ბრძნული აზრები
განდი: ბედნიერება ისაა, როდესაც ნათქვამი და საქმე ერთმანეთს ემთხვევა.
შექსპირი: თვინიერად ისმენდე, სიკეთით სჯიდე.
პლატონი: ჭორი და შეცდომა მოგორავენ თავდაღმართში. ჭეშმარიტება და სამართალი კი ძნელად იკაფავენ გზას აღმართში.
მოპასანი: გიყვარდეთ და ნურაფერს ითხოვთ სანაცვლოდ.
ბეკონი: მამა-პაპასთან მიმავალი მამა-პაპასთან მივა; ანგელოზებთან მიმავალი – ანგელოზებთან მივა; ღმერთთან მიმავალი – ღმერთთან მივა!
სერვანტესი: დღეს ჩვენი დედამიწა სერიოზულადაა დაავადებული იმ ბოროტი ადამიანებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ.
ლაფარგი: ადამიანის უბედურებათა მიზეზი მისი ცნობიერების გაორებაა.
ნიცშე: ვინც სიავეს არ სჩადის, დაცულია სიავისგან.
სენეკა: სიარულის მცოდნე კვალს არ ტოვებს.
ციცერონი: თუ ვინმე ნახავს ბრძენს, რომელიც თქვენს ნაკლოვანებებს ამხელს და გსაყვედურობთ მათ გამო, გაჰყევით მას, როგორც თქვენი განძეულის მცოდნეს.
ჰეგელი: ყველაზე საუკეთესო წამალია ამქვეყნად – გიხაროდეს ყველაფერი.
გოეთე: იმეგობრე სათნო და კეთილ ადამიანებთან, თუნდაც ამას სახელიც და, გნებავთ, სიცოცხლეც ეწირებოდეს.
ოთარ ჭილაძე: ქვეყნის გადარჩენა არ შეიძლება, სანამ არ გარდაიქმნება თავად ადამიანი; უფრო სწორად, ადამიანის გარდაქმნა თავისთავად გამოიწვევს ქვეყნის გარდაქმნასაც. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ერთსა და იმავე ადამიანებს ვავალებთ ქვეყნის დაქცევასაც და აშენებასაც. შედეგიც ნათელია!
კლიუჩევსკი: პოლიტიკურ პარტიებში თანამოაზრეებს თანამზრახველები სჭარბობენ.
კანტი: სამართალი გონებით უნდა მოიპოვო; ჩხუბით მოპოვებული სამართალი კიდევ მეტ საჩხუბარს მოიტანს.
ოვიდიუსი: ნურავის მისცემ უფლებას, თავს მოგახვიოს უარყოფითი გრძნობები და ნურც საკუთარ უარყოფითს მოახვევ მათ თავს. განსაკუთრებით ერიდე სიხარულის გაზიარებას შურიანებთან.
პეტრარკა: არ იყო, არც იქნება და ახლაც არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ გაკიცხვას ან მხოლოდ ქებას იმსახურებს.
თეკერეი: არსებობენ ქალები, რომლებიც მხოლოდ სიყვარულისთვის არიან შექმნილნი.
შამფორი: იმის შემყურე, თუ რამდენად თავმოყვარენი არიან ასაკოვანი ქალები, რომლებიც უკვე არავის მოსწონთ, შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რამდენად თავმოყვარენი იქნებოდნენ ისინი ახალგაზრდობის წლებში.