კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სტრესის გადატანა მოუწია ირაკლი მაქაცარიას სამი თვის განმავლობაში ერთდროულად 17 გოგონასთან ურთიერთობისას და ითამაშებს თუ არა ის „ბოლივუდის” ფილმში

მაისში უკრაინულ არხზე რეალითი შოუს – Холостяк-ის მეექვსე სეზონი დამთავრდა, რომლის მთავარი გმირიც პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია იყო. მისმა გარეგნობამ, პოზიტიურმა ხასიათმა და ბევრმა სხვა დადებითმა თვისებამ არავინ დატოვა გულგრილი და სულ მალე ირაკლი შოუს ნამდვილი გმირი და ღირსეული მონაწილე გახდა. რაც მთავარია, მან შეძლო, პროექტში ცვლილებები შეეტანა და წელს Холостяк-ის მეექვსე სეზონი, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს, ყველაზე რეიტინგული გაეხადა.
ირაკლი მაქაცარია: ბოლო რამდენიმე წელია, მაქვს ჩემი კომპანია Maq Entertainment, რომელიც ძირითადად უცხოურ პროექტებზეა ორიენტირებული – ფილმებზე, კლიპებზე, რეკლამებზე. ჩემთვის ძირითადი ბაზარი მაინც ინდოეთია, „ბოლივუდი“ და მათთან აქტიურად ვთანამშრომლობ. საქართველოში ჩამომყავს პროდიუსერები, რეჟისორები და ვცდილობთ, ჩვენთან გადაიღონ ფილმები თავიანთი ბაზრისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინასთანაც მჭიდრო კავშირი მაქვს, მათი მხრიდან არის შემოთავაზებები, გაკეთდეს ერთობლივი, ქართულ-უკრაინული პროექტი. ოდესის კინოფესტივალზე ვაპირებთ, წარვადგონოთ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი; ვმუშაობთ სცენარზე, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე იქნება აგებული. არ არის გამორიცხული, მე ვითამაშო ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი.
– რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა?
– მეგობარმა მომწერა – ამ პროექტისთვის ეძებენ ახალგაზრდა, უცოლო, წარმატებულ ადამიანს და, ხომ არ მიიღებ მონაწილეობასო. არა-მეთქი და დავხურე ეს თემა. აგვისტოში ისევ დამიკავშირდნენ: თქვენით ვართ დაინტერესებულიო. რამდენიმე დღე სულ უარზე ვიყავი. თავიდან მეც ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ, ადამიანი, ვინც იქნებოდა „ხალასტიაკის“ გმირი, ფინანსურად ზეწარმატებული პიროვნება უნდა ყოფილიყო, მილიონერი. მაგრამ ისინი არ ეძებენ ადამიანს მხოლოდ ფინანსური კუთხით, მათ სჭირდებათ პიროვნება, რომელიც იქნება საინტერესო, ქარიზმატული და რომლის ყურებაც 3 თვის განმავლობაში მილიონობით ადამიანს უნდა მოუნდეს. თუ ჩააგდებდი პროექტს 40-მილიონიან უკრაინაში, ან დასაცინი გახდებოდი, ან არასასურველი ტიპი და შეიძლება, საქართველოც შეგერცხვინა. შესაბამისად, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და სტრესი იყო და ამიტომაც ვარიდებდი თავს. ბოლოს შემომთავაზეს, ჩავსულიყავი, საცდელი გადაღება გაგვეკეთებინა და მერე მიმეღო გადაწყვეტილება. მოკლედ, ჩავფრინდი, გვქონდა სატესტო გადაღება. საკმაოდ კარგად გავართვი თავი, რის შემდეგაც ტელევიზიაში წავედი, სადაც აქტიურად დამიწყეს „კერვა“. თავიდან უარი ვთქვი, რადგან პროექტი მქონდა ჩასაშვები: წელს არ გამომივა, მომავალ წელს გავაკეთოთ-მეთქი და გამოვფრინდი თბილისში. როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ისევ დამირეკეს: იქნებ უკან გამობრუნდე, ჩვენს უფროსს სურს შენი ნახვაო. მოკლედ, მეორე დღეს უკან გავფრინდი და მითხრეს: უარი რომ თქვა, დავიღუპებითო. თან, ყველაფერი მზად ჰქონდათ, მხოლოდ „ხალასტიაკი“ არ ჰყავდათ.
