კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიცვალა სარწმუნოება მერაბ სეფაშვილის სიყვარულის გამო მუსლიმანმა ქალმა და როგორ დაარქვა მან ვაჟიშვილს ბებიას სახელი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი მეორედ გახდა ბაბუა და როგორც თავად ამბობს, ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა, რომელსაც ემოციურად ვერ გამოხატავს. მერაბი, თავად დედისერთაა, თუმცა ამის გამო გათამამებული ბავშვი არასდროს ყოფილა. შვილიშვილებთან განსაკუთრებულად ემოციური ბაბუა ვერ არის, რადგან უჭირს გრძნობების გამოხატვა, თუმცა, საათობით შეუძლია იჯდეს და უყუროს როგორ იპრანჭება მისი 7 წლის ნინა და როგორ სძინავს ორი კვირის ალექსანდრეს. ხოლო, როდის ხდება ის სასტიკი მამა, უსუსური ბაბუა და როდის იყო მის ცხოვრებაში ემოციურად ყველაზე ბედნიერი დღეები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მერაბ სეფაშვილი: ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე, 55 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან, შემიძლია თამამად ვთქვა, ბედნიერი და იღბლიანი კაცი ვარ. შემოქმედებითადაც და პირადადაც საინტერესო ცხოვრება გავიარე. პირადი ცხოვრება და შემოქმედება ყოველთვის აბალანსებდა ერთმანეთს და გამიმართლა, როგორც სასიმღერო კარიერაში, ისე ოჯახურ თანაცხოვრებაში. ქუჩაში ხალხი დღესაც თბილად მიღიმის და მესალმება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იღბლიანი გამოვდექი.
– დედისერთა იყავი. მშობლები გათამამებდნენ? თუ გაიარე ქუჩური ცხოვრება?
– გათამამებული არ ვყოფილვარ, თუმცა სახლშიც არ ვიჯექი. დედ-მამა სულ გასტროლებზე იყო და ბებიები და ბაბუა მზრდიდნენ. ჩვენ დროს ქუჩა სხვა ფენომენი იყო. ჩხუბებიც „მოსული პონტი“ იყო და საქმის გარჩევებიც. ქუჩამ ნამდვილი მეგობრობაც მასწავლა და ურთიერთობებიც. ხელ-ფეხიც ბევრჯერ მომიტეხავს და ცხვირშიც მომხვედრია. სკოლა რომ დავამთავრე, მერე სხვა ინტერესი გამიჩნდა. „ქუჩის აკადემიაში“ ცუდიც ბევრია და კარგიც, მაგრამ ამის გარეშე ბიჭის გაზრდა, ცოტა რთულია. პოლიციაშიც მოვხვედრილვარ ჩხუბის და გარჩევების გამო. ქუჩამ მასწავლა ის, რომ დღეს ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, ზუსტად ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა აქვს ჩაფიქრებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაშიც ვიდექი და ხშირად ჩხუბებშიც ვიღებდი მონაწილეობას, რთულად გასაზრდელი ბავშვი არ ვიყავი. სპორტზეც დავდიოდი, მუსიკაზეც. სპორტი დღესაც მიყვარს და ღემეებს ვათენებ ფეხბურთის ყურებაში. ხშირად, მამის მანქანას ვიპარავდი. ხან სად მივჭეჭყავდი და ხან სად, მაგრამ ამის გამო, მამა არ მსჯიდა, მიგებდა.
– თქვი, ქუჩაში ვიდექი და ჩხუბებიც ხშირად მიწევდაო. ნოტებით რომ დადიოდი, ამის გამო ბიჭები არ დაგცინოდნენ?
– ნოტებით ხელში არასდროს მივლია. მე წინ მივდიოდი და ნოტებით ხელში, ბებია უკან მომყვებოდა (იცინის). პირიქით, სადმე რომ მივდიოდით და ვუკრავდი, ამის გამო სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი.
– ქუჩაში მიღებული გამოცდილება, შვილებთან ურთიერთობაში თუ გამოგადგა, და თავად თუ უგებ შვილებს?
