კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კოშმარი გადაიტანა ეკა კვალიაშვილმა ცხოვრებაში და რამ „შეყლაპა“ მისი სავსე ოჯახის სიმდიდრე

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ეკა კვალიაშვილი გამოჯანმრთელდა და აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას. მალე ის მეორე შვილიშვილის ბებია გახდება – პატარა ალექსანდრეს დაბადებას ივლისის ბოლოს ელოდებიან. როგორი ფეხმძიმობა აქვს ნუკას და თავად რა რთული პერიოდის გადალახვა მოუწია, ამ საკითხთან დაკავშირებით მომღერალი თავად გვესაუბრა.
– ჩემამადე არ დადის ის აზრი, რომ შვილზე ტკბილი შვილიშვილია, რადგან ყველაფერი ტკბილია, რასაც ღმერთი გვაძლევს. ისინი ჩვენი ღვთაებრივი  შვილები არიან, ანუ, ღმერთისგან მოცემულები. როგორ შეიძლება, ერთი მეორისგან განარჩიო? ალბათ, ასაკში რომ შედიან და პატარას ხედავენ, ეს მომენტი აქვთ. მიყვარს ყველა ჩვენი შვილი. „ჩვენს” ვამბომ, რადგან, მარტო ჩვენი, დედების არ არიან. ყველა მშობელს ვურჩევ, რომ არავითარ შემთხვევაში საკუთარ შვილზე „ჩემი” არ თქვას და არ მიისაკუთროს. ამ შემთხვევაში იმ შვილის ბედი სხვაგავარად წარიმართება – ეს საკითხი ფსიქოლოგთან გავლილი მაქვს და ვიცი.
– რას გულისხმობთ? ფსიქოლოგთან ინტერესის დონეზე გაიარეთ ეს საკითხი?
– შვილი რომ გყავს, მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში მამაც არის ჩართული და მარტო შენი მაინც არ გამოდის. გარდა ამისა, ბავშვი რომ გაჩნდეს, ღმერთის, ანგელოზებისა და მილიონი ფაქტორის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, რამაც, შეიძლება, „ჩვენი” გვათქმევინოს და გლობალურად კარგ ველში ჩასვა შენი შვილი. ფსიქოლოგიას ვსწავლობ და ამიტომ დავინტერესდი ამ თემით.
– როგორი ფეხმძიმობა აქვს ნუკას?
– ახლა ცოტა განსხვავებული ფეხმძიმობა აქვს პირველთან შედარებით.  ლუკაზე სულ ეძინებოდა და მოთენთილი იყო, ახლა – არა. უბრალოდ, ხასიათები ეცვლება და, ხან გაღიზიანებულია, ხან – დაწყნარებული. ფეხმძიმობის დასაწყისში ერთი-ორი თვე ნუკა ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, სისუსტე ჰქონდა და ცოტა გაღიზიანებულიც იყო. მე კიდევ, ვიცი, ჩემს შვილს როდის რა გაუხარდება ან ეწყინება.  თვალებში რომ ჩავხედავ, ვატყობ, როგორ განწყობაზეა. პატარას უკვე ერთ თვეში ველოდებით – ივლისის ბოლოს. მე სულ მზად ვარ ბებიობისთვის, იმისთვის, რომ მივიღოთ ჩვენი კიდევ ერთი არაჩვეულებივი საჩუქარი ღმერთისგან. ალექსანდრეს არქმევენ. ყოველდღე, დილით და საღამოს, ლოცვებს ვკითხულობ და დედის ლოცვაში უკვე ალექსანდრესაც მოვიხსენიებ. უკვე ისიც ადამიანია და პატარა კაცია (იცინის). 
– ლუკას გაზრდაში ეხმარებოდით ნუკას?
– ლუკა იმ პერიოდში დაიბადა, როცა ჩემი ავადმყოფობის შესახებ გახდა ცნობილი. მაშინ, ძალა არ შემწევდა, ვიდრე ოპერაციას არ გავიკეთებდი, მივხმარებოდი – არ ვიყავი კარგად, სუნთქვა მიჭირდა და ასე შემდეგ. ამ დეტალებს არ ვახმაურებდი. რომ მელაპარაკა, რა უნდა ექნა ხალხს? რაც შეეძლოთ, ყველანაირად გვერდში დამიდგენენ. აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, მადლობა ვუთხარი წარსულს და მივუხურე კარი. სამშობიაროდან გამოწერეს თუ არა, ნუკამ მაშინვე დაიწყო ბავშვის მოვლა.  ნუკა ძალიან მოხერხებული გოგოა, თუ რამე აინტერესებდა, ინტერნეტში კითხულობდა და მე აღარც მეკითხებოდა ხოლმე. საერთოდ, როცა რაღაც აინტერესებს, ღრმად შეისწავლის – ასეთი ტიპია. ბავშვის მოვლაც სხვადასხვა ინფორმაციის წაკითხვით ისწავლა. იმავეს ვიტყვი ფეხმძიმობაზე, ყველა ეტაპი ისე იცის, რომელ თვეში რა უნდა გააკეთოს, გინეკოლოგს აღარც ეკითხება ხოლმე რამეს. 