– რა პირობები შემოგთავაზეს, რისი უფლება გქონდა ან რა გეკრძალებოდა?
– ეს არ არის ფინანსური პროექტი, ჰონორარს არავინ გიხდის. პროექტიდან გამომდინარე, ჩემი მიზანი იყო, იმ გოგონებს, რომლებიც ქასთინგზე მოვიდოდნენ, ჰქონოდათ ჩემთან ურთიერთობის მოტივაცია. იგივე სურვილი ჰქონდათ „ხალასტიაკის“ შემთხვევაშიც. თავიდანვე არ გამოვრიცხავდი, რომ 30 გოგონადან ვინმე შემყვარებოდა ან  მომწონებოდა. რაც შეეხება პირობებს, სამი თვის განმავლობაში ყველაფერი გასაიდუმლოებული, კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.
– მონაწილე გოგონებმა იცოდნენ, ქართველი „ხალასტიაკი“ რომ ირჩევდა მათ?
– წელს არ იცოდნენ, ვინ იქნებოდა მთავარი გმირი და, მე ხომ ისედაც არ ვიცოდი მათ შესახებ არაფერი. ბევრი ცვლილება შეიტანეს. პირველ წვეულებაზე 25 გოგონაა ხოლმე, წელს 30 იყო. თავიდან 25 გოგონა გამოჩნდა და, მერე, მოულოდნელობის ეფექტი რომ ყოფილიყო, დანარჩენი 5 „შემომაპარეს” ისე, რომ, არც მე ვიცოდი და არც დანარჩენმა გოგონებმა. სანამ დაიწყებოდა პროექტი, გავაფრთხილე: სიმაღლის მეშინია, პარაშუტით გადმოხტომა თუ იქნება, უარს ვიტყვი-მეთქი. მაგრამ ბოლოს თვითმფრინავიდან არა, მაგრამ კლდიდან კი გადმომახტუნეს. თან ისე გააკეთეს, რომ უკან ვერ დავიხიე. გოგომ პაემანზე სიურპრიზი გამიკეთა – ისე დამპატიჟა, რომ, არც ვიცოდი, რა მელოდა. ზემოთ რომ ავედი, ვეღარ ვთქვი უარი – ქართულმა, ვაჟკაცურმა ამბებმა თავისი ქნა.
– ბევრგან ჩანს შენი ქართული ხასიათი, რაც, ჩემი აზრით, პროექტს უფრო მეტ ინტერესსა და მომხიბვლელობას სძენს.
– ქართული ხასიათი პირველივე დღეს გამოვავლინე. გოგონები ხომ მოდიან „ლიმუზინით“ სახლში, სადაც, წესით, ველოდები. გადავწყვიტე, მე ვყოფილიყავი „ლიმუზინის“ მძღოლი, თან მესმოდა გოგონების საუბარი: ერთ-ერთი გოგონა ხაზს უსვამდა იმას, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო მამაკაცის სტატუსი და ფული. მათ ვერ მიცნეს და, შემდეგ, რომ მოვედი და გავეცანი, განსაკუთრებით გაგიჟდა ის, ვინც ეს ილაპარაკა. მეც პირდაპირ ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა სახლში მის შეყვანას, საღამოს ვარდის არმიცემას, რადგან ჩვენი პრიორიტეტები თავიდანვე არ ემთხვეოდა და პირდაპირ იქვე  დავემშვიდობე. ეს შოკი იყო ყველასთვის – არავის ეგონა, რომ მაშინვე გავუშვებდი. რომ მიხვდნენ – ჯობია, ირაკლი მივუშვათო, მიმიშვეს.
– რა იყო ამ სამი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი სირთულე?
