კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოატყუა ლავრენტი ბერიამ ადმირალი კანარისი

ლავრენტი ბერიაზე ბევრი იწერებოდა, იწერება და, ალბათ, მომავალშიც დაიწერება და, იმედია, რომ მისი ბიოგრაფიის მკვლევრებს მეტი წვდომა ექნებათ ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულ არქივებზე, რათა ობიექტური შეფასება მისცენ ამ მრავალმხრივი  ადამიანის მოღვაწეობას.
ისტორიკოსი ვსევოლოდ პოლანსკი წერს: „იმ უამრავ გაურკვეველ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს შორის, რომლებიც 1953 წლის ივლის-დეკემბერში წაუყენეს ვითომდა მსჯავრდებულ ბერიას, რადგან ის უკვე კარგა ხნის ლიკვიდირებული იყო შეთქმულების მიერ, ფიგურირებდა ერთი საიდუმლო ეპიზოდი საბჭოეთის ისტორიიდან. რადგან ბერიას სასამართლოს სხდომები დახურული იყო და მათ მხოლოდ „საიმედოდ შერჩეული“ ადამიანები ესწრებოდნენ, მაშინ ეს დოკუმენტი სანახევროდ გამოაქვეყნეს სასამართლოზე. შემდეგ კი საიდუმლო არქივში დააბრუნეს და დაადეს გრიფი – „გაიხსნას მხოლოდ 60 წლის შემდეგ”... 2013 წელს საშუალება მომეცა, კომუნისტური პარტიის ძველ არქივში  მივსულიყავი და ეს საიდუმლოება ახსნილი საარქივო დოკუმენტი მენახა, რომელიც 1944 წლის თებერვლითაა დათარიღებული. ეს საბუთი მთლიანად სტენოგრაფიული ჩანაწერებისგან შედგება, 1 600-ზე მეტ ნაბეჭდ თაბახის ფურცელს შეიცავს და ეხება 1944 წლის 6 თებერვალში ბერიასა და გერმანიის სამხედრო დაზვერვის, „აბვერის“ შეფის საიდუმლო შეხვედრას სტოკჰოლმში... საბუთის ტექსტი ძალიან საინტერესო შინაარსისაა და დროდადრო ციტატებს მოვიყვან იქიდან. ძირითადად კი დავეყრდნობი კანარისის სასწაულებრივად გადარჩენილი ადიუტანტის, ვალტერ შტოინცის მემუარებს, რომლებიც 1969 წელს გამოქვეყნდა. იმ შეხვედრაზე კანარისისთვის სტენოგრაფიულ ჩანაწერს სწორედ პოლკოვნიკი შტოინცი აკეთებდა... ადიუტანტი ბერიასაც ახლდა შვედეთის დედაქალაქში და ისიც აწარმოებდა სტენოგრაფიულ ჩანაწერს. პოლკოვნიკი ანატოლი ზაიკინი 1952 წელს გარდაიცვალა ინფარქტით, მაგრამ მას დღიურები დარჩა, სადაც ამ შეხვედრის შესახებ ბევრი რამ წერია, რომლებიც 1983 წელს უცხოეთში გაქცეულმა ზაიკინის ქალიშვილმა გამოაქვეყნა და მასაც გამოვიყენებ ჩემს პუბლიკაციაში...
მკითხველი საქმის კურსში რომ იყოს, ვიტყვი, რომ 1944 წლის 6 თებერვლის შეხვედრა ფაშისტური მხარის მიერ იყო მოწყობილი. 1944 წლის 1 თებერვალს ბერიას დაშიფრული დეპეშა მიუტანა კონტრდაზვერვის უფროსმა აბაკუმოვმა, რომელიც საგანგებო კრიპტოგრამით იყო შედგენილი, ხელს ვილჰელმ კანარისი აწერდა და ეწერა: „ჰერ ლავრენტი ბერია, პირველ ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი და ჩემი მეგობრების ღრმა პატივისცემა ბელად სტალინისა და თქვენ მიმართ. ამ დეპეშის გამოგზავნის მიზანია მსოფლიოში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება, რომლის ქვაკუთხედია ჩვენ ორ დიდ ქვეყანას შორის სისხლისმღვრელი, სასტიკი ომი. დარწმუნებულები ვართ, რომ ანალოგიური სურვილი თქვენც გამოძრავებთ. ამიტომ, გთავაზობთ, რომ ჩვენი მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს საიდუმლო ვითარებაში შევხვდეთ ნეიტრალურ ქვეყანაში და დავილაპარაკოთ. ჩემმა მეგობრებმა მე ამირჩიეს პარლამენტიორად და თუკი შეხვედრაზე თანახმა იქნებით, სასურველია, რომ საბჭოთა მხარის წარმომადგენელი სწორედ თქვენ იყოთ. დიდი პატივისცემით – ადმირალი ვილჰელმ კანარისი“.
სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ ეს საიდუმლო დეპეშა ბერიამ სტალინს მიუტანა კრემლში, რომელმაც მხოლოდ ერთხელ წაიკითხა ის, გაეცინა და ბერიას კანარისთან შეხვედრის ნება დართო. შეხვედრის ადგილად შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი აირჩიეს, თარიღად კი – 6 თებერვლის საღამოს 20 საათი.
1944 წლის 5 თებერვლის ღამეს „ენკავედეს“ გრიმიორმა ლავრენტი ბერიას თმა და წვერ-ულვაში გაუკეთა და, ამერიკული წარმოშობის კომერსანტის, ვილიამ სმიტის საბუთებით ბერია გამთენიისას ჩავიდა სტოკჰოლმში, სადაც მას საიდუმლოდ ახლდა კონტრდაზვერვა „სმერშის“ კბილებამდე შეიარაღებული ოცდაათი მებრძოლი, რომლებიც ყოველგვარი მოულოდნელობისთვის იყვნენ მზად. სმერშელებმა ალყა შემოარტყეს დამოუკიდებლობის ქუჩაზე მდებარე კონსპირაციულ ბინას, სადაც შეხვედრა იმართებოდა და ყველაფერს აკონტროლებდნენ...
ანატოლი ზაიკინის დღიურებიდან: „ბერიამ, რა თქმა უნდა, სტალინთან ერთად გაკეთებული ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ვილჰელმ კანარისისა და მისი მეგობრების, სინამდვილეში კი ჰიტლერის წინააღმდეგ მოქმედი შეთქმულების ჯგუფის შეთავაზება გერმანიის გარდაუვალი კრახით იყო გამოწვეული, რადგან მათ აშინებდათ „წითელი არმიის“ სამხედრო წარმატება და ყოველმხრივ შეეცდებოდნენ მის შეჩერებას. მაგრამ ის, რაც ბერიას პირდაპირ შესთავაზა კანარისმა, არცერთ წინასწარ ჩატარებულ ანალიტიკურ გათვლაში არ ჯდებოდა. თუმცა, გონიერი, წინასწარმჭვრეტი და ეშმაკი ბერია არ დაიბნა და არანაკლებად ეშმაკ კანარისს იმაზე მეტი დაათმობინა, ვიდრე ის (კანარისი) აპირებდა და სრულიად გააბითურა „აბვერის“ შეფი.
წინასწარ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, სტოკჰოლმში გამგზავრებული ბერია ვარაუდობდა, რომ კანარისი, რა თქმა უნდა, შეთქმულთა ჯგუფთან შეთანხმებით, ფაშისტი ფიურერის გადაყენების სანაცვლოდ, მას საომარი მოქმედებების შეჩერებასა და ზავის დადებას შესთავაზებდა, რაც არცთუ ცუდი პირობა იყო, რადგან იმ პერიოდისთვის „ვერმახტი“ (ფაშისტური არმია) ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი, ბრძოლისუნარიანი ძალა იყო და იმ მომენტისთვის ასეთი ნაბიჯი საბჭოეთსაც აწყობდა თუნდაც ამოსუნთქვისთვის. მაგრამ ბერიას ეშმაკობამ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი”...
ვალტერ შტოინცის მემუარებიდან: „შუა შეხვედრის დროს, როდესაც მხარეებმა საბჭოეთ-გერმანიის ფრონტზე არსებული მსხვერპლი ახსენეს, კანარისმა შეშფოთებით უთხრა ბერიას:
– ჰერ ლავრენტი, რაღა დასამალია და, სანამ ჰიტლერი ცოცხალი იქნება, მას ყოველთვის ეყოლება ფანატიკოსთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ძალაუფლებაში მის დასაბრუნებლად იბრძოლებს, ეს კი არც თქვენ და არც ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომ, მე და ჩემმა მეგობრებმა მისი ლიკვიდაცია გადავწყვიტეთ“.
