კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიწესრიგეთ ენდოკრინული სისტემა


ჭარბი წონის მიზეზია ჰორმონული დისბალანსი. სიმსუქნე ესტროგენების არასაკმარისი აქტივობისა და პროგესტერონის მოქმედების შედეგია. ასეთ დროს მხოლოდ წონის მატება როდია მნიშვნელოვანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, სხეულის რომელ ნაწილში ლაგდება ცხიმი. თუ ის ძირითადად მუცლის არეშია თავმოყრილი, მაშინ მოიმატებს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკი. თუ ცხიმი თეძოების მიდამოებშია, მაშინ ხერხემლის, სახსრების დაზიანებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების საშიშროება იჩენს თავს. ამიტომ, ბევრი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, შეზღუდეთ კალორიული საკვების მიღება, უარი თქვით ცხიმსა და ტკბილეულზე. თვეში ორი კილოგრამის დაკლება ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრას უწყობს ხელს.
შრომის უნარის დაქვეითების და საერთო სისუსტის მიზეზია ესტროგენების დეფიციტი ორგანიზმში. ესტროგენები განაპირობებს კარგ მეხსიერებას. როცა სისხლში ესტროგენების რაოდენობა იკლებს, თავს იჩენს სისუსტე, დაბნეულობა, აპათია, ნევროზი და ასე შემდეგ. ესტროგენების გამომუშავებას ხელს უწყობს ნაღებისა და სტაფილოს წვენების კოქტეილი. ის ასე უნდა მოამზადოთ: 150 გრამ ახალგამოწორულ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 50 გრამი ნაღები და დალიეთ.
შეშუპების მიზეზია პროგესტერონის სიჭარბით გამოწვეული წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა. ამიტომ, დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე მოერიდეთ სითხის მიღებას. შეზღუდეთ მარილის მოხმარება. საკვებ რაციონში კი ჩართეთ ვაშლი და რძის პროდუქტები, რაც ააქტიურებს თირკმელების მუშაობას.
უძილობის მიზეზი ესტროგენური დეფიციტია. თუ რაიმე მიზეზით ორგანიზმში ამ ბუნებრივი საძილე საშუალების გამომუშავება არ ხდება და შეფერხებულია, თავს იჩენს უძილობა, სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. გირჩევთ, ძილის წინ კუჭი მსუყე ვახშმით არ გადატვირთოთ და დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
გულის არეში პერიოდული ტკივილის მიზეზი ჰორმონული დისბალანსია. ამ დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა და სწორედ ეს ხდება არითმიისა და გულის პერიოდული ტკივილის მიზეზი. ეს საშიში არ არის, რადგან, როგორც კი ენდოკრინული ფონი დაბალანსდება, ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროს, მიიღეთ წყალში გასაზავებელი დამაწყნარებელი წვეთები, მაგალითად, ვალოკორდინი ან კატაბალახას წვეთები.
შაკიკის მიზეზია პროგესტერონის სიჭარბე. ეს ჰორმონი ორგანიზმში აკავებს წყალს, რაც არტერიული და ქალას შიდა წნევის აწევას იწვევს. თუ თავი იჩინა ნერვულმა დაძაბულობამ, რეფლექსურად ის გადაეცემა კუჭის კუნთებს და ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დახშობის მიზეზიც ხდება. ამ დროს კარგია შარდმდენი და დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენები, მაგალითად, პიტნის, კატაბალახას, ან კრაზანას ნაყენის სახით. 50 გრამ ნედლეულს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა, ჭამამდე, რამდენიმე წუთით ადრე.

როგორ ვუშველოთ ორგანიზმს კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევაში
კვებითი ტოქსიკოინფექციები დაკავშირებულია სხვადასხვა ბაქტერიით დაბინძურებული საკვები პროდუქტების მიღებასთან. კლინიკურად ამ დაავადებებს კუჭ-ნაწლავის მწვავე აშლილობისა და ორგანიზმის მოშხამვის მოვლენები ახასიათებს.