– თქვენც ასეთი იყავით?
– სიმართლე გითხარათ, არ მახსოვს, ფეხმძიმობის დროს როგორი ვიყავი, თან, მე 90-იან წლებში მომიწია ფეხმძიმობაც და მშობიარობაც – ეს ისეთი კოშმარი იყო... იმ პერიოდში არა ცხელი წყალი, არა გათბობა, არა შუქი... ნუკა რომ გავაჩინე, შვიდი დღე აჩერებდნენ ქალს სამშობიაროში. მეექვსე დღეს ავტომატიანი კაცები შემოცვივდნენ სამშობიაროში და აკაკანებდნენ ავტომატებს, არ ვიცი, რა უნდოდათ. საშინელი მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ფულს ეძებდნენ, ნარკოტიკს თუ რას, მართლა არ ვიცი. მოკლედ, შეცვივდნენ ავტომატებით და ბავშვთა განყოფილებასთან ერთი ამბავი ატყდა. არ ვიცი, ეს რა გრძნობა იყო. ისედაც რთული მშობიარობა მქონდა და ჩემი ადგომა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, გადავფოფხდი საწოლიდან, ჩოჩიალ-ჩოჩიალით გავედი და ბავშვთა განყოფილების კართან დავდექი მართალია, იქ ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ, ახლოს რომ ვიდექი და საკუთარი თვალით ვუყურებდი ყველაფერს, ესეც ბევრს ნიშნავდა. ნუკა რომ დაიბადა, ისეთი ბოხი ხმა ჰქონდა, ყველასგან გამოირჩეოდა. ხუთი-ექვსი ბავშვი მუთაქებივით ეჭირათ ხოლმე და დედებს ურიგებდნენ. ჭამის დროს რომ ტიროდნენ ბავშვები, ნუკას ყველასგან ვარჩევდი – ბოხ ხმაზე ტიროდა (იცინის).
– თავად თუ გეხმარებოდათ ვინმე ნუკას აღზრდაში?
– კი, რა თქმა უნდა. იმ პერიოდში ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი. მამა პენსიაზე გავიდა, დედა კი მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო... ახალგაზრდობაში მუშაობდა სამინისტროში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, მაგრამ, მერე აღარ უმუშავია, შვილებზე გადაერთო. თან, ჩემი ძმა სკოლას ამთავრებდა და, გზას რომ არ ასცდენოდა, ყველგან თან დაჰყვებოდა – აკონტროლებდა და არ ეცალა სამსახურისთვის. ნუკა რომ დაიბადა, თავიდან, ფაქტობრივად, მამაჩემმა გაუწია მამობა. ძალიან ტკბილი ბაბუ ჰყავდა ნუკას.
– მაშინ მეუღლესთან გაშორებული იყავით?
