კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინოვაციის ავტორი იყო ლავრენტი ბერია, რომელიც შემდგომ მსოფლიოს ყველა ქალაქში დაინერგა

როდესაც ლავრენტი ბერიაზე წერენ, მისი ბიოგრაფები და მკვლევარ-ისტორიკოსები, ძირითად, აქცენტს მის ჩეკისტურ და ეგრეთ წოდებულ, „ატომურ“ საქმიანობაზე აკეთებენ. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა ბერიას მოღვაწეობა სხვა სფეროებშიც, სადაც მას არანაკლები დამსახურება მიუძღვის ხალხისა და ქვეყნის წინაშე. პროფესორი მატვეი ნოჟკინი წერს: „როდესაც ლავრენტი ბერიას დამსახურებებზე ლაპარაკობენ, უპირველესად, რა თქმა უნდა, იგულისხმება მძლავრი სპეცსამსახურის შექმნა და ატომური ბომბის გაკეთება – მათ ვერაფერი შეედრება. თუმცა, ბერიას არანაკლები დამსახურება აქვს მშენებლობისა და ეკოლოგიის დარგში და ბევრისთვის, ალბათ, მოულოდნელი სიურპრიზია, რომ ბერიას თაოსნობით უამრავი ლამაზი, კეთილმოწყობილი სახლი აიგო და უზადოდ გამწვანებული, კოხტა ტყე-პარკი, სკვერი გაშენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ბერიას საქმიანობა საქართველოში.
გახდა თუ არა ლავრენტი ბერია ცეკას პირველი მდივანი, თბილისი მან ახალმშენებლობებისა და სიმწვანის ქალაქად გამოაცხადა... გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისის ყველა ჟურნალ-გაზეთი აჭრელებული იყო ბერიას მოფიქრებული ლოზუნგით: „გადავაქციოთ თბილისი სილამაზისა და სიმწვანის ქალაქად.“ მართლაც, საქართველოს დედაქალაქში გრანდიოზული მშენებლობები გაჩაღდა... სწორედ ბერიას თაოსნობით შეიქმნა თანამედროვე ვაკის უბნის ძირითადი და საუკეთესო ნაწილი. მისივე ბრძანებით გააშენეს ვაკის პარკიც, რომელიც იმ დროისთვის თანამედროვე ატრაქციონებით გამართეს და სულ მალე ის თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად გადაიქცა. ბერიას ინიციატივითვე გაშენდა თბილისის ფუნიკულიორის ტყე-პარკი, ხოლო მთაწმინდის ხრიოკ ფერდობებზე 100 ათასი მარადმწვანე ხე დაირგო და გალამაზდა. ბერიასივე ინიციატივით შეიქმნა სოღანლუღის სანერგე მეურნეობა, რომელიც თბილისს სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგებით ამარაგებდა. ბერიას ბრძანებით, თბილისსა და მის შემოგარენში ხის მოჭრა აიკრძალა და მსგავსი ქმედება უზარმაზარი ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ისჯებოდა. ბერიას მარიფათითა და დაუღალავი შრომის წყალობით, საქართველოს დედაქალაქი, მართლაც რომ, შენდებოდა და მშვენდებოდა. ქართველი „პირველის“ აღმშენებლური მოღვაწეობის ამბავმა მოსკოვამდეც ჩააღწია. ამ ამბით თავად სტალინი დაინტერესდა და გამოცდილების გასაზიარებლად მაშინდელი ქალაქკომის (დღევანდელი ქალაქის მერი) პირველი მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი გამოგზავნა თბილისში. ბერიას ერთ-ერთი მდივან-სტენოგრაფისტი ოლღა გაბუნია ასე იხსენებდა ხრუშჩოვის თბილისურ ვოიაჟს: „ამხანაგ ნიკიტა ხრუშჩოვს თბილისის რკინიგზის სადგურზე დავხვდით. ლავრენტი პავლოვიჩმა მას ვარდების თაიგული მიართვა და თავისი ღია მანქანით წამოიყვანა. წინ მე დამსვეს. უკანა სავარძლებზე კი ხრუშჩოვი და ბერია მოთავსდნენ. თავად ლავრენტი პავლოვიჩი უწევდა გიდობას მოსკოველ სტუმარს, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა გალამაზებული, მწვანეში ჩაფლული თბილისით. მან სამი დღე დაჰყო საქართველოში და ლავრენტი პავლოვიჩი გვერდიდან არ მოსცილებია სტუმარს. ყველგან დაჰყვებოდა და ხრუშჩოვის უამრავ შეკითხვას ამომწურავად პასუხობდა. ჩვენ, ძირითადად, ფეხით გადავადგილდებოდით თბილისში, რადგან ხრუშჩოვს ყოველი კუთხე-კუნჭული უნდა დაეთვალიერებინა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ასეთი დავალება მას პირადად სტალინმა მისცა. ხრუშჩოვს ძალიან მოეწონა თბილისის პატარა კაფეები და რესტორნები, რომლებიც იდეალური სისუფთავით გამოირჩეოდნენ და ძალიან გემრიელ კერძებსაც ამზადებდნენ, თან ქართული, ნატურალური ღვინის დალევაც იყო შესაძლებელი. სტუმრობის მეორე დღეს, რუსთაველის გამზირზე სეირნობისას, ბერიამ ხრუშჩოვი რესტორან „დარიალში“ დაპატიჟა, რომელიც პატარა სარდაფში, „ლაღიძის წყლების“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. ხრუშჩოვმა გემრიელად მიირთვა და რომ იტყვიან, ზომაზე მეტიც კი გადაჰკრა. რესტორნიდან რომ გამოვედით, ნიკიტა სერგეევიჩი, ცოტა არ იყოს, ბარბაცებდა კიდეც, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. ჩვენ მოპირდაპირე მხარეს გადავედით, რადგან რუსთაველის თეატრში უნდა შევსულიყავით. ამ დროს ნიკიტა ხრუშჩოვს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოუნდა და შექეიფიანებულმა, ისე რომ, მეც გამეგონა, ბერიას უთხრა:
– ამხანაგო ბერია, ახლა თუ არ მოვისაქმე, შარდის ბუშტი გამისკდება. თეატრის შენობაში ტუალეტი გექნებათ და იქნებ დროზე შევიდეთ, რომ შვება ვიგრძნოო.
