კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვებრძოლოთ. ცოდვაში ხომ არ ჩამეთვლება, თუ კანონს მივმართავ, როცა ჩემი მეზობელი დაუმსახურებლად მაყენებს შეურაცხყოფას?
პასუხი: ეკლესია არ კრძალავს საერო ხელისუფლების კანონმდებლობისადმი მორჩილებას. თუ ვინმე ზიანს გაყენებთ, მიმართეთ კანონს. თუმცა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, გირჩევთ, გამოიჩინოთ ქრისტიანული კაცთმოყვარეობა, რათა თქვენი სინდისის წინაშე იყოთ მართალი. გაესაუბრეთ მეზობელს, სცადეთ, დაანახვოთ სიმართლე და გაუკეთეთ სიკეთე. ასეთ დროს ადამიანს ხშირად უნათდება გონება. თუ ამან არ გაჭრა, მაშინ მიმართეთ კანონმდებლობას.
კითხვა: ამბობენ, რომ წყევლა სრულდება. მართალია ეს და რა სახის ცოდვაა წყევლა?
პასუხი: წყევლა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ის მრისხანების ცოდვაა. როცა ადამიანი ვინმეს დაწყევლის, ბოროტის ნებას ასრულებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამსოფლად, მუდმივი  ჭიდილია სიკეთესა და ბოროტებას შორის და ხშირად სიკეთეც მარცხდება. თუ ჩვენს კეთილ სურვილებს უფალი შეისმენს, ბოროტს – დემონი უსმენს და ასრულებს. წყევლისას ადამიანის ნება ბოროტი ძალის ნებას ემთხვევა და ამიტომაც სრულდება წყევლა. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, სანამ საკუთარ თავსა და მოყვარეს ამ მძიმე ცოდვისთვის გავიმეტებთ. ბოროტება ხომ მაინც დროებით იმარჯვებს სიკეთეზე.
კითხვა: მართალია, რომ  სახლში გველის მოკვლა არ შეიძლება?
პასუხი: ეს შეხედულება წარმართულ ტრადიციებთან არის დაკავშირებული და მას სარწმუნოებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ეს შეხედულება ცრურწმენაა.
კითხვა: ტაძარში მუდმივად დავდივარ და შემიმჩნევია, რომ ზოგი ისე მიდის საზიარებლად, არც წირვა-ლოცვას დასწრებია და შესაძლოა, არც ზიარებისწინა ლოცვები აქვს წაკითხული. რამდენადაც ვიცი, უღირსი ზიარება ძალიან მძიმეა იმ ადამიანისთვის. როგორ მოვიქცე, ვაცნობო თუ არა მოძღვარს ამის შესახებ?
პასუხი: ამის შესახებ უნდა აცნობოთ მოძღვარს, რადგან ბევრმა მართლაც არ იცის, რომ ზიარებისთვის აუცილებელია წირვა-ლოცვაზე დასწრება, ყველა მომდურავთან შერიგება, წყენის პატიება, გულზე ჯვრის ტარება, წინა ღამით ცოლქმრული სარეცლის გაუზიარებლობა, ღამის თორმეტი საათიდან უზმოდ ყოფნა და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3