კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„…ცა დაჰყურებს არავისი“

დაე, ვიფრინოთ

 რაკი ტურიზმი ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება, რასაკვირველია, ბიზნესის განვითარების პარალელურად, შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთ კომპანიას ბაზარზე თვით მფრინავი ტაქსები შემოჰყავს.
მეტიც, რაღა შემოჰყავთ, უკვე შეუძენიათ თვით აშშ-ში რვაადგილიანი beechcraft.
ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ საჰაერო ტაქსები იფრენენ ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის მიმართულებით. უფრო ზუსტად, ყველგან, სადაც კი აეროდრომის საშუალებაა.
ფასი უცნობია, თუმცა, ამთავითვე შეიძლება, ითქვას, რომ ეს სიამოვნება იაფი არ დაჯდება, ოღონდ, არც თვითმფრინავის ბილეთზე ძვირი (მოგეხსენებათ, თბილისი-ბათუმის მიმართულების საჰაერო ბილეთების ფასი ანეკდოტურად მაღალია მანძილისა და შიდა რეისის თავისებურების გათვალისწინებით).
იმ მარტივი მიზეზით, რომ საჰაერო ტაქსები უფრო ოპერატიულად მიიყვანენ მგზავრებს დანიშნულების ადგილას და, რაც მთავარია, თავიდან ააცილებენ მთაგორიანი გზებით გადაადგილების დისკომფორტს, სიახლე მეტად გვაბედნიერებს. მით უფრო, რომ – რატომაც არ უნდა ვიფრინოთ?!
მეორე მხრივ, თუ ამ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კვლავ გვიგანეს ისევ და ისევ საკუთარი პრობლემებით დამძიმებულ-დახუნძლულებმა და კვლავ რფ-ს შეგვატოვეს ხახაში, მიწაზე თუ არ დაგვაყენებენ, ვიფრენთ მაინც?! –

скачать dle 11.3