კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მეუღლემ სესხების მომსახურებაში 2014 წელს 125 000 ლარის გადახდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 1984 წელსაა დაბადებული ქარელში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე მიიღო და 2007 წელს მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხიც მიენიჭა ეკონომიკისა და ბიზნესის პროგრამით. შრომითი საქმიანობა 2004 წელს დაიწყო (სამწუხაროდ, მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის მითითებული კონკრეტული პოზიციების კონკრეტული წლები). მუშაობდა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილედ და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის კოორდინატორად და  მკვლევრად. აგრეთვე, იყო თავის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის“  აღმასრულებელი დირექტორი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებსაც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის, „ჯიპაში“. 2014 წლის 30 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, ხოლო 2015 წლის 13 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ გადავიდა; ამის პარალელურად, 2015 წლის 5 ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსად, 2015 წლის 4 დეკემბერს კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
ბ-ნი აბაშიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1982 წელს დაბადებული თეა მელიქაძე და 2010 წელს დაბადებული ქალიშვილი – ქეთევანი.
რაც შეეხება ქონებას: ბ-ნი აბაშიშვილის საკუთრებაა ბინა ბათუმში (30 კვ.მ.), ბინა თბილისში, გლდანში (60 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი (351 კვ.მ.) და საცხოვრებელი სახლი ქარელში (77 კვ.მ.) და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი ქარელში (298 კვ.მ.); თეა მელიქაძე კი ფლობს ბინას ბაკურიანში (31 კვ.მ.), საცხოვრებელ სახლსა (450,80 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთს (481 კვ.მ.) თბილისში, საბურთალოზე.
თეა მელიქაძეს „ბაზისბანკში“ გახსნილ ანაბარზე 358,89 აშშ დოლარი ერიცხება, გიორგი აბაშიშვილს კი – „საქართველოს ბანკში“ 1 312 აშშ დოლარი და 975 ევრო.
ბ-ნი აბაშიშვილი, ასევე, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, როგორც 2012 წელს დაფუძნებული შპს „დიდგორი-საქართველოს“ დირექტორი და 2012 წელსვე დაფუძნებული შპს „ჯორჯიან ბიზნეს  ენდ პოლითიქალ ინსაითის“ პარტნიორი, თუმცა 2014 წელს არცერთ საწარმოს მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ბ-ნმა აბაშიშვილმა, როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა, 2 400 ლარი აიღო; როგორც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ტრენერმა და ლექტორმა – 11 145 ლარი; როგორც „ჯეპრას“ კონსულტანტმა – 4 875 ლარი; როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილემ – 37 243 ლარი; როგორც ნიდერლანდების ინსტიტუტის – მრავალპარტიული დემოკრატიისათვის – ტრენერმა – 3 911 ლარი; როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და პრეზიდენტის მრჩეველმა – 32 236 ლარი. მისმა მეუღლემ კი, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბანკირმა –  93 907 ლარი.
2012 წელს თეა მელიქაძემ 251 500 ლარის ოდენობის სესხი აიღო, რომლის მომსახურებაც 2014 წელს 113 599,98 ლარი დაუჯდა; გიორგი აბაშიშვილმა კი 2014 წელს აიღო სესხი – 8 435,53 აშშ დოლარი – ავტომობილის შესაძენად, რომლის მომსახურებაც იმ წელსვე  8 651,19 ლარი დაუჯდა; ასევე, აიღო 10 000 ლარის ოდენობის სესხიც, რომლის მომსახურებაც 2 287, 20 ლარი დაუჯდა, ოღონდ, იმ წელს მანქანაც გაასხვისა – 5 700 აშშ დოლარი.

скачать dle 11.3