კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ელოდება რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგს და რას მოიმოქმედებს ის მისი დასრულების შემდეგ

თვალის ერთი შევლებითაც ცხადია, რომ მოსკოვში ამ ჩვენს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოელიან, იმ იმედით, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული პოლიტიკური ძალები მოხვდებიან და, შესაბამისად, რფ-ს გაუიოლდება ყოფილ არათუ საბჭოთა, თვით პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის დაბრუნება. ამასობაში რუსეთის პირველ არხზე თვით ვლადიმირ პოზნერის გადაცემაში ერთ დროს შერაცხადი, აწ კი, ფაქტობრივად, შეურაცხადი ჟურნალისტი დორენკო მიიწვიეს. ერთი კითხვა მას რუსეთის ყველაზე პოპულარულმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა საქართველოზეც დაუსვა, რის პასუხადაც შევიტყვეთ, რომ რუსეთის სამკაული საქართველოს გადარჩენა რუსეთის მოვალეობაა (მომყავს ციტატა): „ჩვენ უნდა შევიყვანოთ ჯარი და საქართველო უნდა გავათავისუფლოთ… ისინი დაიბრუნებენ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“, თუ შემოვლენ რუსეთის შემადგენლობაში.“ ცხადია, ეს გზავნილები გარკვეული მიზნით გაისმა ზემოხსენებულ გადაცემაში (იმისდა მიუხედავად, როგორია ბ-ნი დორენკოს შერაცხადობის ხარისხი). რას ელის რუსეთი და რა ქმედებებს უნდა ველოდოთ მისგან, თუკი პარლამენტში ვერ ან მოხვდნენ პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები, – ამ თემაზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– ვთქვათ, არ მოვიდნენ პარლამენტში პრორუსული ძალები, რა „ზაგატოვკები“ შეიძლება, აამოქმედოს რუსეთმა, რით დაგვსაჯოს, რა დარჩა მას ჯერ კიდევ სადამსჯელო არსენალში?
– პუტინმა უკვე დაინახა ერთი  რამ, ყველაზე ცუდი, რაც მას ელის, არის სანქციები.
– თუნდაც მთელი უკრაინა მიიერთოს და არა მხოლოდ ყირიმი?
– დიახ. ყველაზე საშიშია ომი, რომელსაც არავინ დაიწყებს. რაც შეეხება სანქციებს: რუსი ხალხი დღეს ცხოვრობს საბჭოთა ხალხის პირდაპირი ფასეულობებით. მახსოვს, ჩემი სტუდენტობისას, ერთ პერიოდში, ხრუშჩოვის დროს, საბჭოთა კავშირში პური გაქრა. ერთი თვის განმავლობაში იყო კრიზისი, მაგრამ ხალხი ამბობდა, ოღონდ ომი არ იყოს და ყველაფერს გავუძლებთო. ახლა პუტინი ხალხს ეუბნება: მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგაა და უნდა გავუძლოთო. რუსებიც ამბობენ: ასეთები გადაგვიტანია?! უარესსაც გადავიტანთ. საშინელებები უნდა აკეთო, რომ მათ პუგაჩოვშჩინა გაიხსენონ. როგორც პუშკინი წერდა, დაუნდობელი და უაზროა რუსული ბუნტი, მაგრამ იქამდე არ მიდის საქმე, იმიტომ რომ, მსუყე წლებში, როდესაც ნავთობზე ფასი მაღალი იყო, მაინც დაგროვდა ფული და ჯერ კიდევ ჰყოფნით. ასე რომ, რუსეთს დასავლეთის სანქციების არ ეშინია.
რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება მოსკოვში. რომც მოვიდეს აქ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა, ქვეყნის შიგნით პროდასავლური მენტალობა უფრო ძლიერია. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ძლიერდებოდა და როგორ გგონიათ, ამ დეპუტატებს, „ხალიავშიკებს“, რომლებიც მუდმივად დადიან დასავლეთში და იმდენი დღიური ფული აქვთ გამოწერილი, რომ ნახევარსაც არ ხარჯავენ, ძალიან გაუხარდებათ, თუ ბრიუსელის, პარიზისა და ლონდონის ნაცვლად, მოსკოვში, სარატოვსა და რიაზანში ივლიან?! არ არის ეს მათთვის ხელსაყრელი, ისევე, როგორც არც ერთი რუსი მილიარდერი რუსეთში არ ცხოვრობს: დერი პასკათი დაწყებული და აბრამოვიჩით დამთავრებული. ლიტვინენკო, ერთ-ერთი რუსი მილიარდერი, რომელიც ვენაში ცხოვრობს, ოფისი კი მოსკოვში აქვს, ყოველდღე მიფრინავს მოსკოვში საკუთარი თვითმფრინავით და საღამოს უკან, ვენაში, ბრუნდება. ანუ მათაც გაუგეს გემო დასავლეთს და ჩვენებმაც, ამიტომ არ არის გამორიცხული, ჩვენთანაც ის მოხდეს, რაც ყირიმში: სისხლი არ დაიღვრება...