კვებით ინტოქსიკაციებს სხვადასხვა ბაქტერია იწვევს, კერძოდ, სტაფილოკოკი, პროტეუსი, ფსევდომონასი, კლოსტრიდები, პარაჰემილიზური ვიბრიონი, B ჯგუფის სტრეპტოენტეროკოკი და ასე შემდეგ. ეს მიკრობები პარაზიტობენ როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ნაწლავებში, გამოიმუშავებენ ძლიერ შხამს, ახასიათებთ გარემოში გამძლეობა და სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი.
ინფექციის წყაროა დაავადებული ან ბაქტერიის მატარებელი ადამიანი ან ცხოველი. ბაქტერიები გამოიყოფა ნაწლავიდან განავალთან ერთად, ცხვირ-ხახის გამონადენიდან, კანიდან. ინფექციის გადაცემა ხდება დაბინძურებული წყლითა და საკვები პროდუქტით, ასევე, საოჯახო ნივთებითაც. დაავადების ფარული პერიოდი ნახევარი საათიდან ექვს საათამდეა.
დაავადებას ახასიათებს მწვავე და მძიმე დასაწყისი, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მუცელში, ხშირი ფაღარათი. სიმძიმის მიხედვით გამოხატულია ტემპერატურული რეაქცია, ძლიერი სისუსტე, თავბრუხვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების ნიშნები. ამ დროს ზიანდება ნერვული სისტემა და საჭმლის მომნელებელი ორგანოები. წყლისა და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვა ორგანიზმის გამოშრობასა და კრუნჩხვას იწვევს. მკურნალობის სწორად წარმართვისთვის, სასწრაფოდ უნდა გაარკვიოთ კვებითი ტოქსიკოინფექციის რომელ სახესთან გაქვთ საქმე.
კვებითი ტოქსიკოინფექციაზე ეჭვის მიტანისთანვე, სასწრაფოდ წყლით ან სოდიანი ხსნარით ამოირეცხეთ კუჭი. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. მოერიდეთ ძნელად გადასამუშავებელ საკვებს. დაიცავით წოლითი რეჟიმი. მძიმე შემთხვევებში კი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას ზაფხულში გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები
 როდესაც ძალიან ცხელა, შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც აუჩქარდეს პულსი, განუვითარდეს ქოშინი, გაუჩნდეს ჰაერის უკმარისობისა და გულზე ზეწოლის შეგრძნება. ეს ყველაფერი გულის გადატვირთვის შედეგია.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით დაავადებულ ადამიანებზე სიცხე განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს. ვისაც სისხლის მაღალი წნევა ქრონიკულად აწუხებს, სიცხეში თავს უარესად გრძნობს და უარყოფითი ემოციებით იტვირთება, პაციენტებს, გულის იშემიური დაავადებით კი, უფრო ხშირად სტენოკარდიის შეტევები აწუხებთ.
მაღალი ტემპერატურა იწვევს ისეთ უარყოფით პროცესებს, როგორიცაა ტაქიკარდია, როცა გული მარათონულ რეჟიმში მუშაობს. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს შეტევის განვითარებას იშემიური დაავადებისას. ამ დროს, გულის გადატვირთვის პარალელურად, აღინიშნება დარღვევები, რის გამოც გული ვერ მარაგდება ენერგეტიკული ელემენტებით მშვიდ მდგომარეობაშიც კი. ამიტომ, საფრთხე დატვირთვის პროპორციულად იზრდება.
ზემოთ აღწერილი პროცესებიდან გამომდინარე, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ეს პათოლოგია აწუხებს, უმჯობესია, სახლიდან არ გავიდეს 12:00-დან 16:00 საათამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და მზის სხივებიც განსაკუთრებით რადიაციულია. თუ მზეზე გასვლის თავიდან აცილება არ ხერხდება, ეცადეთ, ჩრდილში იყოთ, შედარებით გრილ ადგილას. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.  გახსოვდეთ, სიცხეში მუშაობის რეჟიმი: ყოველი 30-40 წუთის მუშაობის შემდეგ 15-20 წუთი დაისვენეთ. თუ დაგეწყოთ ქოშინი, იგრძენით სისუსტე, თავბრუხვევა, ან, კიდევ უარესი – ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა. სამუშაო განსაზღვრეთ მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
განსაკუთრებულად ცხელ დღეებში გადახედეთ საკვებ რაციონს – შეამცირეთ ხორცისა და ცხოველური ცხიმების მოხმარება. უფრო მეტად გამოიყენეთ მცენარეული და რძის პროდუქტები. თუმცა, არც სასარგებლო საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებაა სასურველი. კარგია, მსუბუქი საკვები ცოტ-ცოტა რაოდენობით. ხშირად მიირთვით მწვანილი და ბოსტნეული, ხორცი ჩაანაცვლეთ თევზეულით. მინიმუმამდე შეამცირეთ მარილი.
