კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში დათანხმდება სოფია სებისკვერაძე ეკრანზე გაშიშვლებას და ეჭვიანობს თუ არა მისი და პაატა გულიაშვილის ლოგინის სცენებზე პაატას ცოლი

ცოტა ხნის წინ ახალ კომედიურ სერიალში – „ნიკა და ლიკა,“ მსახიობი სოფია სებისკვერაძე გამოჩნდა, რომელშიც მას პარტნიორობას პაატა გულიაშვილი უწევს. საინტერესოა, უკავშირდება თუ არა „იმედიდან“ მისი წამოსვლა შალვა რამიშვილს, როგორია ახალ სერიალზე მუშაობის პროცესი, რა ჭორები სმენია მსახიობს საკუთარი თავის შესახებ და რა ისწავლა მან წარსული სასიყვარულო ურთიერთობებიდან.
– „იმედიდან“ შენი წამოსვლა შალვა რამიშვილის წამოსვლას უკავშირდება?
– არა, მე დაახლოებით ორი თვის წინ დამირეკეს „კომედი არხიდან“, მითხრეს, ახალი სერიალის გადაღებას ვიწყებთო („ნიკას და ლიკას“ გულისხმობდნენ) და თანამშრომლობა შემომთავაზეს, რასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. შალვა რამიშვილის ამბები რომ დაიწყო, მე უკვე წამოსული ვიყავი „იმედიდან“.
– შენთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა შალვას?
– შალვას მსგავსი რამ არ ჰქონია არც ჩემთან და არც სხვა თანამშრომლებთან ჩემი თანდასწრებით. თუმცა, ზოგადად, ასეთი ხუმრობები ტელევიზიაში ხდება ხოლმე, მაგრამ ამას მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობის სახე აქვს. ნებისმიერ სამსახურში შეიძლება, თანამშრომელს ეხუმრო, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ხალხში. „იმედიდან“ წამოსვლას რაც შეეხება, ეს ჩემთვის რთული არ იყო, რადგან იქ დიდად დაკავებული არ ვყოფილვარ.
– ახალ სერიალში ძალიან საყვარელი ცოლის როლი გაქვს, რომელიც უსაქმურ ქმარს იტანს.
– ჰო, უსაქმური ქმარი მყავს, პაატა გულიაშვილი ასრულებს ჩემი ქმრის როლს. სამწუხაროდ, ამ სერიალში ის ხდება, რაც რეალობაში – ხშირია, როცა ცოლი მუშაობს და ქმარი სახლში ზის.
– რეალურ ცხოვრებაში დაოჯახებული იყავი. ცოლის ამპლუაში ჰგავდი რამით შენს პერსონაჟს?
– დაოჯახებული ვიყავი, მაგრამ, უკვე რვა წელია, განქორწინებული ვარ. სინამდვილეში, მე ლიკასგან რადიკალურად განსხვავებული ცოლი ვიყავი. არ მქონდა აქტიური ცხოვრება, მაშინ სტუდენტი ვიყავი, სახლში ვიჯექი და ვსწავლობდი. ლიკასგან განსხვავებით, უფრო მშვიდი და არაკონფლიქტური გოგო ვიყავი და შედარებით დამთმობი – ქმართან.
– მასთან განშორების შემდეგ ოჯახი აღარ შეგიქმნია, თუმცა, ხუთწლიანი თანაცხოვრება გაკავშირებს გიორგი ლიფონავასთან.
– მე და გიორგის ხანგრძლივი ურთიერთობა გვქონდა. მისი ცოლი არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთად ვცხოვრობდით. როცა წლები გადის, ცუდად არაფერს იხსენებ და, ეს წლები, ალბათ, ჩემი ცხოვრების კარგი პერიოდი იყო. შემოქმედებითი თვალსაზრისით, აქტიური არ ვიყავი, მაგრამ როგორც ყოველთვის, ერთი მეორეს ავსებს. თუმცა, ძველ ურთიერთობებში ქექვა და საუბარი არ მიყვარს. 
– ურთიერთობაში შენ ხარ წამყვანი თუ მამაკაცს უთმობ ლიდერის როლს?
– ურთიერთობა მაშინაა კარგი, როცა ქალი და მამაკაცი თანაბარუფლებიანები არიან და ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ. ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები ყოველთვის ასეთი არ იყო, მაგრამ, იმედი მაქვს, იქნება. ალბათ, ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა რაღაც თვალსაზრისით კარგი იყო, იმიტომ, რომ ყველა ურთიერთობისგან რაღაცას სწავლობ. რომ გავთხოვდი, პატარა ვიყავი, ბევრი რამ არ ვიცოდი და მე და ჩემმა ქმარმა ერთად ვისწავლეთ. მერე მივხვდით, რომ სხვადასხვა ადამიანები ვიყავით. ალბათ, მეც ბევრი გულისტკენა მქონდა მისგან და მასაც – ჩემგან. როცა ადამიანი შენი არაა და სხვადასხვა შეხედულებები გაქვთ, ურთიერთობისას ბევრი კონფლიქტი იჩენს თავს. გიორგისთან ურთიერთობის დროს ორივე უფრო დიდები ვიყავით და ჩვენი თანაცხოვრება უფრო კომფორტული იყო.
– მახსოვს, ბოლოს რომ ჩაგწერე, მითხარი, რომ ჯიჯი რეჯინით იყავი გატაცებული. ახლა რა ხდება თქვენ შორის?
