კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა შემოსავლებზე ორჯერ მეტის დახარჯვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე 1972 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, ასპირანტურა კი საკონსტიტუციო სამართლის სპეციალობით დაამთავრა.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1993 წელს დაწყებულა, თუმცა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ზუსტი პოზიციები და წლები მითითებული არ არის. მხოლოდ იმას გვატყობინებენ, რომ 2007 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში – იურიდიული სამსახურის უფროსად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსად. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალ „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“  მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 2005-2012 წლებში კითხულობდა ლექციებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. 2009-2014 წლებში გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2013 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. 2014 წლის 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 19 ივნისს, საერთოდაც, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად და დღემდე ამ თანამდებობაზეა.
შესაბამისად, ბ-ნი კვერენჩხილაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. მას ჰყავს მეუღლე, 1976 წელს დაბადებული ეკატერინე კაპანაძე და ორი შვილი: ანა და ნიკოლოზი. უძრავ ქონებას მხოლოდ საპარლამენტო მდივანი ფლობს: ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (75 კვ.მ.), საცხოვრებელ სახლსა (90 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთს (5 177 კვ.მ.) ჩოჩხათში.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში გიორგი კვერენჩხილაძემ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, 49 520 ლარი აიღო; როგორც იურიდიული ფაკულტეტის სრულმა  პროფესორმა – 12 950 ლარი; მისმა მეუღლემ, როგორც ბრიტანულ-ქართული აკადემიის ესპანური ენის პედაგოგმა – 5 250 ლარი.
2013 წელს ბ-ნმა კვერენჩხილაძემ 40 000 აშშ დოლარად გაყიდა მშენებარე ბინა თბილისში და შეიძინა თბილისშივე მშენებარე ბინა 99 151 აშშ დოლარად, თუმცა 2014-ში ბინის ღირებულების დასაფარავად 49 576 აშშ დოლარი დახარჯა.
2014 წელს ბ-ნ კვერენჩხილაძეს კიდევ ორი ბინა შეუძენია თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე (111 და 40 კვ. მ.). რაც შეეხება შემოსავლებს: ბ-ნმა კვერენჩხილაძემ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, 18 084 ლარი აიღო; როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა – 65 531 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც ბრიტანული ცენტრის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის ესპანური ენის პედაგოგმა – 4 500 ლარი. 2014 წელს ბ-ნმა კვერენჩხილაძემ იპოთეკური სესხი აიღო (60 000 ლარი) და მისი მომსახურება 11 000 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლა – 3 800 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წელს აღებული სესხის მომსახურება – 49 576 აშშ დოლარი, სარემონტო სამუშაოებში კი 60 000 ლარი დახარჯა. 2016 წელს შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ ბ-ნი კვერენჩხილაძე ანაბარზე ინახავს 35 700 ლარს. 2015 წლის განმავლობაში მან, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, 21 825 ლარი აიღო, ხოლო, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა – 70 880 ლარი, მისმა მეუღლემ კი – კვლავ 4 500 ლარი.
2015 წელს იპოთეკური სესხის მომსახურება 12 758 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლა – კვლავ 3 800 აშშ დოლარი; საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად კი 10 700 ლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3