კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ქალი ჩასაფრებული და დადარაჯებული

ამბობენ, რომ ბედნიერებას გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, რადგან ბედნიერება მყიფეა... ამიტომ, შეიძლება, ის ხელებში ჩაგვემსხვრას და, თითებთან ერთად, გულიც დაგვისეროს. ქალი ფხიზლად უნდა იყოს, უნდა ცდილობდეს, მისი მამაკაცი სხვა ქალის ინტერესის სფეროში არ მოექცეს და არ გიღალატოთ, ანუ, ღალატზე არ „წაუცდეს ხელი“ – ეს არ არის ყალბი სიტყვები. ძალიან ბევრი ქალი გირჩევთ: იყავით ფხიზლად, როცა გიყვართ...

 ბელა (29 წლის): შეიძლება, მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ არ მჯეროდა საკუთარი ბედნიერების. ძალიან მოულოდნელად მოხდა ყველაფერი.
მაშინ შევხვდი, როცა იმედი უკვე გადაწურული მქონდა. მართლა აღარ ველოდებოდი, თუ ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი მოხდებოდა.
– სიყვარულს გულისხმობთ?
–  რა თქმა უნდა. სიყვარული ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, სხვანაირად ბედნიერი ვერ იქნები. რომელი ქალი ოცნებობს ოჯახის შექმნაზე უსიყვარულოდ? ძნელად იპოვით ასეთს. ყველა ნორმალურს უნდა, იყოს შეყვარებული თავის მეორე ნახევარზე და ის მეორე ნახევარიც შეყვარებული იყოს მასზე. ორმხრივი გრძნობა უნდა იყოს ოჯახური ბედნიერების მთავარი საყრდენი – ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და ასე მინდოდა. თუმცა, არასდროს მიფიქრია სერიოზულად იმაზე, რომ ასეთ სიყვარულს დაცვაც დასჭირდებოდა.
– ფიქრობთ, რომ, თუ სიყვარულს არ დაიცავ, დაკარგავ მას?
– კი არ დაკარგავ, დაგაკარგვინებენ. ეს აქსიომაა, თუმცა მე ამას საკმაოდ გვიან მივხვდი. მანამდე მხოლოდ მეცინებოდა იმაზე, რომ სიყვარულს კბილებით დაცვა სჭირდება. ვფიქრობდი, თუკი მიყვარს და ვუყვარვარ, რა უნდა დაგვემუქროს, რისი უნდა შეგვეშინდეს-მეთქი...
– თქვენი მეუღლის მოსაზრება თუ იცოდით ამის შესახებ? ლაპარაკობდით ამ თემაზე?
– ძალიან ზედაპირულად. არ ჩავღრმავებივართ, საჭიროდ არ მივიჩნიე.
– შეიძლება, გკითხოთ, რატომ?
– ამას მეც ვეკითხები საკუთარ თავს. შეიძლება, ზედმეტად დარწმუნებული ვიყავი ჩვენს სიყვარულში, მაგრამ, იცით, რაშია საქმე? როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო პარტნიორში, საფრთხე მაინც არსებობს. მე ამას ჰაერზე არ ვამბობ, ფაქტებიც მაქვს. იცით, რომ ქმარს საერთოდ არ ვადანაშაულებ მომხდარში? ჩემი ბრალია, მე უნდა გამომეჩინა მეტი სიფრთხილე და წინდახედულება. შეიძლება, გამოუცდელობის ბრალი იყო, ან – გულუბრყვილობის. არ შეიძლება, ზედმეტად გჯეროდეს სიყვარულის, მართლა არ შეიძლება.
– არც ის იქნება ადვილი, გიყვარდეს ადამიანი და ერთ ნაბიჯზეც კი არ ენდობოდე, სულ ჩასაფრებულის მდგომარეობაში იყო.
– არ მითქვამს, რომ ქმარზე უნდა ვყოფილიყავი ჩასაფრებული და ნდობა არ უნდა მქონოდა მის მიმართ – ეს საერთოდ სხვა რამეა. ისიც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამიტომაც ვეღარ ვამტყუნებ. ისეთი თავდასხმა განხორციელდა მასზე, რომ ვერ გაუძლო. მიკვირს, რომ მაშინვე არ დანებდა.
