კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მშიბზიადან“ „აბზიარაზამდე“

ანუ ომიც შენთან ლაპარაკს ჰგავს?!

 რაკი თეატრალობა ქართული ხასიათის ლამის ეროვნული თვისებაა და არც არტისტიზმის ნაკლებობას ვუჩივით, სავსებით ლოგიკური იყო, რომ სწორედ ქართველი ახალგაზრდების თავში მომზიანდა აქცია „მშიბზია“, ანუ „გამარჯობა“ აფხაზურად (აქციის მონაწილეებმა დაიჭირეს ასეთწარწერიანი პლაკატი და თავიანთი ფოტოები განათავსეს ინტერნეტში).
სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ ქართველების ენგურის გადაღმა მცხოვრებთათვის გაწვდილ ხელს ადრესატები თუ მთლად არ დაკოცნიდნენ, არ დააფურთხებდნენ მაინც. თუმცა, რაკი ჩვენი აფხაზი სეპარატისტებისთვის თეატრალობა ნაკლებ მიმზიდველი სანახაობაა და, მაინცდამაინც ვერც არტისტიზმით დაიკვეხნიან, ზედაც – ცხოვრებასაც მეტად საინტერესო ლოგიკით უცქერენ (კერძოდ, რუსეთი მისცემს ფულს, თბილისის ხარჯით იმკურნალებენ, ხოლო ისინი კი დამოუკიდებლები იქნებიან), სავსებით ცხადია, რომ მათმა ხისტმა რეაქციამაც არ დაახანა.
სახელდობრ, საპასუხოდ აფხაზმა ახალგაზრდებმა შექმნეს ჯგუფი „აბზიარაზ“, რაც აფხაზურად ნიშნავს „ნახვამდის“. აქციის მონაწილეები იღებენ ფოტოს სწორედ ამ წარწერიანი პლაკატით და თავიანთ ვებ-გვერდზე ანთავსებენ.
თუმცა, რადგან „ნახვამდის“ გულისხმობს ნახვის შესაძლებლობას (სამწუხაროდ, მე არ ვიცი, არის თუ არა აფხაზურში „მშვიდობით“), სავარაუდოდ, ჩვენთან შეხვედრას მაინც აპირებენ, ერთი ისაა გასარკვევი, სად? ისევ ბრძოლის ველსა და რუსული ტანკების უკან თუ უფრო უკეთეს ადგილას?!
თუმცა აქციის წამომწყებებს არ აწყენდათ, გაეთვალათ მოსალოდნელი რეაქცია და ისეთი რამ მოეფიქრებინათ, რაც მეორე მხარეს კონტრაქციის მოწყობის საფუძველს გამოაცლიდა. მესმის, რომ რთულია, მაგრამ იოლი მხოლოდ ფაფის მირთმევაა. –

скачать dle 11.3