კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბჭოთა სურნელი

შენ რომ ჩემთვის მედალი არ ჩამოგიკიდიაო?!

 ის, რომ ჩრდილოეთში უცნაურობები ახასიათებთ, სიახლე არ არის და, არც ის, რომ ამ უცნაურობებს გვარიანად ასდის საბჭოთა სურნელი.
ჰოდა, რაკი ასდის, 22 ივნისს, თვით ფაშისტების სსრკ-ზე თავდასხმის დღეს (ოღონდ, მე არ ვიცი, ეს დამთხვევა უნებლიეა თუ ნებსითი), რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რუსეთისვე თავდაცვის უწყების მესვეურები მიბრძანებულან, როგორც რუსული მედია იტყობინება, მეტად საპატიო მისიით…
ეს საპატიო მისია კი, არც მეტი, არც ნაკლები, ვგონებ, ყვავზე უფრო გამძლე იოსიფ კობზონისა და პირველი კოსმონავტი ქალის, ვალენტინა ტერეშკოვასათვის საბრძოლო მედლების ჩამოკიდება გახლდათ.
ამ ორ „დუმელს“ მედლებით სირიაში თებერვალში რუსულ ბაზა „ჰმეიმიმზე“ ჩასვლა დაუფასეს.
ცხადია, ცნობისმოყვარე მკითხველი იკითხავს, რომელ საბრძოლო ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობაო?! მაგრამ, როგორც ბ-ნი კობზონი განმარტავს, სულიერი მხარდაჭერა ფიზიკურზე, ანუ გასროლებზე საშურია.
ამიტომაც მედლებიც შეიფერეს და მათი შინაარსიც (შეგახსენებთ: მედლებია საბრძოლო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ რუსი ოკუპანტები უკვე არათუ ყურისძირში, ლამის შუაგულში გვყავს და, ზედაც, საბჭოთა ესტრადის კაშკაშა ვასკვლავის ზემოხსენებულ შეფასებას დავამატებთ, იქნებდა, გადავიდნენ როკის გვირაბს იქით და ჩვენ, საპასუხოდ და მადლიერების ნიშნად, ორდენოსანი კობზონის სიმღერებს დილიდან დაღამებამდეც მოვუსმენთ. –

скачать dle 11.3