– მაგრამ როგორ შემოვლენ? იქ გასაგებია, იდგა რუსული ნაწილები, იმიტომ რომ, ყიირიმს იყენებდნენ.
– შემოვლენ ეგრეთ წოდებული „თავაზიანი მწვანე ადამიანები“ და მოხდება ოკუპაცია. მაშინ, რასაკვირველია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნება საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ მოსახლეობა დღეს ისეთ დონეზეა მისული, თქვენ გგონიათ, ვინმე პარტიზანულ ომს დაიწყებს?! არ იქნება ასეთი რამ. თუმცა არავინ იცის დაზუსტებით, როგორი იქნება რეაქცია. დიპლომატიის დაუწერელი კანონია, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით სუსტია, არ შეიძლება, ძლიერი იყოს ქვეყნის გარეთ. აი, მოდის არჩევნები: ერთი მხრივ, კარგია, რომ ჩვენთან პირველად არის მეტ-ნაკლებად თანასწორი სასტარტო პირობები ყველასთვის. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ იყო ერთი პარტია მონსტრი, მმართველი პარტია, რომელსაც გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება ყველა საშუალებით. მმართველი პარტია წყვეტდა, ზრდილობის გამო, რამდენი კაცი შეეშვა ოპოზიციიდან პარლამენტში. დაახლოებით, ასე: ამ პარტიიდან ექვსს შევუშვებ, „ეროვნულ-დემოკრატებს“ ერთი ჩახვაძეც ეყოფა და ასე მშვიდად ტარდებოდა არჩევნები. შემდეგ ბიულეტენებს ხან ნაგვის ყუთში ნახულობდნენ...
– პირადობის ყალბ მოწმობებსაც.
– იყო „კარუსელები“, დარღვევები, მაგრამ სასამართლო ამბობდა, მართალია, იყო დარღვევები, ოღონდ ამას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია და ევროპელი დამკვირვებლებიც ამბობდნენ, არჩევნები ზოგადად მაინც სამართლიანად ჩატარდაო. მაგრამ, ნახეთ, რა ხდება დღეს?! პარლამენტში გასვლის რეალური შანსი აქვს 6-7 პარტიას მმართველი პარტიის ყოველგვარი დახმარების გარეშე. იმდენად აჭრილი სიტუაციაა, რომ თვითონ ხელისუფლებაშიც იგრძნობა დაბნეულობა. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი კარგი ცხოვრების გამო არ გამოჩნდა. ის იძულებული გახდა. თან, მისთვის ამ ტიპის შეხვედრები არ არის კომფორტული, იმიტომ რომ, ასეთ რამეს მიჩვეული არ არის. ამას დასავლეთში ეჩვევიან ახალგაზრდობიდანვე, მაგრამ ის ხედავს, რომ მის გარეშე „ოცნება“ არა თუ ვერ გაიმარჯვებს, შესაძლოა, ბარიერის გადალახვაც კი პრობლემად ექცეს. ეს არჩევნები შეიძლება, ითქვას, რომ წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით თავისუფალი იქნება, თუმცა მმართველმა პარტიამ, „ოცნებამ“, ისე დაალაგა საარჩევნო კანონმდებლობა, ისე შეცვალა საარჩევნო უბნები, რომ მას, ჩემი აზრით, აღარ დასჭირდება ბიულეტენების ნაგვის ყუთებში გადაყრა და ვფიქრობ, მაინც გაიმარჯვებს.
– ვთქვათ, პარლამენტში ვერ გაიმარჯვა პრორუსულმა ძალამ ან რომც გაიმარჯვოს, საქართველოს რუსეთს ხომ ვერ მიუერთებს?