– ჯიჯი რეჯინით ისევ აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ, ისევ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ. ჯიჯი ძალიან მომწონს გარეგნობითაც და პიროვნულადაც; ძალიან განსხვავებული და ნიჭიერია. რაც უფრო ნიჭიერი და განსხვავებულია ადამიანი, მით უფრო სასურველია ჩემთვის. მე ის ყოველთვის მომწონდა როგორც მამაკაცი და ახლაც მომწონს.
– წარსული ურთიერთობების მაგალითზე, მამაკაცების მიმართ შენი შეხედულებები შეიცვალა?
– რა თქმა უნდა. ჩემ გვერდით ისეთი მამაკაცი უნდა იყოს, რომელთანაც თავს ყოველთვის კომფორტულად ვიგრძნობ. ამისთვის, ალბათ, ჩვენი აზრები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მამაკაცი ძალიან განათლებული, საინტერესო და კარგი იუმორის მქონე უნდა იყოს. ვერ მეყოლება გვერდით ისეთი კაცი, ვისაც რამე აკრძალვები  და ჩემგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. არც რადიკალურად მოაზროვნე ადამიანები მიყვარს; სულ ერთია, რამის მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, რადიკალური დამოკიდებულებები ჩემთვის მიუღებელია. რაც მთავარია, ჩემ გვერდით ვერ წარმომიდგენია სუსტი და მშიშარა მამაკაცი. იმიტომ კი არა, რომ მე ვიგრძნო დაცულად თავი, უბრალოდ, როცა ადამიანი მტკიცე და ძლიერი ხასიათისაა, ზუსტად იცის, რაც უნდა, უფრო სექსუალურია – ქალი იქნება თუ კაცი,  არ აქვს მნიშვნელობა. თავდაჯერებულობა და ძლიერი ხასიათი სექსუალურობას ჰმატებს.
– მამაკაცში სექსუალურობის საზომი შენთვის კიდევ რა არის?
– როგორც ვთქვი, კომფორტულობა. ეს ნიშნავს საინტერესო საუბარს, ურთიერთგაგებას, საერთო ინტერესების სფეროს, გემოვნებიან მუსიკას და ასე შემდეგ.
– დიდი შვილი გყავს, შენ პატარა ასაკში გათხოვდი. როგორი რეაქცია გექნება, შენმა შვილმაც მსგავი ნაბიჯი რომ გადადგას?
– მე 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. მარიამი ახლა 14 წლისაა, გარდატეხის პერიოდშია და ხასიათი ხშირად ეცვლება. ძალიან ჭკვიანია და რაღაცეებში ჩემს ბავშვობას მაგონებს. ქორწინებას რაც შეეხება, არა მგონია, ჩემმა შვილმა ეს გადაწყვეტილება ჩემსავით ადრეულ ასაკში მიიღოს. ძალიან ჭკვიანი გოგოა და, თან,  ახლა სხვა პერიოდია, ადრინდელივით ბავშვობაში აღარ ქმნიან ოჯახებს. მაგრამ, თუ მსგავს რამეს გადაწყვეტს, მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიქნები. საერთოდ, არ ვარ ისეთი დედა, რომელიც შვილს ყველაფრის უფლებას აძლევს. ვმეგობრობთ, მაგრამ, რაღაც დოზით. ვაკონტროლებ კიდეც. არ მომწონს, 24 საათი სახლში რომ ზის; მინდა, გავიდეს, იაროს, იმოგზაუროს და მეტი ინფორმაცია მიიღოს.
– როცა შენს პირად ცხოვრებაში რამე ხდება, მას თუ აყენებ საქმის კურსში?
– კი, მარიმ ყოველთვის ყველაფერი იცის ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ და, სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანურ დარიგებებსაც მაძლევს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და მისი აზრების მჯერა, შესაბამისად, მის რჩევებს ვითვალისწინებ. არაერთხელ გაგვირჩევია ერთად ჩემი თაყვანისმცემლები.
– შენს სახელს ყოველთვის ბევრი ჭორი უკავშირდება...
– ნამდვილად. მაგრამ, რადგან ჭორია, მალევე მავიწყდება ხოლმე. ბოლოს გავიგე, რომ ვიღაც უცხოელი, ფულიანი შეყვარებული მყოლია.
– პაატა გულიაშვილთან ერთად თამაშსაც მოჰყვა გარჩევა, შეიძლება იმიტომ, რომ ბევრია ლოგინის სცენა. ამბობენ, პაატას ცოლი ამ ყველაფერზე ეჭვიანობსო.
– საწოლის სცენები ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჭორია. პაატას ცოლმა ძალიან კარგად იცის, გადასაღებ მოედანზე რაც ხდება და მსგავს რამეზე, დარწმუნებული ვარ, გაეცინება.
– საკმაოდ თამამ როლებთან ასოცირდები. ახლა რომ იყოს შემოთავაზება ეროტიკულ როლზე, დათანხმდები?
– ძალიან კარგი რეჟისორი უნდა იღებდეს, რომ დავთანხმდე. თუ იქნება ეკრანზე გახდის მოთხოვნა და რეჟისორი ამას კარგად გააკეთებს, წინააღმდეგი არ ვიქნები.
– ბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებ მითხარი.
– ზაზა ურუშაძე იწყებს ფილმის გადაღებას, რომელშიც მე ქალის მთავარ როლს ვთამაშობ. ეს იქნება დრამა და ფილმს ჰქვია „საიდუმლო“, დანარჩენი ინფორმაცია ჯერჯერობით საიდუმლოა.

скачать dle 11.3