კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ნახა ირაკლი ცაავას მონაწილეობით ქართული შოუ მილიონობით ადამიანმა და სად მიიწვიეს ის ცნობილი ჯგუფის, Stomp-ის წევრებმა

წარმატებული მოცეკვავე და ქორეოგრაფი ირაკლი ცაავა ქალაქ ფოთში დაიბადა და პირველად ცეკვაც იქ დაიწყო. შემდეგ, ის წლების განმავლობაში ცეკვავდა „ერისიონში“, სადაც დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი შეიძინა. დღეს ირაკლი თავად არის ქორეოგრაფი და წარმატებულად ასწავლის ქართულ-ხალხურ ცეკვებს.
ირაკლი ცაავა: დავიბადე 1989 წლის 5 აპრილს, ქალაქ ფოთში. ცეკვა დავიწყე ადრეულ ასაკში. დედაჩემი მოცეკვავეა და მისგან გენეტიკურად გადმომეცა ცეკვის სიყვარული და ნიჭი, რამაც  საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი მომავალი კარიერა. პირველი ნაბიჯები ანსამბლ „ფაზისში“ გადავდგი, სადაც ჩემი პირველი მასწავლებელი მალხაზ მაკარაძე იყო. მან ძალიან შემაყვარა ცეკვა და მახსოვს, როგორი სიხარულით მივდიოდი რეპეტიციებზე. სახელმწიფო ანსამბლში გავატარე 10 დაუვიწყარი წელი და ამ ხნის განმავლობაში, მოვიარე სამი კონტინენტი. 15 წლის ვიყავი, როცა მივედი „ერისიონის“ მოსამზადებელ ჯგუფში. ერთი წლის შემდეგ კი, ჩავირიცხე „ერისიონის“ ძირითად დასში. ანსამბლთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი შოუ Georgian legend და Georgian Treasure მილიონობით ადამიანს აქვს ნანახი. 2007 წელს ანსამბლი გასტროლით იმყოფებოდა გერმანიასა და კარიბის კუნძულებზე. ქალაქ კიოლნში 20-ზე მეტი კონცერტი გავმართეთ ორი კვირის განმავლობაში. ჩვენს ერთ-ერთ კონცერტს ესწრებოდნენ ჯგუფ Stomp-ის წევრები, რომელთაც განსხვავებული სტილის მუსიკალური შოუ აქვთ. კონცერტის ნახვის შემდეგ ანსამბლის სრული შემადგენლობა თავიანთ კონცერტზე მიგვიწვიეს. ტურნეს მეორე ეტაპი იყო კარიბის კუნძულებზე. 4 კონცერტი ჩავატარეთ, რომლის დროსაც მაყურებლის ემოცია სრულიად უცნაური  და განსხვავებული იყო ყველა დანარჩენი ემოციისგან, რაც კი სხვადასხვა ქვეყანაში მიგვიღია. ტურნეს დასკვნითი ეტაპი კვლავ გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში შედგა, რამაც ასევე, ძალიან წარმატებულად ჩაიარა.
– და ასევე, იყავი მეგა-პროექტის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფი.
– 2012 წელს „იმედის“ არხზე დაიწყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი. ჩვენმა ანსამბლმა ითავა ქართული ტურის წარმართვა და მე მოვამზადე ორი ნიჭიერი ადამიანი – რატი წითელაძე და ანი ჯაჯანიძე. მათ ჩემ მიერ დადგმული ცეკვა – „ფარიკაობა“ წარმატებით შეასრულეს და ჟიურის მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.
– შენი ქორეოფრაფიული სტუდიაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. სტუდიის მოცეკვავეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
– 2010 წლის სექტემბერში ჩამოვაყალიბე ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „სიონი“. დიდი მუშაობის, ჩემი პოტენციალის ბოლომდე ჩადების შედეგად, შევქმენით სრულიად განსხვავებული ილეთები, ნახაზები და ცეკვები. ჩემი დადგმული ცეკვები და სტილი განსხვავებული, გამორჩეული და საინტერესოა, ამიტომაც დიდ მოწონებას იმსახურებდა. ერთწლიანი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ თბილისში გამართულ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალ-კონკურსში, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ამის შემდეგ არაერთი მოწვევა მივიღეთ სხვადასხვა ფესტივალიდან.

скачать dle 11.3