კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარება მუსიკა ექიმ ირაკლი ჭელიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში

ირაკლი ჭელიშვილი – პროფესორი, ნეიროქირურგი, კლინიკა „ინოვას” ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. ის არის პროფესიონალი ნეიროქირურგი, რომლის სახელიც  სამედიცინო წრეებში კომპეტენტურობასთან და კვალიფიციურობასთან ასოცირდება და სწორედ ამიტომაც, ჩვენი მკითხველების დიდი ნაწილი მას გამორჩეულ ნეიროქირურგად ასახელებს. 

 – ბატონო ირაკლი,  რა გაძლევთ ადამიანურ რესურსებს  თქვენი რთული სამუშაო დღისთვის?
– ეს  ჩემი ცხოვრების წესია, პროფესიული ჩვევაა, რომელიც უკვე ნორმად იქცა. დილას ადრე ვდგები და პლუს, დიდი სიყვარული ამ საქმისადმი მაძლევს ყველაზე დიდ ენერგიას. ეს ეტყობა, გარკვეულწილად, მემკვიდრებითაც მერგო, ნეიროქირურგიისა და ნევროლოგის ოჯახში დავიბადე. მთელი ცხოვრება შეხება მქონდა ამ საქმესთან. ბავშვობაში მიიჩნევდნენ, რომ ნეიროქირურგი გავხდებოდი, თუმცა სწავლის შემდეგ, მხოლოდ მუსიკით ვიყავი გატაცებული და ერთგვარი წყვეტა მქონდა მედიცინასთან.  შემდეგ გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მომიწია ჩასვლა და ვნახე, როგორ შეიძლებოდა კარგად მეკეთებინა ეს საქმე. ამიტომაც, ნეიროქირურგობის  სურვილი გამიჩნდა. 1996 წელს მოვხვდი გერმანიაში. ბოხუმის რურის  საუნივერსიტეტო კლინიკაში დავიწყე მუშაობა, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. პირველი ოპერაციაც კი მახსოვს – დისკექტომია. რამდენიმე წელიწადი იქ ვიმუშავე და  შემდეგ საქართველოში დავბრუნდი,  თავდაპირველად, რკინიგზის საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა, შემდეგ თოდუას კლინიკაში და ასე შემდეგ. 2015 წლის   დეკემბრიდან კი, ვარ  ჩვენს კლინიკა „ინოვაში”.
– რატომ  გადმოხვედით  კლინიკა „ინოვაში”  და რა არის განსაკუთრებული ამ კლინიკაში?
– ჩვენ ავაშენეთ ახალი კლინიკა. შევიკრიბეთ სახელოვან ექიმთა ჯგუფი და ბიზნესმენ პარტნიორებთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ  „ინოვა”. ეს გახლავთ  კლინიკის სკანდინავიური მოდელი, სადაც სამედიცინო დაწესებულების მფლობელები თავად ექიმები არიან. ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიდან  ბოლომდე არა მხოლოდ პროფესიულ სტანდარტებსა და ვალდებულებებზე, არამედ კლინიკის სერვისზე, მომსახურების მენეჯმენტზე. იქ, სადაც ექიმია კლინიკის დამფუძნებელი, მისი პასუხისმგებლობის ხვედრითი წილი უფრო მაღალია და  თავად პაციენტებისთვისაც უფრო სასარგებლოა. უცხოეთშიც, განსაკუთრებით, ევროპაში, ეს პრაქტიკა ეფექტურია, უკვე წლებია და  შედეგიც მაღალია. ექიმს უშუალოდ აქვს დაინტერესება, რომ პაციენტი კმაყოფილი გაუშვას და შესაბამისად, მოტივაცია უფრო  დიდია.
– რა ტიპის ოპერაციები კეთდება თქვენს კლინიკაში და როგორია მისი სამუშაო პროფილი?
–  ფაქტობრივად, ეს გახლავთ ექიმისა და პაციენტის კლინიკა, ნაკლებად კომერციალიზებული პროდუქტი. რაც შეეხება კლინიკურ ნაწილს, სამედიცინო ჯგუფი მთლიანად დაკომპლექტებულია წამყვანი ექიმებით. დანერგილი და აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების გამოცდილება და მსოფლიო მედიცინის უახლესი მიდგომები.  ფუნქციონირებს გინეკოლოგიური ქირურგია,  ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი, ნეიროქირურგია, ასევე, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი და  რეანიმაციული განყოფილება.  ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავფართოვდეთ და დავამატოთ სხვა დარგები, მიმართულებები, მათ შორის: თერაპიული განყოფილება, ასევე თვალის სნეულებათა და პლასტიკური ქირურგია... ვგეგმავთ კიდევ მეტ განვითარებას.  ჩვენთან წამყვანი  სპეციალისტები ისეთი ცნობილი ექიმები და მედიცინის მუშაკები არიან, როგორიცაა: ირაკლი თოდუა, მალხაზ კუჭაშვილი, ლექსო ლაგვილავა, ვადიმ ხატიაშვილი, ნიკა რთველიაშვილი, რამაზ აღლემაშვილი... ჩვენი კლინიკისთვის დამახასიათებელია გუნდურობა.  
– ნეიროქირურგიულ  დეპარტამენტში რა ტიპის ოპერაციები კეთდება?
–  ჩვენთან ხორციელდება  თითქმის ყველა ოპერაცია, რაც კი ნეიროქირურგიის მიმართულებით კეთდება ევროპის წამყვან ქვეყნებში. ჩვენ არ გვაქვს სასწრაფო და გადაუდებელი მიღება. ჩვენ ვმუშაობთ გეგმურ, ნეიროქირურგიულ მიმართულებაზე და შესაბამისად, ოპერაციები ამ მიმართულებით ტარდება. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ძალიან ბევრი პაციენტია სამწვერა ნერვის ნევრალგიით დაავადებული და ჩვენთან მოდიან სწორედ ამ სენით გატანჯულნი. კლინიკაში კი თავისუფლდებიან მისგან და ბრწყინვალე შედეგს იღებენ. ასევე, განსაკუთრებული სირთულის ოპერაციებიც კეთდება ჩვენთან – სიმსივნეები თავის ტვინზე. მახსოვს ერთ-ერთ ასეთი ოპერაცია 17 საათს გაგრძელდა.  თუმცა, მიღებული შედეგი გიხსნის დაღლილობას.
– მუსიკა და მედიცინა ჰგავს ერთმანეთს და რას მოუსმენდით ოპერაციის დროს?
– ოპერაციის დროს სულ მელოდიას  ვღიღინებ... იყო პერიოდი, მუსიკაც მქონდა ჩართული.  კარგი მუსიკა ერთგვარ ჰარმონიას ქმნის გარშემო და ამიტომაც, ყოველთვის დადებითად განმაწყობს. პოზიტივი და განწყობა კი, ოპერაციის დროს ექიმს დადებით ენერგიას მატებს.

скачать dle 11.3