კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები

მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს:
– აბა, ბავშვებო, მითხარით, რა მოგწონთ ჩემში და გეტყვით, ვინ გამოხვალთ.
– თმა! – დაიძახა ერთმა.
– შენ პარიკმახერი გამოხვალ!
– კბილი, მასწ!
– შენ სტომატოლოგი. შენ რატომ არაფერს ამბობ, გიგა?
– უკვე მივხვდი, მასწ, მე რძის კომბინატში ვიმუშავებ.
***
სვანი უცხოეთშია და სასაფლაოებს ათვალიერებს. ერთ საფლავთან შეჩერდა და  კითხულობს წარწერას: „აქ განისვენებს ძლევამოსილი  გენერალი და დიდებული ადამიანი“.
– უი, ორი დაუმარხავთ ერთმანეთზე! – „გამოიცნო” სვანმა.


გიგა კვენეტაძის ანეკდოტები
უცხოელი სტუმრები კახეთში სოფელს ათვალიერებენ. ერთ ეზოსთან გაჩერდნენ. ეზოში მიხოა კაკლის ძირში წამოწოლილი.
უცხოელები რაღაცას ეუბნებიან გიდს.
გიდი:
– მიხო, უცხოელებმა გთხოვეს, ერთი კაკალი მოუწყვიტო.
მიხომ თავი წამოწია და სტუმრებს უყურებს, კაკალზე კი აშკარად არ აპირებს აძრომას.
– მოუწყვიტე, ბიჯო, ერთი კაკალი!
– რა კაკალი მოუწყვიტო, თავი ხომ არაფერზე მიგირტყამს!
სტუმრები ყაყანებენ. გიდი უკვე ევედრება მიხოს:
– მოუწყვიტე, ბიჯო, ერთი კაკალი, რა იქნება! ფულს მოგცემენ, ისე კი არ უნდათ.
– არ მჭირდება მაგათი ფული მე – წამოწვა მიხო ისევ ბალახებში.
– მილიონს მოგცემენ, მიხო! მილიონი დოლარი გექნება. ამდენი ფულით მთელ ცხოვრებას ფეხებზე დაიკიდებ!
– უფ, გამაკვირვე. ახლა არა მკიდია, რო?
***
სვანი სტუმარს ასეირნებს სოფელში, კოშკებს ათვალიერებენ. უცებ სტუმარი ყვირის:
– ვაიმე, იმ კოშკიდან ვიღაც კაცი თოფს მიმიზნებს!
– ჰო, მე მაგას ძმა მოვუკალი და ეტყობა, სისხლის აღება უნდა – ამშვიდებს მასპინძელი.
– მერე რა მეშველება?
– შენ არაფერი გეშველება, მაგრამ ნუ გეშინია, მაგასაც ჩამოუვა სტუმარი.

скачать dle 11.3