კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ოჯახიდან წასვლის მეშინია
ორი თვე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი – განგაში ამეტეხა და მთელი საახლობლოსთვის გამეგებინებინა ჩემი მდგომარეობა; პირდაპირ ქმარს დავლაპარაკებოდი  თუ მისი მეგობრები ჩამერია ამ საქმეში, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაზე „ნეიტრალური“ გზა ავირჩიე და, აი, თქვენ გწერთ წერილს, რადგან მივხვდი, რომ არავისთვის თქმას არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ვერავინ მიშველის. ნეიტრალური გამოსავალი იმიტომ ვუწოდე, რომ ამ წერილში ყველა სახელი შეცვლილია და, თუ ზუსტად არ იცი, რაც ჩემს ოჯახში მოხდა და ხდება (ანუ, ჩემი უახლოესი ადამიანების გარდა), ვერავინ ამოიცნობს ამ წერილის ავტორში ვერც ჩემს და ვერ ჩემი ქმრის ვინაობას. პრინციპში, ეს საქციელი (წერილის მოწერა თქვენთვის) მხოლოდ გულის მოფხანა და „ორთქლის გამოშვებაა“, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც გადავდგი პირველი ნაბიჯი თუნდაც რაღაც პროტესტის მაგვარის გამოსახატავად და, არ არის გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯს უფრო აქტიური პროტესტიც მოჰყვეს.
ახლა კი მოკლედ გიამბობთ ჩემს ამბავს: საკმაოდ პატარა გავთხოვდი – 17 წლის ვიყავი, სოსომ რომ მომიტაცა. მერვე კლასში რომ ვსწავლობდი, როგორც თვითონ მითხრა, მაშინ „დამაფიქსირა“, მერე ყველაფერი გაიკითხ-გამოიკითხა ჩემზე და, როგორც იტყვიან, „თათი დამადო“, ანუ თავისად დამიგულა და მას შემდეგ თანაკლასელი ბიჭებიც კი მორიდებით მექცეოდნენ. ისე გავთხოვდი, არცერთ ბიჭს არ გამოუხატავს ჩემ მიმართ მოწონების მსგავსიც კი. გვიან მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სოსოს ნამოქმედარი იყო – მან გააფრთხილა მთელი ჩვენი რაიონის (ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ვცხოვრობ) ბიჭები – ეს გოგო დაკავებულია და არავინ გაეკაროსო. არადა, ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ოჯახიშვილობის, გარეგნობისა თუ პირადი ავტორიტეტის გამო, მთელ რაიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგო უნდა ვყოფილიყავი.
მოკლედ, სკოლის დამთავრება კი მაცადა, მაგრამ ბანკეტიდან მომიტაცა. სულაც არ ვფიქრობდი გათხოვებაზე, სწავლის გაგრძელება მინდოდა – ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. რომ მომიტაცა, ბიძამისთან წამიყვანა, სხვა რაიონში. ჩემმა მშობლებმა რამდენიმე საათში მოგვაგნეს, მაგრამ, ვითაკილე თუ შემეშინდა, არ მახსოვს – აღარ წამოვყევი სახლში, რასაც დღემდე ძალიან ვნანობ. ზუსტად ერთი თვე მექცეოდა ჩემი ქმარი კარგად, მერე კი დაიწყო კოშმარი: ყოველდღე მოჰყავდა სახლში ვიღაც უსაქმურები, სვამდნენ, თვრებოდნენ, ჩხუბობდნენ. ისინი რომ წავიდოდნენ, აგრესია ჩემზე გადმოჰქონდა და ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებდა, დედამთილ-მამამთილი კი არც კი ცდილობდნენ ჩემს გამოსარჩლებას. ჩემმა ქმარმა ზედიზედ სამი შვილი გამაჩენინა, სწავლაზე და სამსახურზე რომ არ მეფიქრა და, რომ იტყვიან, სახლში გამომკეტა. თან, ისეთი ეჭვიანი იყო, ბაბუის ტოლ კაცს რომ მივსალმებოდი ქუჩაში, ათასნაირ ცილს მწამებდა. ბოლოს ეს ყველაფერი იმით დააგვირგვინა, რომ სახლში უწესო ქალები მოჰყავდა და ბავშვების თანდასწრებით მეუბნებოდა, თუ ჭკვიანად არ იქნები, შენი შემცვლელი აგერ მყავსო.
ჩემი უფროსი ბიჭი წელს სკოლაში მიმყავს და დღემდე ასეთ პირობებში ვცხოვრობ. ოჯახიდან წასვლას ვერ ვბედავ – გზაში დამეწევა და, თუ არ მომკლა, დამასახიჩრებს, ისე მცემს. თან, სამი პატარა ბავშვით როგორ გავიპარო?! მით უფრო, რომ მისი მშობლები საერთოდაც არ ამტყუნებენ შვილს: აბა, როგორ გინდა, ქმარი მკაცრი უნდა იყოსო. ჩემი მშობლები კი იმას ჩამჩიჩინებენ, უნდა მოითმინო და ოჯახი შეინარჩუნოო.
ერთი სიტყვით, გაუსაძლის მდგომარეობაში ვცხოვრობთ მეც და ჩემი შვილებიც და, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ვის სჭირდება ასეთი ოჯახი, მე თუ ჩემს შვილებს?!
ლანა, 25 წლის.

скачать dle 11.3