კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პიერ დუკანის დიეტა

დღესდღეობით ცნობილი დიეტებიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუკანის, ანუ იგივე ცილების დიეტაა. ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და მომდევნო წლების განმავლობაში, წონის დასაკლებად საუკეთესო ეფექტურ საშუალებად აღიარეს. ეს არის ცილოვანი საკვებით გაჯერებული, უჯრედისის შემცველი და ნახშირწყლებისა და ცხიმების მინიმალური რაოდენობით შედგენილი დიეტა. რაც არ ღლის ორგანიზმს შიმშილის გრძნობით, არ აქვეითებს შრომისუნარიანობასა და კარგ განწყობას. ამას გარდა, წონის ნორმალიზაციის შემდეგ, გამომუშავდება სწორი კვების ჩვევები, რაც მომავალში შედეგის შენარჩუნების გარანტია ხდება – ასეთია დუკანის დიეტის დადებითი ჩვენებები, რამაც დიეტის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. დიეტა ოთხ ფაზად იყოფა:
პირველი – „შეტევა“, სადაც უმოკლეს დროში იკლებ პირველ კილოგრამებს, გრძელდება 2-დან 7 დღემდე. ამ ეტაპზე დაშვებულია 72 სახის მხოლოდ ცილოვანი საკვები.
მეორე – „მონაცვლეობა“, ხდება სასურველი წონის მიღწევა, ერთმანეთს ენაცვლება ცილოვანი საკვების მიღების დღეები ბოსტნეულის დღეებს. ამ ეტაპზე დაშვებულია 100 სახის საკვები პროდუქტი.
მესამე – „გამყარება“, გარდამავალი ეტაპია დიეტასა და კვების ჩვეულ რეჟიმს შორის. ამ ეტაპზე თითოეული მოკლებული კილოგრამი განმტკიცდება 10 დღის განმავლობაში.
მეოთხე – „სტაბილიზაცია“, ხდება ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა. აუცილებელია პირველი ეტაპის წესის დაცვა კვირაში ერთხელ (სასურველია – ხუთშაბათს), სავალდებულოა შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღურად შვრიის ქატოს გამოყენება და ფეხით სიარულის დამატება, როგორც აუცილებელი ფიზიკური დატვირთვა.
დიეტის პირველ დღეს ადამიანს ეჭმევა ყველა სახეობის ხორცი და თევზი, იხვის, ბატის, ცხვრის, ღორის ხორცის გარდა. რეკომენდებულია მჭლე ლორი და თევზი. მეორე დღეს პირველი დღის პროდუქტებს ვუმატებთ ბოსტნეულს, მათ შორის დასაშვებია სოკოც. ყველაფერი ეს უნდა იყოს მოთუშული, მოხარშული ან შემწვარი – ცხიმის გარეშე. მესამე დღეს პროდუქტების უცვლელ შემადგენლობას ემატება ხილი – დღის განმავლობაში ერთი ულუფა. ხილის ჩანაცვლება შესაძლებელია სამი ცალი მანდარინით. მეოთხე დღეს კვების რაციონს ემატება პური, ხოლო მეხუთე დღეს შემოდის 100-150 გრამი უცხიმო ყველი. რეკომენდებულია, ყველს გადაავლოთ წყალი და „სელპაკის“ ხელსახოცით შეფუთოთ. მეექვსე დღეს მოცემულ რაციონს ვუმატებთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს, რაც შეიძლება იყოს ბარდა, სოია, მაკარონი, ლობიო და ბოლო, მეშვიდე დღეს, დასაშვებია ნებისმიერი სახის ტკბილეულის ერთჯერადად მიღება.
დიეტის თანახმად, ადამიანმა დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოს 2 ლიტრი წყალი. გამორიცხულია წვნიანი. დასაშვებია დაბალპროცენტიანი რძის პროდუქტები. მოცემული  შვიდი დღის განმავლობაში ადამიანს არ უწევს შიმშილი და მკაცრად არ არის განსაზღვრული კვების რაციონი, არამედ სწორად უნდა მივყვეთ დიეტის ეტაპებს.

скачать dle 11.3