ჰაერის მაღალი ტენიანობა იწვევს ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავებას. ეს კი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაღალი წნევითა და გულის იშემიური დაავადებით შეწუხებულთათვის, ძალიან მავნეა. პრობლემის განვითარებას განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული სისხლმეტობა, რაც ზრდის გულის მუშაობას გადატუმბვისთვის საჭირო დონემდე და ავტომატურად იზრდება წნევაც. თუ გამოხატულია გულის იშემიური დაავადება, ნატურალური წვენებისა და მინერალური წყლების რაოდენობა დღეში 800 მილილიტრამდე უნდა შემცირდეს, ისიც, იმ პირობით, თუ დაავადებული მზეზე არ იმყოფება. ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. გულით ავადმყოფებმა მოწყურების შემთხვევაში, უნდა დალიონ ძალიან ცოტა წყალი, ან, უბრალოდ, გამოივლონ პირის ღრუში. შარდმდენი საშუალებების მოხმარების დროს, მაღალი სიცხეების პირობებში, სასურველია მათი დოზის გაზრდა, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ჯანმრთელმა ადამიანებმა კი უნდა მიიღონ სითხის ის რაოდენობა, რაც ჭარბი ოფლიანობის კომპენსირებას მოახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოშრობა გამოიწვევს თავბრუხვევასა და გონების დაკარგვას. სიცხეში ყველაზე ოპტიმალური სასმელია მწვანე ჩაი. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს – ნივთიერებას, რომლებიც არეგულირებს ქოლესტერინის ცვლას. მწვანე ჩაი, შავი ჩაისა და ყავისაგან განსხვავებით, არ შეიცავს ტანინებს, რაც გულისცემის გახშირებას იწვევს. მოერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელებს – ის მხოლოდ აძლიერებს წყურვილს.
რა თქმა უნდა, გულით ავადმყოფებს ეკრძალებათ მცირე რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღებაც კი, თუნდაც ისეთის, როგორიცაა ლუდი. ბევრი მას უვნებლად მიიჩნევს, მაგრამ, ლუდი იწვევს არტერიული წნევის მაჩვენებლების სწრაფ ცვლას ორი მიზეზით: ალკოჰოლის ზემოქმედება და სითხის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში. თუ ჰიპერტენზიას ემატება გულის იშემიური დაავადება, ქაფიანმა სასმელებმა, ისევე, როგორც სხვა ალკოჰოლურმა სასმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სტენოკარდიული შეტევა და გულის ასთმაც კი.
კუჭის ქრონიკულ ანთებას გვირილის ნაყენი შველის
სააფთიაქო გვირილის პრეპარატებს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. მას ხმარობენ ბრონქული ასთმის, რევმატიზმის, ალერგიის, კოლიტების, გასტრიტების, ეგზემის, დამწვრობის სამკურნალოდ; ასევე, იყენებენ როგორც სპაზმოლიტურ, ნაღველმდენ და ოფლის მომგვრელ საშუალებას.
სააფთიაქო გვირილის ყვავილები საუკეთესო საშუალებაა ფიტოთერაპიაში კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. ის, ასევე, კარგია ანგინის, ღრძილების ანთებისა და ბუასილის დროსაც.
სახლის პირობებში ნაყენი ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
* 2 სადილის კოვზი ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო სადილის კოვზი, 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ანგინის დროს, იგივე ნაყენი, ოღონდ თბილი, ყელში გამოივლეთ, ხოლო ღრძილების ანთების დროს – პირის ღრუში.

скачать dle 11.3