– ძალიან ხომ არ ცდილობთ ქმრის გამართლებას? შეიძლება, ესეც შეცდომა იყოს, რასაც მერე ინანებთ.
– არა, არა! ნამდვილად გააზრებული მაქვს ყოველი სიტყვა, რასაც ვამბობ. თითქმის ერთი წელი ვეკითხებოდი საკუთარ თავს – რა ხდებოდა და სად დავუშვი შეცდომა შეიძლება, ზუსტად ვერ გადმოვცემ იმას, რისი თქმაც მინდა. პირდაპირ უნდა მოვყვე, რაც მოხდა: მანამდე ბედნიერად ვცხოვრობდი ქმართან, – მის ერთგულებასა და ჩვენს სიყვარულში დარწმუნებული, ერთ დღეს კი სრულიად შემთხვევით მოვისმინე ჩემი ორი დაქალის ლაპარაკი,  მოკლედ, ერთი ეუბნებოდა მეორეს: უკვე ორი თვეა, მის ხელში ჩაგდებაზე ჩალიჩობ,  მაგრამ, მგონი, უნდა შეეშვა... ჯერ ერთი, არაფერი გამოგდის, მეორეც, რაც არ უნდა იყოს, ჩვენი დაქალიაო...
– ანუ, თუ სწორად გავიგე, თქვენი დაქალი ცდილობდა თქვენთვის ქმრის წართმევას?
– შეიძლება, წართმევა არც უნდოდა, მაგრამ ბოროტულად ცდილობდა ჩემი ბედნიერების დანგრევას. როგორც ჩანს, შურდა ჩვენი სიყვარულის. მე რომ ჩასაფრებული ვყოფილიყავი, რაც აშკარად საჭირო ყოფილა, ჩემს ქმარს ცუდ მდგომარეობაში არ ჩავაგდებდი.
– ანუ, ჩასაფრებული მაშინ უნდა იყო, როცა ბედნიერი ხარ?
– რა თქმა უნდა! ზუსტად ამისი თქმა მინდოდა. სწორედ მაშინ არ უნდა მოდუნდე. მოდუნებულებს რა მოსდით, ხომ იცით? მეც კინაღამ ასე დამემართა. ჩემს უსინდისო დაქალზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, ის ცალკე თემაა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემი დაქალის ყაიდის ქალები ყოველთვის იყვნენ, იქნებიან და თავისას შეეცდებიან – ეს მოცემულობად უნდა მივიღოთ. პრობლემად ისინი მაშინ იქცევიან, როცა ჩვენ ვაძლევთ უფლებას, ცხოვრებაში შემოგვიცვივდნენ. აი, რატომ ვამბობ, სიფხიზლეა საჭირო-მეთქი.
– მაგრამ, ისე ცხოვრება რთული იქნება და ამ შემთხვევაში ვერც ბედნიერებას ვიგრძნობთ...
– ცხოვრება საერთოდ არ არის ადვილი და ეს  სულაც არ გახლავთ სიახლე. თუ მოვდუნდებით, თუ მოვეშვებით და იმაზე ვიფიქრებთ, რომ ჩვენი ბედნიერება მარადიული იქნება, მაშინვე ცუდად წავა ჩვენი საქმე. გეუბნებით, საკუთარ თავზე გამოვცადე მოდუნების უკუჩვენები. შემთხვევა დამეხმარა, რომ კატასტროფას გადავურჩი. მიყვარს ჩემი ქმარი და მასაც ვუყვარვარ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და უნდა დავივიწყოთ ამბავი, რომელმაც ლამის ჩვენი ბედნიერება გაანადგურა. თუმცა ისიც ვიცი, რომ ახლა ყოველთვის ჩასაფრებული ვიქნები, თანაც, ძალიან ჩასაფრებული...
– კაციც უნდა იყოს ჩასაფრებული?
– ტყუილად გეღიმებათ. კაცებს თავისი პრობლემები აქვთ, ჩვენ კი ჩვენსაზე უნდა ვიფიქროთ. იცით, კიდევ რა არის მთავარი? არ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ბედნიერების. გეუბნებით, კარგი არაფერი დაემართება ქალს, რომელიც საკუთარ ბედნიერებაზე ჩასაფრებული არ არის. საიდან გამოხტება მეტოქე და საფრთხე, არავინ იცის. როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, შეიძლება, პრობლემა ზურგსუკანაც იყოს და ფეხაკრეფით მოგვეპაროს.

скачать dle 11.3