კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

პირჯვრის წერის შესახებ...
შეიძლება, კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, ის მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი – ერთობ მოკლეს, თითქოს გულზე სრული ჯვრის გამოხატვის რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერისას აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს – ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი არიან. ზოგიერთნი კი შიშითა და კრძალვით შეამტკიცებენ სამ თითს, ხელს მაღლა აღმართავენ და ჯვრის სახეს შუბლზე, გულსა და მხარზე მტკიცედ დაბეჭდავენ. შესაბამისად, მათი საიდუმლო ლოცვაც მტკიცე და მხურვალეა (II, 91-92).

ქრისტეს მეგობარი
მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო, ვინც უზნეო საქციელით ძმას აბრკოლებს – ქრისტეს მტერი, მისი სასუფევლის მაოხრებელია. ღმერთმა ქრისტიანებს უმაღლესი პატივი – სასუფევლის მოქალაქეობა მოგვცა. ამიტომ, დიდი სიფრთხილეც გვმართებს, რომ ის ჩვენი უღირსებით არ დავკარგოთ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

დრო მიდის...
წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა; ის თითებს კეცავს, ჰგონია, რომ სხივი მოიმწყვდია, შემდეგ შლის და ხედავს, რომ ხელისგულზე არაფერი უდევს. ასევე შეუძლებელია, ადამიანისთვის გაელვების შეჩერება. დრო მიდის, როგორც ფართო, უხმაურო მდინარე. ადამიანი რასაც უნდა აკეთებდეს: ეძინოს თუ მღვიძარებდეს, მუშაობდეს თუ ლოცულობდეს, ცხოვრების არსზე ფიქრობდეს თუ თავისი ვნების ამაოებაში იყოს ჩაფლული, საათ-საათ, დღე და დღე ამ მდინარის ტალღები დაუღლელად მისდევენ ერთმანეთს. როგორც მდინარის დინების შეჩერება არ შეიძლება, ისე დროს ვერ შეაჩერებ. ისტორიის გმირები დიად საქმეებს სჩადიოდნენ: მტრებზე იმარჯვებდნენ, უზარმაზარ იმპერიებს ქმნიდნენ, მიუდგომელ სიმაგრეებს აგებდნენ, ჯაჭვებზე დაკიდებულ ყვავილნარებსა და ბაღებს აშენებდნენ, აღმართავდნენ შენობებს, რომლებსაც მსოფლიოს საოცრებანი ეწოდათ, მაგრამ... ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო დაებრუნებინა თუნდაც ერთი გარდასული წამი. კაცობრიობიდან ვერცერთმა უგონიერესმა ადამიანმა ვერ შეძლო დროის მდინარის შემობრუნება. ამ მდინარემ ისინი, როგორც ქვიშის მარცვალნი, მარადისობის ოკეანეში წაიღო. მათ გამოიღვიძეს უმყოფობიდან და კვლავ ძილს მიეცნენ.
არქიმანდრიტი რაფაელი
(კარელინი)

წმიდა სიტყვები
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი; რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს? ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, – ამბობს უფალი, – აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმენდილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
ფსალმუნნი 9-12

ვმადლობდეთ უფალს!
ღმერთს სურს ჩვენი ნება, ჩვენი კეთილი მიდრეკილება, რომელიც თუნდაც მცირედ, მაგრამ კეთილზნეობრივი ღვაწლით მჟღავნდება. მას სურს, რომ ვაცნობიერებდეთ ჩვენს ცოდვილობას. ყოველ დანარჩენს ის გვაძლევს. სულიერ ცხოვრებაში კუნთები საჭირო არ არის. სიმდაბლით უნდა ვმოღვაწეობდეთ, ვითხოვდეთ ღვთის წყალობას და ყველაფრისთვის ვმადლობდეთ უფალს. იმ ადამიანზე, რომელიც ყოველგვარი პირადი გეგმების გარეშე საკუთარ თავს უფალს მიანდობს, ღვთის გეგმა აღესრულება. რამდენადაც ებღაუჭება ადამიანი თავის „მეს“, იმდენად უკან რჩება იგი. სულიერად ვერ წარემატება, ვინაიდან ღვთის წყალობას აბრკოლებს. იმისთვის, რომ წარემატებოდეს, ადამიანს ღვთისადმი დიდი მინდობა სჭირდება.

ცხონების გზა
ღმერთი კეთილია, მას ჩვენი ცხონება სურს. ცხონება რომ მხოლოდ ზოგიერთისთვის ყოფილიყო, ქრისტეს ჯვარცმა საჭირო რაღად გახდებოდა? სამოთხის ბჭე ვიწრო არ არის, ეს ყველა იმ ადამიანისთვისაა გახსნილი, ვინც სიმდაბლითაა აღზევებული. საკმარისია, მათ შეინანონ, ანუ საკუთარი ცოდვების ტვირთი ქრისტეს გადასცენ, რომ მაშინვე თავისუფლად გავლენ ამ კარში. ამის გარდა, ჩვენ შესამსუბუქებელი გარემოება გვაქვს, ჩვენ, მიწის საგანნი ვართ, ჩვენ ანგელოსთაგან განსხვავებით, არ ვართ მხოლოდ სული, მაგრამ არც ის გვეპატიება, თუ არ შევინანებთ და სიმდაბლით არ დავდგებით ცხონების გზაზე.
მამა პაისი მთაწმინდელი

скачать dle 11.3