– მაშინაც კი, თუ პარლამენტში არ მოვიდა პრორუსული ძალა, მაინც ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია ტანკებით შემოსვლა. უბრალოდ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, მოსახლეობაში კიდევ უფრო გაძლიერდეს პრორუსული განწყობა. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობის  ნორმალიზაციას, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. ოღონდ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს მოროშკინას გარდა. მაგრამ არ მგონია, მოროშკინამ მარტომ გაქაჩოს ეს საკითხი. ჯერჯერობით ტურისტები არიან, შემოდის ვალუტა, ეროვნული ბანკი ყიდულობს დოლარს, მაგრამ შემოდგომიდან ტურისტები აღარ იქნებიან. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქვეყანაში, სადაც ბანანი და ანანასი არ მოდის, მაგრამ ტყემალს მიაქვს მთელი საქართველო და ამ დროს ჩემს მაცივარში დევს მექსიკიდან ჩამოტანილი ტყემალი, იმიტომ რომ, ქართული ტყემალი, რომელიც მაღაზიაში იყიდება, არ იჭმევა.
– მე დედაჩემის გაკეთებული ტყემალი მაქვს.
– გლეხის ქალებისგან ვყიდულობ ბაზალეთზე 10-15 ბოთლ ტყემალს ყოველ ჩასვლაზე. ნუთუ საქართველოს არ უნდა შეეძლოს საკუთარი მოსახლეობის გამოკვება მაინც?! როდესაც სომხეთი უკვე პრორუსულზე მეტად რუსულია, აზერბაიჯანი კი არც პრორუსულია აშკარად და არც პროდასავლური, ალიევი ძალიან ჭკიანი აღმოჩნდა, აბალანსებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა კი მნიშვნელოვან უკვე არა თერაპიულ, არამედ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. მე, რომელიც მთელი ცხოვრება საგარეო პოლიტიკას ვსწავლობდი, დღეში ხუთჯერ მავიწყდება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის გვარი. ასეთ რთულ პირობებში ვართ და გავა ერთი-ორი კვირა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი არ ჩანს. მაშინ, როდესაც რუსეთში ძალიან აქტიურად და ენერგიულად მუშაობენ კვლევითი ინსტიტუტები. საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრი მუდმივად აქვეყნებს კონცეფციებს, რომლებსაც კრემლში განიხილავენ. ჩვენთან კი არც მეცნიერებაა, არც განათლება… რასაკვირველია, რუსეთის ბროლის ოცნებაა, რომ საქართველო ისევ დაიბრუნოს, მაგრამ რუსები გიჟები არ არიან, მეთერთმეტე არმიის მაგალითს აღარ გაიმეორებენ. თუ მართლაც მივიდნენ ამ აზრამდე, უფრო ყირიმის ვარიანტს გაიმეორებენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ საკითხი ასე არ დგას, სანამ რუსეთი ამ კრიზისიდან არ გამოვა და სანქციების პრობლემას არ გადაწყვეტს. მით უმეტეს, როდესაც კისერზე აქვს წამოკიდებული სირიის საკითხი: ასადი უნდა გადაარჩინოს. ეს ყველაფერი ზღვა ფული ჯდება. ყირიმში ხიდის მშენებლობა დაიწყო და ვერ დაასრულა. რუსეთში უკვე ოცნებობენ, რომ უარი უთხრან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე, იმიტომ რომ, სტადიონების 60 პროცენტი ჯერ არ აუშენებიათ: ფული არ არის. აშკარად იწერება უკვე, რუსეთისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ უარი უთხრან. თქვენი გულშემატკივარი ხულიგანია და ამიტომ სხვაგან უნდა ჩავატაროთო.
– ანუ სპეციალურად შეუშვეს საფრანგეთში დასარბევად?
– „გარდიანმა“ დაწერა, რომ ეს ძალიან ჰგავს სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ ოპერაციასო. ძალიან პროფესიონალურად მუშაობდნენ: უცებ ეცემოდნენ ინგლისელებს, ცემდნენ და ეგრევე ქრებოდნენ. მხოლოდ სამი დაიჭირეს, როდესაც თორმეტი ათასი იღებდა მონაწილეობას ჩხუბში. თანდათან ძლიერდება რუსეთისადმი შიში კი არა, უკვე ზიზღი, როგორიც იყო გასული საუკუნის 20-იან წლებში.