– ძალიან ბევრი რამ. პირველი სირთულე ის იყო, რომ, შედიხარ ოთახში და 30 გოგონა მიკროსკოპით გაკვირდება, ყველა ცდილობს, რაღაცაში გამოგიჭიროს. გოგონები მუშაობენ იმაზე, რომ, ერთია, „შეგაბან“ და, მეორე –რამე რომ შეგეშალოს საუბარში ან ურთიერთობაში, არ გაპატიებენ. ჩემს რუსულზეც ვნერვიულობდი: როგორც ქართულად დაველაპრაკებოდი გოგონას და მოვახდენდი მასზე შთაბეჭდილებას, იმ სიტყვებით რუსულად არ გამომდიოდა. თუმცა, ჩემს ქართულ იუმორს ვაპარებდი და იუმორზე ვაწყობდი პირველ განტვირთვას – ვცდილობდი, რომ მათი და ჩემი ემოციური ფონი გამენეიტრალებინა. წესების თანახმად, თავიდან 30 გოგონადან 15 უნდა დამეტოვებინა, მაგრამ 17 გოგონა დავტოვე. ცხოვრებაში მეგობრების წრეში რომ გაიცნობ გოგონას, გაესაუბრები და მოგეწონება ან არ მოგეწონება – ზუსტად ასე იყო ამ შემთხვევაშიც, ოღონდ, ყველაფერი 30-ზე იყო გადამრავლებული, რაც უფრო მეტად ართულებდა სიტუაციას. ამ გადასახედიდან, უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ, ისინი, ვინც პირველივე დღეს ინტუიციურად მომეწონა, ოთხეულში შევიდნენ, საქართველოში ჩამოვიყვანე და ოჯახი გავაცანი. გამარჯვებული პირველ საღამოზე არ დამმახსოვრებია, თუმცა, მეორე ფინალისტი, ანეტი, მაშინვე მომეწონა. პროექტში ვისთანაც რა ურთიერთობა მქონდა, ის მქონდა რეალურად. ძალიან საინტერესო იყო მეექვსე ეპიზოდი, როდესაც გოგონებთან მივედი ვილაში და იქ იდეა წამოვიდა: ხომ არ დაგველია და „ტეკილა ფართი“ მოგვეწყო? ისე დავთვერი, არ მახსოვს, როგორ წამოვედი იქიდან. იმ დღეს ბევრი რამ გავიგე გოგონებზე, ბევრი რამ თქვეს, რაც მანამდე არ ვიცოდი.
– რამდენიმე გოგონას შეუყვარდი და ამას არც მალავდნენ.
– ვინც მითხრა, მიყვარხარო, ესენი იყვნენ: ალიონა, ანეტი და რიტა. ვიღაცეები არ ამბობდნენ, მაგრამ, ვხედავდი და, ამდენ გოგოსთან ურთიერთობის შემდეგ არც იყო რთული შესამჩნევი. 17 რომ დარჩა, მერე დაიწყო პაემნებზე სიარული, პირველ დღეს ის დავპატიჟე, ვინც პირველი მომეწონა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ სხვა გოგოც „დაგვეხვოსტა“ და ორ გოგოსთან ერთად მქონდა პაემანი. მერე სამ გოგოსთან ერთად ვიყავი პაემანზე, მერე ერთთან და ასე შემდეგ. რომ გადავთვალე 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 87 პაემანზე ვიყავი; გარდა ამისა, იყო სხვა ურთიერთობები. წასვლის შანსიც ყველას ჰქონდა, რადგან მოულოდნელ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. ცერემონიალზე ყინულის სახით ვიდექი, ნაკლები საუბრით და, კონკრეტულად უნდა ამეხსნა, ვინც რჩებოდა, რატომ რჩებოდნენ ან რატომ მიდიოდნენ. მეც ბევრის მიმართ მქონდა გრძნობები, რადგან, ასეთ დროს არ შეიძლება, არ გაგიჩნდეს ვინმეს მიმართ გრძნობა, ყველა გოგონა ცდილობდა, საკუთარი თავი კარგი კუთხით წარმოეჩინა. პროექტიც ქმნის რომანტიკულ გარემოს, სხვადასხვა ქვეყანაში დადიხარ პაემნებზე და, რთულია, სიმპათია, სურვილი და გრძნობა არ გაგიჩნდეს ვინმეს მიმართ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ერთი ნახვით არ უყვარდება და ეს მაშინვე ვუთხარი გოგონებს. დაბრმავებული ამ პროექტში არასდროს ვყოფილვარ, ტვინი ბოლომდე მქონდა ჩართული, თუმცა, იმ გრძნობებს არ ვუკეთებდი იგნორირებას, რაც მქონდა.
