კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იძულება სამართლიანობისთვის

ანუ მეც შევშფოთდები

 რაკი დიდი ფეხბურთია, გასაგებია, რომ მსოფლიოს არცთუ მცირე ნაწილის ყურადღება ევროპისკენაა მიპყრობილი და ამ ჩვენს პარტნიორ საფრანგეთში (და მერე რა, რომ „მაფზეც“ უარს გვეუბნება და ვიზალიბერალიზაციაზეც?!) სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივართა ცვენაა.
და თუმცა ფრანგები რუსებისადმი შორით წვა-დაგვაში არიან შემჩნეულები, მილანის ქუჩებმა უკვე იწვნიეს რუსული (ჯერჯერობით მთლად ჩექმის არა, მაგრამ) ფეხსაცმლის ძალა, ოღონდ, ბრიტანელი გულშემატკივრების ტყავზე.
ასე და ამგვარად, საფეხბურთო მატჩის შემდეგ რუსი ფანები ინგლისელ ფანებს დაერივნენ და მასობრივი არეულობაც გამოიწვიეს, იმდენად მასშტაბური, რომ ერთი ინგლისელი გულშემატკივარი გარდაიცვლა.
საქმეში პოლიციაც ჩაერია და რუსი გულშემატკივრები დააკავეს, თუმცა რუსეთის ნაკრებს თამაშის გაგრძელების უფლება მისცეს (ამ ფაქტს მხოლოდ ერთი მიზნით შევნიშნავ: ჩვენ რომ ეს გვექნა, ვფიქრობ, დედამიწიდან გაგვასახლებდნენ).
თავის მხრივ, რფ-ის ნომერ პირველმა დიპლომატმა, რაკი რუს გულშემატკივრებს ორ-ორი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ფრანგულმა მართლმსაჯულებამ, ამ ამბავს დიდი უსამართლობა უწოდა (იქნებ, ახალი ოპერაციის მუზაც მოუვიდა: „იძულება სამართლიანობისთვის“).
ასეა თუ ისე, ევროპელებმა საკუთარი თვალებით იხილეს დადევნებული რუსი მოქალაქეები და, თუკი ოდესმე ისე მოხდება, რომ ევროპის ქუჩებში მათ რუსის ტანკებიც დაედევნებიან, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აუცილებლად შევშფოთდები!

скачать dle 11.3