ანატოლი ზაიკინის დღიურებიდან: „ბერიას კარგად ვიცნობდი და, როდესაც კანარისმა მას ჰიტლერის ლიკვიდაციის შესახებ აუწყა, ლავრენტი პავლოვიჩი შეცბა, თუმცა არც კანარისს და არც მის ადიუტანტს ეს არ შეუმჩნევიათ და ბერიამ მას მიუგო:
– ჰიტლერის ლიკვიდაცია, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ყველასთვის, მაგრამ, რამდენად რეალურია ეს? როგორც ვიცი, მას ძალიან საიმედოდ იცავენ.
– მართალს ბრძანებთ, მაგრამ, შეუვალი ციხესიმაგრე არ არსებობს და არც ჰიტლერია აბსოლუტურად დაცული. თანაც, ამ მხრივ უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, – მიუგო კანარისმა ბერიას.
ამ დიალოგის შემდგომი ფაზა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საბჭოეთის მომავალი წარმატებისთვის მეორე მსოფლიო ომში, რადგან ბერიამ იმ წამს ისეთი შეცდომა დააშვებინა კანარისს, რამაც საბჭოთა კავშირს დიდი უპირატესობა მისცა ომში. ბერიამ პაუზა გააკეთა და კანარისს უთხრა:
– ადმირალო, მოდი, ასე შევთანხმდეთ: თუ თქვენ და თქვენს მეგობრებს მართლა გსურთ ხელისუფლებიდან ჰიტლერის ჩამოშორება და თქვენი სიტყვები მხოლოდ დიპლომატიური ფანდი არაა, მაშინ ჩემს წინადადებას უნდა დათანხმდეთ.
– კონკრეტულად რას?
– ადმირალო, ჩემს ამ წინადადებას თავხედობად ნუ ჩათვლით. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ჰიტლერის მოსპობა და ომის შეჩერება, „ესესის“ დივიზიების საიდუმლო სამხედრო გეგმები უნდა მოგვაწოდოთ, რისი მოპოვებაც თქვენ არ გაგიჭირდებათ. ერთი მხრივ, ჩვენ მათ გავანადგურებთ და ჰიტლერის ფანატიკოსთა ძალებს შევამცირებთ, მეორე მხრივ კი, თქვენ და თქვენს მეგობრებს გაგეხსნებათ ხელ-ფეხი თქვენი კეთილშობილური მიზნების განსახორციელებლად. არ გაჩქარებთ, მოიფიქრეთ, მაგრამ, ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ დრო არ ითმენს, – უთხრა ბერიამ კანარისს.
ბერიას სიტყვებმა კანარისი ღრმად ჩააფიქრა. პასუხის გასაცემად მან დრო მოითხოვა და შეხვედრა ამით დასრულდა...“
ბერლინში დაბრუნებულმა კანარისმა ბერიას წინადადება შეთქმულებს რომ გააცნო, „ესესის“ მოძულე, არისტოკრატიული წარმოშობის გენერალიტეტმა მყისვე თანხმობა განუცხადა ადმირალს და საბჭოთა დაზვერვამ უკვე 13 თებერვალს მიიღო პირველი საიდუმლო ინფორმაცია „ესესის“ გეგმებზე, რასაც წითელი არმიის შეტევა და მათი განადგურება მოჰყვა... შემდგომში კიდევ ორი ასეთი ცნობა მოვიდა მოსკოვში და, ბერიას წყალობით, საბჭოთა არმიამ ისეთი სტრატეგიული შეტევა განახორციელა, რამაც საბოლოო გარდატეხა მოახდინა მეორე მსოფლიო ომში... 1944 წლის თებერვლიდან, ამავე წლის 20 ივლისამდე, კანარისი მხოლოდ ბერიას თამაშს თამაშობდა. ადმირალი გვიან მიხვდა, რომ ბერიას ანკესზე წამოეგო. მას არც „ვალკირიაში“ (ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმა) გაუმართლა და, სწორედ ბერიას უწყების მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე დააპატიმრეს ფაშისტი შეთქმულები კანარისის მეთაურობით, რომლებიც მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოეთს  აღარ აწყობდა დასუსტებული ჰიტლერის ოპოზიცია, რომელიც ომის წინააღმდეგი იყო, საბჭოთა კავშირს ომის გაგრძელება და ფაშიზმის განადგურება სჭირდებოდა ევროპის დასაპყრობად და „გასაწითლებლად”, რაშიც ლომის წილი ბერიამ შეიტანა.“

скачать dle 11.3