ბედნიერი ბავშვობა „თავისუფალი ცოდნის სახლთან“ ერთად
„თავისუფალი ცოდნის სახლმა“ თავის აღსაზრდელებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქა. 12 ივნისს, სახელოვნებო-შემეცნებითმა სკოლამ – „თავისუფალი ცოდნის სახლმა“, პირველი კურსის დახურვასთან დაკავშირებით, თავისი მოსწავლეების პირველ ნაკადს მიულოცა სასწავლო წლის დასრულება და თბილი, საზეიმო და დასამახსოვრებელი საღამო მოუწყო. ღონისძიება პეკინის ¹31-ში (ლიტერატურული კაფე) გაიმართა, სადაც ბავშვებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს სერტიფიკატები და დახასიათებები. ეს დღე, როგორც ამ სკოლაში გატარებული ყველა დღე, ბავშვებისთვისაც და მათი მშობლებისთვისაც, საკმაოდ ამაღელვებელი და, ამავდროულად, დაუვიწყარი აღმოჩნდა. სკოლის ხელმძღვანელობამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ამ დღეს ბედნიერი წუთები ეჩუქებინათ და ეს ნამდვილად შეძლეს.
ეს არის სკოლა, სადაც პატარები ურთიერთობას, თანადგომას, სიყვარულსა და ერთმანეთის პატივისცემას სწავლობენ, ამაში კი უდიდესი წვლილი სკოლის პედაგოგებს მიუძღვით.
ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს სკოლას წარმატებული სასწავლო წლის დასრულებას და მომავალში წინსვლას უსურვებს.