პრეზერვატივების პოლიტიკური სუნი
არ გავარდეს, ანუ არ გამრავლდეს?!
თუმცა აქამომდე დასავლური წარმოების მხოლოდ საკვებს ერჩოდნენ, გასულ კვირას „როსზდრავნადზორმა“ DUREX-ის წარმოების პრეზერვატივების გაყიდვაც აკრძალა.
აკრძალვის მოტივი შემდეგნაირია: პროდუქცია დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული, რფ-ული კანონების მიხედვით კი, სამედიცინო ნაწარმმა უნდა გაიაროს ტექნიკური, ტოქსიკოლოგიური კვლევები და ეს ყოველივე თვით „როსზდრავნადზორში“ უნდა ჩატარდესო.
თუმცა რფ-ის მოსახლეობას აიმედებენ, რომ რუსეთის ბაზარზე პრეზერვატივების დეფიციტი არ შეიქმნება (60-ზე მეტი დასახელების პრეზერვატივია რეგისტრირებულიო) და, მეორე მხრივ, არც ბრიტანული კომპანიისთვის გადაუწურავთ ბოლომდე იმედი: სარეგისტრაციო პროცედურების გავლის შემდეგ ბაზრის კარს გაგიღებთო. ოღონდ, რაკი ამ კონკრეტული პრეზერვატივების ათვალწუნება რფ-ში რუსი გულშემატკივრების ბრიტანელ გულშემატკივრებთან პოსტშერკინების პერიოდს დაემთხვა, სავარაუდოა, რომ შარი პოლიტიკური მოტივებითაა გამოწვეული.
ასეა თუ ისე, იმედი ვიქონიოთ, რომ რფ-ის ბაზარზე პრეზერვატივები თავზე საყრელად დარჩება, რადგან, თუ მათ გამრავლებაც გადაწყვიტეს, მგონი, დავიღუპეთ. –