კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიტიკის კრიტიკა

„მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის“

 შესაძლოა, იმიტომ, რომ საქმე დიდად არაფერი აქვს (ან კი როგორ ექნება, როდესაც, თვით საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფორმალურია), ან იქნებ იმ მიზეზით, რომ ვეებერთელა სასახლეში მოიწყინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავკაცის, ბ-ნი ვოლსკის განცხადება გააკრიტიკეს, რომელმაც, თავის მხრივ, პრეზიდენტის პოლიტმრჩევლის, ქ-ნი ჩიხრაძის განცხადება გააკრიტიკა.
ხოლო ქ-ნმა ჩიხრაძემ უფრო ადრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ივანიშვილი გააკრიტიკა, სახელდობრ, ამ უკანასკნელის განცხადებები „ქართული ოცნების“ წინასაარჩვენო დაპირებებად შეაფასა.
ამ კერძო პოლიტდავის კონტექსტში კი პრეზიდენტის პრესსპიკერმა რიტორიკულად იკითხა: „საზოგადოებას აინტერესებს, პარტია „ქართული ოცნება“ იზიარებს თუ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილის ხედვებს სახელმწიფოს მართვის ფორმებთან დაკავშირებით.“
მართალია, გაუგებარია, რა შუაშია საზოგადოება, როდესაც ბ-ნი ვოლსკი და ქ-ნი ჩიხრაძე დავობენ, მაგრამ, რაკი ეს რიტორიკული კითხვა თვით პრეზიდენტის სასახლიდან გამოფრინდა, შესაძლოა, ბ-ნი უკვე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის… ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“?! –

скачать dle 11.3