– რასაკვირველია, ის გამოცდილება, რაც ქუჩამ მომცა, შვილებთან ურთიერთობაში, ნამდვილად გამომადგა. ორი ბიჭი მყავს და რა უნდა მითხრან და მოიმოქმედონ ისეთი, რომ ვერ მივხვდე და მოვტყუვდე? (იცინის) შეიძლება, თვალი დავხუჭო რაღაც-რაღაცეებზე და გავატარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ მივხვდი. ხშირად, ჩემი გამოცდილებაც გამიზიარებია მათთვის, თუმცა, მათ ურთიერთობებში არასდროს ჩავრეულვარ. ბიჭის აღზრდა ძალიან რთულია, მით უმეტეს, სულ გასული ვიყავი და მათ ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ახლაც, დიდები არიან, მაგრამ სულ ვაკონტროლებ, ხშირად ვურეკავ და ვეკითხები სად არიან. საბედნიეროდ, სერიოზული პრობლემა არ შემქმნია მათთან ურთიერთობაში. ერთხელ, ჩხუბი მოუვიდა ნიკუშას და მაშინ ჩავერიე, შევარიგე ნაჩხუბარი ბიჭები.  ნიკუშა 31 წლისაა სანდრო კი – 23-ის. უკვე დიდები არიან და თავად იციან მათთვის რა არის კარგი. ჩემი კი, როგორც მამის ვალია, ისინი გავაკონტროლო. მადლობა ღმერთს, არ არიან ის ტიპები, ზედმეტი დისკომფორტი შემიქმნან. სანდრო უფრო მოუწესრიგებელია, მე მგავს, ნიკუშა კი, ჩვენგან განსხვავებით, მოწესრიგებულია (იცინის). შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კარგი მამა ვარ, თუმცა უკეთესებიც არსებობენ. მაგალითად, მე ჩემი შვილების გამო, სკოლაში არასდროს მივსულვარ. ხომ არიან მამები, შვილების კრებებს რომ ესწრებიან? მე კრებაზე მიმსვლელ მამას ვგავარ? (იცინის) მოუცლელი ვიყავი და დიდ დროს ვერ ვატარებდი შვილებთან, თუმცა ჩემი ყურადღება ნამდვილად არ მოკლებიათ. არ არსებობს სიტუაცია, მათ ვერ გავუგო. ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი, ნიკუშა რომ გაჩნდა – 23 წლის ვიყავი. არ დამავიწყდება მამაჩემის სიტყვები. მითხრა, ახლა ბავშვს ედიკა არ დაარქვა, არ გადამრიოო  (იცინის). ამიტომ, ჩემი გამზრდელი ბაბუის, მამაჩემის მამის, ნიკოლოზის სახელი დავარქვი.
– შენ რატომ არ დაგარქვეს მშობლებმა ბაბუის სახელი?
– დედა რომ ჩემზე ფეხმძიმედ იყო, მამასთან ერთად ყოფილა მთაწმინდაზე. მერაბ ჩავლეიშვილი გახლდათ მაშინ პირველ არხზე რეჟისორი, მამასთან ერთად უქეიფია და უთქვამს, ბიჭი თუ გეყოლება, ჩემი სახელი დაარქვიო. მამაც შეჰპირებია და მე რომ გავჩნდი, პირობა არ დაარღვია. სამი ნათლია მყავდა და მათ შორის, ერთი მუსლიმანი ქალი, რომელიც ჩემ გამო მოინათლა ქრისტიანად. მამას და დედას მეგობარი იყო და იმდენად უნდოდა ჩემი მონათვლა, ისე ვუყვარდი, უთქვამს, მზად ვარ, თქვენი სარწმუნოება მივიღოო. ასეც მოიქცა. ჩემ გამო სარწმუნოება შეიცვალა. აი, მეორე შვილს რომ ველოდებოდი, ვთქვი, ბებიაჩემის სახელს, ალექსანდრას დავარქმევ-მეთქი, მაგრამ ბიჭი გაჩნდა. რაღას ვიზამდი? გოგოს სახელს ხომ ვერ დავარქმევდი? ავდექი და მის პატივსაცემად ალექსანდრე დავარქვი.
