კითხვა-პასუხი
კითხვა: რაში გამოიყენება კარიტეს ზეთი?
პასუხი: კარიტეს ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, განსაკუთრებით – თმის მოვლის საშუალებებში. ის აცოცხლებს და ბზინვარებას სძენს ძალიან მშრალ თმასაც კი.
კითხვა: გამიგია, რომ ქოქოსის ზეთს მრავალმხრივი გამოყენება აქვს კოსმეტოლოგიაში. კერძოდ რაში გამოიყენება?
პასუხი: ქოქოსის ზეთი გამოიყენება სტრიების წინააღმდეგ, მშრალი კანის მოსავლელად და თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სტრიების წინააღმდეგ: ძილის წინ გაიკეთეთ მასაჟი ქოქოსისა და როზმარინის ზეთების ნარევით: წყლის აბაზანაზე შეათბეთ 1 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი და ჩაუმატეთ 5 წვეთი როზმარინის ზეთი. მუცელი და დუნდულები დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობით, საათის ისრის მიმარულებით, ხოლო თეძოები – ვერტიკალური მოძრაობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. მასაჟი იკეთეთ მანამ, სანამ კანი ზეთს მთლიანად არ შეიწოვს.
მშრალი კანისთვის: სახის კანის ჩვეული მოვლა დაასრულეთ მკვებავი კრემით. გაიკეთეთ ის კვირაში ერთხელ: ერთმანეთს შეურიეთ თითო სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი, არაჟანი და თაფლი და წაისვით მთელ სახეზე (თვალების გარდა), 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. იგივე ნიღაბი შეგიძლიათ დაიდოთ ყელსა და დეკოლტეზე და გაიჩეროთ ნახევარი საათი.
თმის ბზინვარებისთვის: თმის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიკეთეთ შემდეგი სახის ნიღაბი: 1 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი და 1 სადილის კოვზი ნატურალური იოგურტი შეურიეთ ერთმანეთს, წაისვით თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ ნახევარი საათი. ზეთმა უკეთ რომ იმოქმედოს, დაიხურეთ ცელოფნის ქუდი და თავზე პირსახოცი შემოიხვიეთ. ჩამოიბანეთ თქვენი თმის შესაფერისი შამპუნით და გაიშრეთ ფენის გარეშე.