კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სულთანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულთანი, რომელიც წარმოიშვა არაბულ ქვეყნებში და მეფის ტიტულის აღმნიშვნელია.
1569 წლის ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც კახთა მეფეს, ლეონ მეორეს მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიუცია, მოიხსენიება ღანუკელი სულთანა.
ბასილა, გიორგი და კაცია სულთანიშვილები მოიხსენიებიან 1743 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელსაც იასე საგინაშვილი აძლევს თავის ძმისწულს, როსტომ ბეჟანიშვილს.
საქართველოში 633 სულთანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 363, ონში – 98, რუსთავში – 62. არიან სხვაგანაც.
ძაგნიძე
გვარი ძაგნიძე კახეთის უძველეს მთავართა საგვარეულოს მიეკუთვნება. ამ გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ძაგანი. ძაგან, ძაგანა ერთ-ერთი უძველესი საკუთარი სახელია. ის მოიხსენიება ჯერ კიდევ 1240 წლის საბუთებში.
ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში” მთავართა გვარების შესახებ წერდა: „ხოლო გუარნი მთავართა მათ ძუალთანი ესენი არიან: ქობულისძე, დინაური, კრულმანელი, ბაღუშა, რომელი იყო ლიპარტისძე, მარუშისძე, ბაკურასძე, აბულეკი, ვარდანისძე, გამრეკელი, ძაგანისძე, ასათისძე და სხვა”. „ხელისუფალნი და ერისთავნი თამარის მეფობის ხანაში ესენი ყოფილან: კახაბერ კახაბერისძე – რაჭისა; დარათო შარვაშისძე – აფხაზთა; ამუნელისძე – ცხუმისა; ბედიელი – ოდიშისა, ლიხთიმერ-ამერთა, რატი სურამელი – ლიხთიმერ-ამერთა; ბაკურ ძაგნისძე – კახეთის; გრიგოლ ახათისძე – ჰერეთის; ბაიცო ჯაყელი – სამცხის და სპარალისი სხუათა ერისთავთა”.
დღეს ყოფილ მთავართა და ერისთავთა შთამომავალი ძაგნიძეების უმრავლესობა ცხოვრობენ: ვანში, ქუთაისში, თბილისში.
საქართველოში 987 ძაგნიძე ცხოვრობს: ვანში – 491, თბილისში – 162. არიან სხვაგანაც.
ჩიკვატია
გვარის ფუძეა მეტსახელი ჩიტკვატა.
მეოცე საუკუნის დამდეგს ორსანდიაში მცხოვრები ჩიკვატიების ორ კომლს აზნაურის წოდება ჰქონდა.
გვხვდება ტოპონიმი საჩიკვატიო – უბანი ხურჩაში.
საქართველოში 220 ჩიკვატია ცხოვრობს: ზუგდიდში – 170, თბილისში – 49, ხობში – 11. არიან სხვაგანაც.
მანდარია
არსებობს მოსაზრება, რომ გვარი მანდარია წარმოიშვა მამაკაცის საკუთარი სახელიდან მანდარი, რომელიც ალექსანდრე ღლონტს ლეჩხუმში აქვს დაფიქსირებული.
გადმოცემის მიხედვით, ორი ძმა მოსისხლეობის გამო ლეჩხუმში გადასახლდა, რადგან მანდარიების ძმა დადიანს მოუკლავს. შურისმაძიებელმა ძმებმა თავადს ერთიანად ამოუძირკვეს უცხოეთიდან ჩამოტანილი ვაზის ჯიში  – „უსახელოური“. ასევე, არსებობს სოფელი მანდაეთი, რომელიც თავის დროზე შედიოდა ქუთაისის ოლქის იმერეთის მაზრაში. ფიქრობენ, რომ სოფელს სახელი მანდარიების გამო შეარქვეს – ყველაზე ბევრი მანდარია სწორედ სოფელ მანდაეთში ცხოვრობს.
საქართველოში 469 მანდარია ცხოვრობს: თბილისში – 150, ცაგერში – 98, ქუთაისში – 56. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3