ბრძნული აზრები
პასკალი: ვეძებთ არა უფლებებს, არამედ სამართალს.
ბლავატსკაია: ძველებმა იცოდნენ, თანამედროვეებს კი ჰგონიათ, რომ იციან.
პლატონი: ბედნიერია ის, ვინც რიცხვთა სულიერ შინაარსს ჩასწვდა და გრძნობს მათ ძლევამოსილ ზემოქმედებას.
განდი: თავისუფლება არაფრად არ ღირს, თუ შეცდომის თავისუფლება არა გვაქვს.
გოეთე: ამქვეყნად სიძულვილით სიძულვილი არასდროს შემწყდარა, ის მხოლოდ სიძულვილის მოშლით ქრება.
მენკენი: თუ ვინმესგან კეთილშობილებას მოითხოვ, გზადაგზა მისი კეთილად შობილობის ვითარებაც მოიკითხე.
ვოლტერი: მდიდართაგან კაცი ის არის, ვინც ქველმოქმედებას გასცემს, ხოლო ღარიბთაგან კი ის, ვინც შურით არ ითხრის თვალებს.
ლობერგერი: სული ის სამყაროა, რომელიც თვითონ შევქმენით ჩვენთვისვე.
***
ჩვენი ნებისყოფა თავად ძალაა, ნებისყოფის ძალა უტოლდება ბედისწერის ძალას.
ბიორკი: ერთადერთი, რაც საჭიროა ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ ჭკვიანი ადამიანები დადუმდნენ.
ოთარ ჭილაძე: ნიჭიერი ხარ, როგორც უკანონობა და არავითარ კანონს არ ემორჩილები, როგორც ნიჭიერება.
აინშტაინი: არსებობს ამქვეყნად ჩემთვის ყველაზე რთულად გასაგები რამ – საშემოსავლო გადასახადის არსებობა.
ბირსი: ნუგეში იმის ცოდნაა, რომ შენზე უკეთესი კაცი შენზე უბედურია.
შოუ: სადაც არ არის ნებისყოფა, იქ არც გზა არის.
ჰებელი: ნდობა ნდობას იწვევს.
ბალზაკი: ნებისყოფა უფრო მეტად უნდა იყოს სიამაყის საგანი, ვიდრე ნიჭი.
ფლობერი: საკუთრება საზოგადოების ერთი ბურჯთაგანია, სამწუხაროდ, უფრო წმინდად რომაა შერაცხილი, ვიდრე რელიგია.
ბეკონი: სამოთხის ჩიტს ჰკითხეს, საიდან გაქვს ესოდენ ბრწყინვალე სამოსელი და ასეთი გასაოცარი შეფერილობაო? მრავალი შხამიანი ისარი მომხვედრია და უძლიერესი შხამი მხოლოდ ულამაზეს შეფერილობას მიტოვებდაო, – იყო პასუხი.
***
ახალგაზრდისთვის ცოლი საყვარელია, შუახნის მამაკაცისთვის – ცხოვრების თანამგზავრი, მოხუცისთვის – ძიძა.