას მირჩევთ, როგორი ფანქარი უნდა გამოვიყენო წარბებისთვის, უფრო ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს და დიდხანს გაძლოს?
პასუხი: შუბლის მიდამოში კანი განსაკუთრებით ცხიმიანია და არამდგრადი ფანქარი შეიძლება ჩამოიღვენთოს წარბებიდან. ამიტომ უნდა გამოიყენოთ წყალგამძლე ფანქარი. შედეგი უკეთესი იქნება, თუ შეიძენთ  სპეციალურ პუდრს წარბებისთვის (ის „ჩრდილს” წააგავს), რომელიც ახდენს ცხიმის აბსორბაციას და ძლებს 6 საათის განმავლობაში. წარბებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საშუალება ჯერ წაისვით წარბის ყველაზე მაღალ მონაკვეთზე და იქიდან სპეციალური ფუნჯით გადაანაწილეთ უფრო მეტი ნაწილი – საფეთქლისკენ და უფრო ნაკლები – ცხვირისკენ მიმართულებით.
კითხვა: როგორ უნდა გავიკეთო ორივე თვალზე ერთნაირი კონტური? სულ სხვადასხვანაირი ხაზი გამომდის.
პასუხი: ყველაზე მარტივი მეთოდია, ჯერ ფანქრით გაიკეთოთ კონტური და შემდეგ ფანქარს ზემოდან გადაუსვათ ლაინერი. ასევე, შეგიძლიათ, ჯერ წერტილები დასვათ ფანქრით და შემდეგ ეს წერტილები ლაინერით შეაერთოთ ერთმანეთთან. გახსოვდეთ, რომ წამწამების კონტურსა და „ისარს” შორის არ უნდა დარჩეს შუალედი. „ისრის” დაბოლოება უნდა იყოს წვეტიანი და ზემოთ აპრეხილი. როცა ხელოვნური წამწამების გამოყენებას აპირებთ, გაიკეთეთ მსხვილი კონტური და ისარი – ასე აღარ გამოჩნდება შუალედი ბუნებრივ და ხელოვნურ წამწამებს შორის.

скачать dle 11.3