– ორი შვილიშვილის ბაბუა ხარ. მათთან როგორი ურთიერთობა გაქვს და თუ ხარ თბილი, ტკბილი, გემრიელი ბაბუკა?
– ბაბუობა სხვა ფენომენი და თემაა. ეს ის სიყვარული და გრძნობაა, რომელსაც ვერ გამოვხატავ. სამწუხაროდ, არ შემიძლია ის სითბო და ემოცია გამოვხატო მათთან ურთიერთობაში, რაც გულში მაქვს. ვკოცნი, ვეფერები, მაგრამ, შემოგევლოს ბაბუკა, დავძახო ყოველწამს,  არ შემიძლია. ნინა შვიდი წლის ხდება. დიდი გოგოა და სერიოზული ურთიერობა გვაქვს. ვფიქრობ, მე მგავს, ჩემსავით ჯიუტია და უყვარს ცეკვა-სიმღერა (იცინის). ემოციური ბავშვია, ადვილად სწყინს და ცრემლები რომ ადგება თვალზე, აი, ამას ვერ ვიტან. უცხოეთში რომ ვარ, ვცდილობ, ნინას „გოგოშკური“ საჩუქრები შევურჩიო, ამაშიც გავერკვიე (იცინის). სხვათა შორის, მოსწონს ჩემი ჩამოტანილი საჩუქრები. პრანჭია გოგოა. გოგოს სხვა სითბო აქვს. მიყვება თავის  საბავშვო ამბებს. კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ დისტანციას იჭერს. სადმე რომ დავპატიჟებ, მარტო წამოსვლაზე უარს მეუბნება. ამბობს, დედიკო და მამიკო თუ წამოვლენ, იმ შემთხვევაში წამოგყვებიო. ჩემთან არ ცხოვრობს და ალბათ, ამის ბრალია. მეორე შვილიშვილი, ალექსანდრე კი ჯერ ორი კვირისაა. ყველა მეკითხებოდა, შენი სახელი დაარქვეს შვილიშვილსო? ორივე ბიძას, მამის და დედის მხრიდან, ალექსანდრე ჰქვია და მათ პატივსაცემად, მესამე ალექსანდრე გვყავს. ვფიქრობ, ესეც, მე მგავს. ჯერ ხელში ვერ ვიყვან, მაგრამ შორიდან ვეფერები. რომ გაჩნდა, თბილისში არ ვიყავი. რომ ჩამოვედი და დამხვდა, ისეთი სიხარული იყო, ამხელა კაცმა,  კინაღამ ვიტირე. კიკინებიანი გოგო გვყავდა, ახლა კი უსაყვარლესი ბიჭიც გვყავს. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ცხოვრებამ მაჩუქა და ამით ვტკბები. ეს ორივე სიხარული ჩემი შვილის საჩუქარია და ამაზე მეტად ვერაფრით გამახარებდა. სხვათა შორის, სულ მინდოდა, ბიჭები მყოლოდა, მაგრამ ნინა რომ დაიბადა, ახლა ვხვდები, გოგოს ფასს. პატარა ალექსანდრეს დაბადებამ, კი ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო გააბედნიერა. იცით როდის ვარ, ყველაზე უსუსური? როცა ისინი ტირიან. ამას ძალიან განვიცდი.
– მერაბ, არასდროს ყოფილა შვილების გამო კომპრომისზე წასულიყავი? პოპულარული სახე ხარ და შანტაჟი, დავიჯერო შვილების ხარჯზე არ ყოფილა?
– არასდროს ყოფილა შემთხვევა, ვინმეს შვილებით დავეშანტაჟებინე. ასეთი შემთხვევა რომ ყოფილიყო, უკან არ დავიხევდი და ეს ცუდად დამთავრდებოდა. პირდაპირ გეტყვით, მე ის კაცი არ ვარ, ვინმემ ხელი დამიქნიოს და მის ჭკუაზე მატაროს. შვილების გამო, შემიძლია, კაცი მოვკლა, კისერი მოვაჭრა და უკან არ დავიხევ.

скачать dle 11.3