კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ ცხოვრებაში დასახულ მიზანს მიაღწიოთ

კარმა არის ადამიანის მიზანმიმართული და განზრახი ქმედება, რომელსაც თავისი შედეგი აქვს. აზრიც და სიტყვაც ქმედებაა. კარმას თავისი კანონი აქვს და მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედების ანაბეჭდს მომავალში ვნახავთ, ანუ წინ დაგვიხვდება.
ყოველი ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე. შესაბამისად, მან თავისი გაკვეთილი კარგად უნდა გაითავისოს. ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის გაცნობიერებაში სწორედ კარმული ჰოროსკოპი ეხმარება.
ვერძი - თქვენ დაიბადეთ ბუნების გაღვიძების პერიოდში. მოგეცათ უამრავი ენერგია და თქვენი კარმული მისიაა, სხვებსაც გაუნაწილოთ ის და დაეხმაროთ. იყავით უფრო გახსნილები, კომუნიკაბელურნი, კეთილი საქმეები აკეთეთ და ბედი თქვენს მხარეს იქნება.
კურო - ჯანსაღი საკვები, თავისუფალი სივრცე და ლამაზი ნივთები დაგეხმარებათ, ჰარმონიულად განვითარდეთ. ნუ დაივიწყებთ ახლობლებს. გახსოვდეთ, მათაც სჭირდებათ საკუთარი სივრცე განვითარებისთვის. ასეთია თქვენი კარმული მისია ბედნიერების მოსაპოვებლად.
ტყუპები - დაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლაა თქვენი კარმული გაკვეთილი. დაპირისპირებულობა ავსებს ერთმანეთს, მაგრამ თქვენი გონება და გული სულაც არ არის ჰარმონიაში. შეეცადეთ, შემოირიგოთ თქვენში არსებული დაპირისპირებული მხარეები და მაშინ სრულ ჰარმონიაში იცხოვრებთ.
კირჩხიბი - თქვენ დაიბადეთ მშვიდ და ნათელ დროს. როცა დღე იმდენ ხანს გრძელდება, რომ შეგიძლიათ, მოასწროთ ყველა ჩანაფიქრის შესრულება. ზოგჯერ უფრო მეტიც კი, მაგრამ ხანდახან მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ყველაფრის გაკეთება მოესწრება. დროის დაკარგვის შემდეგ კი, თქვენ იძირებით წარსულის სინანულში, ან მიეცემით მომავალზე ოცნებას. ისარგებლეთ, დატკბეთ იმით, რაც გაქვთ. ისწავლეთ, იცხოვროთ დღევანდელი დღით.
ლომი - დაიმახსოვრეთ, ამ სამყაროში თქვენ ბევრს ვერაფერს შეცვლით. შეეცადეთ, სამყაროსა და თქვენს გარემოცვაში ყველაფერი მიიღოთ ისეთი, როგორიც არის. იყავით მოქნილი და მარდი ხალხთან ურთიერთობაში. მაშინ ცხოვრება გახდება ბევრად უბრალო, უშუალო და ხალისიანი.
ქალწული - საჭირო დროს ვარსკვლავები თავად მიგიყვანენ თქვენთვის საჭირო ადგილას. ამიტომ, დაივიწყეთ მუდმივი საზრუნავი და ნუ დახარჯავთ ძალებს ტყუილუბრალოდ. დაიმახსოვრეთ, უნდა ისწავლოთ მოთმენა და ენერგიის უფრო გონივრული გამოყენება. ამას გავალებთ თქვენი კარმა.
სასწორი - გააცნობიერეთ როგორი მრავალფეროვანია ცხოვრება. ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული მისიაა – იყოთ უფრო რეალისტი, ეზიაროთ მეტ სიბრძნეს.
მორიელი - განავითარეთ თქვენში დაკვირვებულობა და ზომიერების გრძნობა – ზოგჯერ ძალიან ჩქარობთ, ზოგჯერ კი გულხელდაკრეფილი ზიხართ და საკუთარ თავში იკეტებით მაშინ, როცა საჭიროა გაქცევა. ისწავლეთ, თვალი მიადევნეთ, მიჰყევით რეალურ მოვლენებს და ცვლილებებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინეთ.
მშვილდოსანი – განავითარეთ ინტუიცია. შესაძლოა, რომელიმე მეგობარს სჭირდება თქვენი დახმარება. ზოგს, უკეთესია, საერთოდ თავი დაანებოთ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ ყველაზე სწორ პასუხს. თქვენი კარმული ამოცანაა, დროულად გაიგოთ ეს ხმა.
თხის რქა - თქვენ კმაყოფილი ხართ მაშინ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ზოგჯერ მცირე ქაოსს შეუძლია, განწყობა გამოასწოროს. გარშემო მყოფნი თქვენით ძალიან დაინტერესდებიან. დროდადრო შეცვალეთ ცხოვრების რიტმი და წესი – რომელსაც მიეჩვიეთ. გახსოვდეთ, ყველაფერს სჭირდება განახლება, ურომლისოდაც არ არის წინსვლა და განვითარება.
მერწყული - თქვენ ხშირად დაფრინავთ ღრუბლებში, ამიტომ გარშემო მყოფნი ზოგჯერ ვერც აღგიქვამენ სერიოზულად, მაგრამ ნუ ჩამოყრით ყურებს. ნუ მიაგდებთ საყვარელ საქმეს. დაიმახსოვრეთ, მერწყულის ნიშნით იბადებიან ყველაზე გენიალური გამომგონებლები, მეცნიერები, მხატვრები. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მოხვედით ამქვეყნად იმისთვის, რომ გახადოთ ის უკეთესი.
თევზები - ნუ ეცდებით, რომ გამოადგეთ ყველას, რადგან თქვენი კარმული გაკვეთილია, ისწავლოთ ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. უნდა დაისახოთ მიზანი და არაფერი დაიშუროთ მის მისაღწევად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგიმართლებთ.

скачать dle 11.3