ბერიას ხრუშჩოვის სიტყვებზე გაეცინა და მიუგო:
– ნიკიტა სერგეევიჩ, ასეთი ექსტრემალური სიტუაციებისთვის საშუალება გამოვნახეთ და ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები მოვაწყვეთ. ერთ-ერთი მათგანი, აქვე, ოპერის გვერდითაა და თან, დაათვალიერებთ, თან მოისაქმებთო...
ხრუშჩოვმა თან მოისაქმა, თან ტუალეტიც დაათვალიერა. დიდად კმაყოფილი დარჩა და თბილისიდან მოსკოვში რომ დაბრუნდა, სწორედ თბილისის მაგალითზე აშენდა საბჭოეთის დედაქალაქში 200 საზოგადოებრივი ტუალეტი.“
ზემოაღწერილი მონათხრობიდან საგულისხმო ისაა, რომ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ტუალეტები, არა მხოლოდ საბჭოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ლავრენტი ბერიას ინოვაცია იყო... მხოლოდ ამის მერე, თბილისური გამოცდილების შედეგად, აშენდა ჯერ მოსკოვში, შემდეგ პარიზში, ნიუ-იორკსა და მსოფლიოს სხვა ცნობილ და თბილისზე უფრო დიდ ქალაქებში მსგავსი დაწესებულება. საინტერესოა ისიც, რომ ხრუშჩოვის ვიზიტის შემდეგ, თბილისის მსგავსი გამოცდილება გაიზიარეს ბერლინისა და ბუდაპეშტის მერებმა და ისინი – ჰერ ჰერბერტ ნოიცი და შანდორ ნადი (შესაბამისად, ბერლინისა და ბუდაპეშტის მერები) თბილისს ეწვივნენ და საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერეს.
ბერიასთან ვიზიტის შემდეგ, ბერლინის მერმა ნოიცმა ფაშისტების ჯერ კიდევ არასამთავრობო (მაშინ ფაშისტები ჯერ კიდევ ოპოზიციაში იმყოფებოდნენ) გაზეთ, „ფოლკიშერ ბეობახტერში“ ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა თბილისსა და ბერიას. ფაშისტების მთავარი პროპაგანდისტული ორგანო წერდა: „საბჭოეთის პერიფერიაში მდებარე ერთ პატარა, მაგრამ კოხტა და სუფთა ქალაქში ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ შრომა და წესრიგი ის ორი, ძირითადი ბურჯია, რაზეც უნდა აიგოს სახელმწიფოს ძლიერება და კეთილდღეობა. ჰერ ლავრენტი ბერია თავისი საუფლოს ნამდვილი ბატონ-პატრონია და სწორედ მისი მოღვაწეობის მაგალითი უნდა გადმოიღონ ჩვენი მთავრობის დამყაყებულმა წევრებმა...“ ამ სტატიაში დიდი ადგილი ეთმობოდა საქართველოსა და თბილისის აღწერას, ხოლო შუაში კი, ბერიასა და გერმანული დელეგაციის წევრთა სურათი დაებეჭდათ თბილისის ფონზე, რომელიც ფუნიკულიორზე იყო გადაღებული ფართო პლანით.
სხვათა შორის, ამ გაზეთში დაბეჭდილი ეს პუბლიკაცია მოიტანეს ბერიას პროცესზე გამომძიებელ-ფალსიფიკატორებმა და მას (ბერიას) ფაშისტებთან დანაშაულებრივ ალიანსში დასდეს ბრალი. ეს იმდენად აბსურდული ბრალდება იყო, რომ ის თვით მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ უარყო და ეს ბრალდება პროცესიდან გაქრა.
საინტერესო ფაქტია და ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ 1932 წელს სტალინმა ბერია მოსკოვში დაიბარა და თავისი (ბერიას) პირველი ჯილდო – შრომის წითელი დროშის ორდენი გადასცა. დადგენილებაში კი ეწერა, რომ ეს ჯილდო ბერიას საქართველოში წარმოებული აღმშენებლობისთვის ეძლეოდა და მას თავად სტალინი აწერდა ხელს.“

скачать dle 11.3