კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიგა კვენეტაძის ანეკდოტები


მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში ჩავიდა, ხვდება მოსახლეობას და ჩვეულებრისამებრ, ათას რამეს ჰპირდება. ბოლოს დააყოლა:
– ხალხნო, ოღონდ ხმა მომეცით და 50–50 დოლარსაც დაგირიგებთ.
შეკრებილთა ჯგუფს ერთი გურული გამოეყო და დეპუტატს მიმართა:
– შენ, ძამა, ახალგაზრდა, ენერგიული კაცი ხარ, ხომ ასეა? ქალიც მოგინდება ხანდახან არა?
– კი ასეა – შეიშმუშნა მაჟორიტარი დეპუტატი და დაბნეულად უპასუხა.
– ალბათ, ბორდელშიც დადიხარ ხოლმე არა? რამდენს იხდი? – აგრძელებს გურული.
დაბნეული მაჟორიტარი პასუხობს:
– არ ვიცი, 50 დოლარს. თუ ძალიან მომეწონა ქალი 100 დოლარიც გადამიხდია...
– ჰოდა, შე კაი ოჯახის შვილო, ერთ საათში 100 დოლარს იხდი და აქანა 50 დოლარად გინდა ჩვენ 4 წელი გვ...რო?
***
საუბარი ბანკში:
– კიდევ ერთხელ გამიმეორეთ ეგ ჯადოსნური სამი სიტყვა, თუ შეიძლება.
– თქვენი კრედიტი დაფარულია.
– ერთხელაც რა...
***
გურულმა თქვა:
– იმფერი გლახა დროია, სიკვდილს მოგანდომებს, მარა რათ გინდა? მაგასაც ვერ ვშობი... ჯოჯოხეთის მეშინია და სამოთხის კიდე მრცხვენია!
***
მეკურდღლეობის ფერმის გამგე დარაჯს უყვირის:
– გაგაგდებ სამსახურიდან! წუხელისაც ქალები გყავდა ამოყვანილი ფერმაში, არა?
– როგორ გეკადრებათ, რა ქალები?
– აბა, მამალი კურდღელი ასეთი მოწიწებით რატომ გიყურებს?
***
გურულს მეზობელი ეხვეწება:
– წამოდი ყანაში, სათოხარზე მომეხმარე.
– რას გეტყვი, ძამა, იცი? ყანაში თოხნა კი არა, ცხონებულ მამაჩემს საფლავიდან ბატინკები მუუჩანს და იმიზა მეზარება მიწის მიყრა. დემეთხუე თუ კაცი ხარ!
***
სვანი უფროსი მდივანს ორ ქაღალდს აძლევს.
– ეს ორიგინალია, ეს ქსეროასლია. შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული.
***
შეუხედავ გოგოს ეკითხება ბიჭი:
– შენ ცხენების გეშინია?
– არა!
– იმათ შენი?
***
 ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.
– ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?
– აი, სწორედ მაგას ვეძებთ.
***
კაცმა ქალი მიიყვანა სახლში და ეუბნება:
– აბა, ლოგინში!
– კაი რა, როგორ შეიძლება, ჯერ წესიერად არც ვიცნობთ ერთმანეთს.
– მერე რა, გავიცნობთ ლოგინში!
– ეგრე არ შეიძლება. ჯერ რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად, ხელოვნებაზე, მუსიკაზე...
– კარგი. პიკასოს ოპერები წაგიკითხავს?
– არა...
– ჰოდა, დავაი ლოგინში!
***
სვანები ლიფტში გაიჭედნენ. ცხელა, შეწუხდნენ.
– უჰ, კარი მაინც იყოს ღია, ცოტა ჰაერი შემოვიდოდა – თქვა ერთმა.
***
გაქურდულ ბინაში ჩატარებული გამოკვლევების დროს აღმოჩენილი ხელის ანაბეჭდების მიხედვით, კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ ქურდი იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად, და უახლოეს 2 წელიწადში კი მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული.

скачать dle 11.3