რა უდევს კაცს გულში?
მამაკაცი შეიძლება ამბობდეს ერთს და გულისხმობდეს მეორეს. ქალების დიდ უმრავლესობას კი მხოლოდ ის ესმის, რაც ხმამაღლა, სიტყვით გამოითქმის, რაც საკმარისი არ არის.
ხვდებით, რა უდევს მამაკაცს გულში? – შეამოწმეთ საკუთარი მიხვედრილობა ამ ტესტით. .
1. თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა სახლში მიგაცილათ, სიახლოვეც გთხოვათ და გითხრათ, რომ უყვარხართ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამის შემდეგ?
ა) დღედაღამე რეკვას დაიწყებს და სულ მალე გულსა და ხელს შემომთავაზებს;
ბ) მალე ოფიციალური წყვილი გავხდებით;
გ) მგონი, მეტისმეტად მორიდებულია; როცა კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, მე ვიტყვი რამეს;
დ) უკვალოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან.
2. მამაკაცი, რომელსაც სამი თვეა, ხვდებით, მოულოდნელად გიცხადებთ, რომ თქვენთან ურთიერთობას ჯერჯერობით წყვეტს, რადგან მოსაფიქრებლად დრო უნდა, როგორ მოიქცევით?
ა) განაწყენებული სხვასთან ვიწყებ ფლირტს;
ბ) ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მამაკაცი ასეა – უკან იხევს, როცა ურთიერთობა სერიოზულ ფორმას იღებს;
გ) ვფიქრობ, რომ მას რაღაც პრობლემები აქვს და მოსაფიქრებლად დროს მივცემ;
დ) ვფიქრობ, იჩქარა, როცა ირწმუნებოდა, რომ ვუყვარდი და ყველაფერს გავაკეთებ მის დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
3. როცა ცოლიანი მამაკაცი იწყებს ლაპარაკს, თუ რა მძიმე ურთიერთობა აქვს ცოლთან, მიგანიშნებთ, რომ თქვენთან ფლირტზე მზადაა.?
ა) დიახ;
ბ) არა.
4. თქვენი აზრით, რა იქნება მისი მხრიდან იმის მიმანიშნებელი, რომ თქვენმა სასიყვარულო ურთიერთობამ სერიოზული ფორმა მიიღო?
ა) მისი ოჯახის წევრების გაცნობა;
ბ) სამოგზაუროდ ერთად წასვლა;
გ) დღედაღამ ერთად ყოფნა;
დ) ფიზიკური სიახლოვე.
5. თქვენი შეყვარებული ნაკლები სიხშირით რეკავს; თქვენ მას საყვედურობთ, ის კი გარწმუნებთ, რომ ენატრებით, მაგრამ სამსახურში ძალიან დაკავებულია. თქვენი აზრით:
ა) ის ნამდვილად დაკავებულია;
ბ) ეს ურთიერთობა დასასრულისკენ მიდის;
გ) მას თქვენ რაღაცით გაუცრუეთ იმედები და უნდა ეცადოთ, რამე შეცვალოთ, მაგალითად, უფრო მიმზიდველი გახდეთ;
დ) შესაშფოთებელი არაფერია, სასიყვარულო ურთიერთობების დროს ასეთი რამეები ხდება.
6. სეირნობისას თქვენი შეყვარებული ლამაზ ქალებს მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს. როცა უკმაყოფილებას ვერ მალავთ, ის მშვიდად გეუბნებათ, რომ ლამაზი ქალები ნამდვილად იპყრობენ მის ყურადღებას, მაგრამ ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ თქვენ უყვარხართ. ასეთ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ:
ა) მას უყვარხართ;
ბ) მას არ უყვარხართ.
7. თქვენ ერთ მამაკაცს ხვდებით, პერიოდულად სადილობთ კიდეც ერთად და კინოშიც დადიხართ; რაღაცას ეჭვობთ, მაგრამ ამის მეტი არაფერი ხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ:
ა) ის ნამდვილად დაინტერესებულია თქვენით, მაგრამ გაუბედავი და ფრთხილია;
ბ) ის ნამდვილად დაინტერესებულია, მაგრამ პირველი ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ;
გ) თქვენ გვერდით ყოფნა მოსწონს, მაგრამ სერიოზულს არაფერს აპირებს.
1 ქულა დაიწერეთ შემდეგ პასუხებში 1-ა, 2-ბ, 3-ბ, 4-ა, 5-ბ, 6-ა, 7- გ; დანარჩენში - 0
ნახეთ შედეგები:
0-2 ქულა: წარმოდგენაც არ გაქვთ მამაკაცის ფსიქიკაზე. ყველაფრის გჯერათ, რასაც ის გეუბნებათ, თუნდაც მისი სიტყვები არანაირ ლოგიკას არ შეესაბამებოდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არც იცით, როგორ იპოვოთ შესაფერისი მამაკაცი, რომელიც შორს კი არა, შეიძლება, თქვენ გვერდით იმყოფება.
3-5 ქულა: თქვენ საკმაოდ კარგად შეგიძლიათ მამაკაცის აზრების გამოცნობა. იცით, რომ მისი მოქმედება სიტყვებზე უფრო მეტყველია, თუმცა, შესაძლოა, რაღაც ზოგჯერ მთლად სწორადაც არ გეჩვენებოდეთ. ენდეთ თქვენს ინსტინქტს, ის აუცილებლად რაღაცაზე მიგანიშნებთ და ამის შემდეგ თითქმის არაფერი შეგეშლებათ.
6-7 ქულა: თქვენთვის მამაკაცი გამჭვირვალე არსებაა და ამას ის შესანიშნავად გრძნობს. თქვენ იცით, რა განსხვავებაა ნამდვილ ინტერესსა და თვალთმაქცობას შორის. ისიც იცით, რომ, თუ, თქვენი აზრით, რაღაც კარგად გამოიყურება, ის ნამდვილად კარგია. მიწაზე მყარად დგახართ.