– მეც ეგ გამიკვირდა, რაც მათ მოაწყვეს შუაგულ ევროპაში, ეს მხოლოდ ზიზღს თუ გამოიწვევდა.
– ჩვენი საზოგადოების 99 პროცენტს ჰგონია, რომ ტერმინი „რკინის ფარდა“ პირველად ახსენა ჩერჩილმა, არადა პირველად ეს ტერმინი 1918 წელს ახსენა საფრანგეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა კლემანსომ, როდესაც თქვა: წითელ ჭირს ჩვენ უნდა გავემიჯნოთ რკინის ფარდითო. იქიდან დამკვიდრდა. დღესაც იგივე ხდება. პუტინი გასულ კვირას გამოვიდა და თქვა, რომ დღეს მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო ამერიკაა, თუმცა აქამდე ამბობდა, თანასწორები ვართო. იმის თქმა მინდა, რომ რუსეთიც ელოდება ამერიკულ არჩევნებს და მისი შედეგი დიდ კორექტივებს შეიტანს რუსეთის დამოკიდებულებაში მეზობლებისადმი. თუ ამერიკელებს ღმერთი გაუწყრათ და ამერიკელი ჟირინოვსკი აირჩიეს პრეზიდენტად, პირველი, რასაც ტრამპი გააკეთებს, არის ის, რომ იანვარში პუტინს დაპატიჟებს თეთრ სახლში. მაგრამ მაინც, ალბათ, კლინტონი გახდება პრეზიდენტი, რაც საჩუქარი არ იქნება რუსეთისთვის. დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წყალგამყოფი გადის ბალტიისპირეთსა და პოლონეთზე. იქ უკვე ორივე მხარე ზრდის თავის ჯარებს: რუსეთი სამ დივიზიას განათავსებს კალინინგრადში, სადაც „ისკანდერები“ უკვე დააყენა. „ნატო“ მომავალი წლიდან ან შემოდგომიდან მუდმივად განათავსებს თავის ჯარებს ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, ვინაიდან „ნატოს“ ყველა დასკვნაში წერია, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, დაიბრუნოს ბალტიისპირეთი და პოლონეთი. თუმცა სერიოზულ გამოკვლევებში საქართველოს შესახებ არაფერი წამიკითხავს. თანაც –  რუსეთის პრობლემა ის არის, რომ, თუ ამერიკამ მეორედ ჩაითრია გამალებულ შეიარაღებაში, ამას უკვე რუსეთის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. პუტინს კი მოაქვს თავი ბირთვული იარაღით, მაგრამ ბირთვული იარაღის ყველაზე სუსტი წერტილი არის მისი შენახვა. თანაც, ბირთვული იარაღიც ძველდება, მაგრამ ძველი თაობისას რა გინდა, უყო?!  ვერც გადააგდებ, ვერც შეინახავ, ვერც გაანადგურებ, იმიტომ რომ, ამას შექმნაზე მეტი ფული სჭირდება. ამიტომ კომპლექსურადაა ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი. გამორიცხული არაფერია, თუმცა მე მაინც მინიმალურ შანსს ვხედავ იმისას, რომ რუსეთი საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების აზრამდე მივიდეს. დორენკო სულელმა რა თქვა…
– ჩვენ სულელი ვუწოდოთ და, მას აძლევენ ტრიბუნას ყველაზე პოპულარულ გადაცემაში და ის ამბობს, რომ საქართველოში ჯარი უნდა შეიყვანონ.
– არ გაგიკვირდეთ, რომ ასეთი აზრი ჰქონდეთ რუსეთში ჟირინოვსკის პარტიაში, დავიპყროთ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, ამას ერთი დივიზიაც ეყოფა; დიდი-დიდი, დასავლეთმა სანქციები გაამკაცროს, მაგრამ ჩვენი ხალხი ამასაც აიტანს. საბჭოთა დროს ხომ ვცხოვრობდით დასავლეთის ფუფუნების საგნების გარეშე?! ახლაც ვიცხოვრებთო. და გადავლენ „სამაგონზე“, ვისაც მილიარდები აქვს, ისინი ისევ „ვისკის“ დალევენ. მაგრამ არ მგონია, კრემლშიც ასე მსჯელობდნენ. მით უმეტეს, ჩვენთან რომ ეკონომიკის დინამიკური ზრდა იყოს, ევროპამ ახლავე რომ მოგვცეს უვიზო მიმოსვლა, კიდევ იჩქარებდნენ.

скачать dle 11.3