– ყველა ამბობდა, რომ შენ და ანეტს ძლიერი გრძნობა გქონდათ ერთმანეთის მიმართ და რომ ის გაიმარჯვებდა, მაგრამ ალიონა აირჩიე, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამბობდნენ, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ შენ 300 ათასი ევრო გადაგიხადეს და ასე შემდეგ.
– ანეტსაც სერიოზული გრძნობა ჰქონდა და ალიონასაც. მეც მქონდა ძლიერი გრძნობა, როგორც ანეტის, ისე ალიონას მიმართ და, ასევე, იმ ორის მიმართაც, რომლებიც ოთხეულში იყვნენ. ეთერში თითო გოგონასთან ურთიერთობის 10 წუთი გადიოდა, ამის უკან კი მათთან გატარებული 10-საათიანი ურთიერთობა იყო. მაყურებელმა არ იცის, რა ხდებოდა სინამდვილეში. არცერთ ეტაპზე არ შევცვლიდი ჩემს გადაწყვეტილებას. ალიონაში ძალიან ბევრი პოზიტივია, ცხოვრებასაც პოზიტიურად უყურებს; ეს არის ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.  მე ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ მქონია კონკურსი, რომ შემეფასებინა, ვის მეტი წიგნი აქვს წაკითხული, ვის – ნაკლები. უნდა ამერჩია ადამიანი, რომელიც ჩემთან ახლოს იქნებოდა, რომელთანაც შემეძლებოდა მომავალში ურთიერთობის გაგრძელება. ჩემი და ანეტის ხასიათი გრძელვადიან ურთიერთობაში შეუთავსებელია. თვითონაც ამბობს, რომ, შეუძლია, ადგეს და უცებ გაწყენინოს, რადგან იმ მომენტში ასეთ ხასიათზეა. მე არ ვარ მამაკაცის ის კატეგორია, რომელიც დაჯდება და თავს ჩახრის: კარგი, საყვარელო, შენ რომ ხასიათზე მოხვალ, მერე მესაუბრე. ბოლო მომენტში მივიღე გადაწყვეტილება. რაც შეეხება წინასწარ დაგეგმილსა და ფულის გადახდას, ამაზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია – მეცინება...
– როგორ მოიქცევი, რეალურ ცხოვრებაში რომ აღმოჩნდე მსგავს სიტუაციაში?
– რეალურ ცხოვრებაში არ ვკადრებ არცერთ გოგოს, რომ მის პარალელურად კიდევ რამდენიმესთან მქონდეს ურთიერთობა – ეს ძალიან არაკაცური საქციელია. გამოცდილებიდან გამომდინარე, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა მქონია, ის ადამიანი ჩემთვის ყველაფერი იყო, არ მებადებოდა გარე აზრები.
– კამერების წინ ინტიმური სცენებიც იყო – სექსის, კოცნის. ეს ხომ არ გიქმნიდა უხერხულობას?
– ინტიმური სცენები არ ყოფილა, მხოლოდ კოცნა იყო, რადგან კოცნა გოგოსა და ბიჭის ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია. ერთი სცენაა, როცა მე და ალიონა ჯაკუზში ვართ, თუმცა მე შორტი მაცვია და მას – საცურაო კოსტიუმი. იგივე იყო ანეტთანაც.
– შენ და ალიონა დღეს ერთად ხართ? ხომ არ აპირებთ დაქორწინებას?
– ჩვენს შემთხვევაში, წყვილი შედგა და ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას: დღემდე ვხვდებით ერთმანეთს, მე ჩავდივარ, ის ჩამოდის, თურქეთში ვიყავით წასულები ახალ წელს. ორივეს გვაქვს გრძნობა და, ვცდილობთ, ურთიერთობა გავაგრძელოთ. დაოჯახებაზე ჯერ არ ვფიქრობთ – არსად მეჩქარება, თუმცა, ყოველთვის შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.

скачать dle 11.3