– არა, ნუკა 3 წლის იყო, თემურს რომ გავშორდი. უბრალოდ, ოჯახში როგორც ხდება ხოლმე, მეც მიწევდა მუშაობა. მაშინ იყო ასეთი ტერმინი – „სავსე ოჯახი” და მართლაც ასეთი სავსე იყო ჩვენი ოჯახი, ყველაფერი იყო სახლში: ძვირფასეულობა, ანტიკვარიატი, ბრილიანტი, ოქროულობა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეყლაპა 90-იანმა წლებმა. გაიყიდა იმიტომ, რომ არსაიდან არანაირი შემოსავალი არ იყო. მართალია, მოწაფეები მყავდა, შიგადაშიგ რაღაც საღამოებს ვაკეთებდი, რესტორანშიც კი ვმღეროდი, რომ რაღაც შემოსავალი მქონოდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ახლა უკვე პრობლემა არაა რესტორანში სიმღერა, მაშინ კი  პრობლემური საკითხი იყო. როცა სცენაზე იდექი, გიჭირდა რესტორანზე გადართვა და ნასვამ ადამიანებთან, ჭამის პროცესში სიმღერა, თუმცა, არაერთხელ მიმუშავია რესტორანში. წინა მთავრობის პერიოდში გადაბლოკილები ვიყავით მომღერლები, შემოსავალი არსაიდან არ გვქონდა, ამიტომ ორჯერ წავედი რამდენიმე თვით მოსკოვში და იქ ვმღეროდი. აბა, რა მექნა?! იქიდან ვგზავნიდი გარკევულ თანხას, ბანკის ვალი რომ გადამეხადა და ოჯახშიც ყოფილიყო ცოტა ფული. მაშინ სხვა შანსი არ მქონდა, რადგან აქ „სიიდან ამოღებული” ვიყავი. მერე კი იყო საუბარი – რას ჰქვია, რუსეთში წახვედი და ასე შემდეგ, მაგრამ, მსგავსი ენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ყველას თავისი შეხედულება აქვს, არავისზე არ ვბრაზობ,  ერთი წამით არ მქონია ვინმეზე რაიმე წყენა. თუკი ვინმეს ჩემ მიმართ რაღაც პრეტენზია ჰქონდა, ყველას ყველაფერი ვაპატიე და სიყვარულის მეტს არაფერს გავცემ მათ მიმართ.
– იყო საუბარი იმაზეც, რომ დასახმარებლად გადმორიცხულ თანხას სულ სხვა მიზნებისთვის იყენებდით. ახლახან გია მაისაშვილმა დაამთავრა შიმშილობა – დაავადებას ებრძოდა, თუმცა საზოგადოება ამ შემთხვევაშიც ორად გაიყო და პოლიტიკური ქულების დაწერას მიაწერეს მისი ეს ქმედება. ამაზე რას იტყვით?
– ადამიანებმა თავად უნდა აკონტროლონ, რას ამოუშვებენ პირიდან. მე უკვე დიდი ხანია, ეს ყოველივე ვაპატიე ყველას, ყველას შევუნდე და დიდ სიყვარულს ვუგზავნი აქედან, თუ ვინმეს მსგავსი რამ მოუვიდა აზრად. უბრალოდ, ვიტყვი: უგუნურია ყველა ის ადამიანი, ვინც ავადმყოფობას იგონებს საკუთარ თავზე. ყველა ჯანმრთელად ამყოფოს ღმერთმა. 10-დღიანი მშრალი შიმშილობა უნდა ამ სენისგან განკურნებას. არ ვიცი, გიამ როგორ ჩაატარა ეს კურსი, საკუთარ თავზე არ გამომიცდია და არ დამჭირვებია, მაგრამ, ერთმა ქალმა გააკეთა და განიკურნა.
– ამბობენ, როცა შვილი მშობიარობს დედა მის სიახლოვეს არ უნდა იყოსო. თქვენ დაესწარით ნუკას მშობიარობას?
– არ მჯერა ამ ცრურწმენების. ნუკას მშობიარობას დავესწარი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაიბადა ჩვენი ღვთაებრივი ბიჭი – ლუკა. ჩემი და ლუკას შეხვედრა იყო რაღაც საოცრების წუთები. არ ვიცი, ვის როგორი ისტერიკები აქვს და როგორ განიცდიან, მაგრამ, მე მახსენდებოდა ჩემი თავი, მაშინ როგორიც ვიყავი და ადეკვატურად ვმოქმედებდი. თან, ძალიან კარგი სპეციალისტების ხელში ვიყავით და არ მეშინოდა. უპირველეს ყოვლისა კი, უზენაესს ვიყავი მინდობილი. კარგად ჩაიარა ყველაფერმა და დაიბადა ეს პატარა ბიჭი, ციყვივით რომ ტიროდა თავიდან (იცინის).
– ახალგაზრდა იყავით, როცა ნუკა გეყოლათ, თან, პარალელურად, მუშაობდით. ძალიან რთულია კარიერა და ოჯახი ერთად?
– რთულია, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ: ისეთ პერიოდში მოხდა ეს ყოველივე, სხვაგვარად არ გამოდიოდა. ნუკა დამყავდა ყველგან, საფრანგეთშიც კი მყავდა წაყვანილი, 11 წლის რომ იყო. მქონდა ტურნე – კანი, მონაკო, პარიზი... ორი კვირა უნდა ვყოფილიყავი და ვერ გავძელი, უფრო ადრე ჩამოვედი. ეს რა მჭირს, არ ვიცი – საქართველოს გარეშე დიდხანს ყოფნა მიჭირს. ბევრი ვარიანტი და შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არსად არ დავრჩი.

скачать dle 11.3