კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაარქვა ალეკო მალხაზიშვილმა შვილს ნაპოლეონი და რა დათმობაზე წასულა ის მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნების გამო

„კომედი ჯგუფის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ალეკო მალხაზიშვილი, მეოთხე შვილის მამა გახდა. მას ორი თვის წინ ბიჭი შეეძინა და თავისივე სახელი – ალექსანდრე დაარქვა. მან და ვერა შელესტმა 13 წლის წინ შექმნეს ოჯახი და დღეს უკვე ოთხი შვილი ჰყავთ. როგორი მამა და მეუღლეა პოპულარული ტელესახე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– სამი გოგო გყავთ, ალბათ, განსაკუთრებით ელოდებოდით ალექსანდრეს დაბადებას?
– ზოგადად, არ მივეკუთვნები იმ კატეგრიას, გოგონები რომ ჰყავთ და ყველაფერს ცდილობენ, ბიჭი გააკეთონ. ასევე, არ მესმის მათი, ვინც კაცობად მარტო სახლის აშენებას, ხის დარგვას და ბიჭის გაკეთებას მიიჩნევს. ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია. მინდოდა კიდევ ერთი შვილი და არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გოგო იქნებოდა ის, თუ ბიჭი. რა თქმა უნდა, უკეთესი იყო ბიჭი, რადგან სამი გოგო მყავს და მრავალფეროვნებისთვის მაინც კარგია. გოგოები რომ გყავს, გაინტერესებს, ბიჭი როგორი გასაზრდელია. თუმცა, ნამდვილად არ განვიხილავდით, მხოლოდ ბიჭის თემას. საერთოდ, ძალიან კარგია, როცა ოჯახში არის ბავშვი და რა მნიშვნელობა აქვს სქესს. პატარა რაღაც სტიმულს და ბევრ დადებით ემოციას გაძლევს. მინდა, უფრო ადრე მოვიდე სახლში, ვინახულო ბავშვი და ასე შემდეგ.
– ალექსანდრეს დაბადებამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
– ზოგადად, შეცვალა ჩემი ცხოვრება და ზუსტად იმიტომ მინდოდა ბავშვი, რომ ის შეცვლილიყო. ადამიანი ყოველთვის სიახლეს ეძებს, შესაბამისად, მეც მსურდა, კიდევ ერთი, ახალი, დადებითი რამ.  უარყოფითი ახალი რაღაცეები არ მიყვარს (იცინის). როცა გავიგეთ, რომ ვერა ფეხმძიმედ იყო, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი შვილი გვყოლოდა, რადგან ოჯახში ბავშვი ყოველთვის კარგია. თუმცა, შევთანხმდით იმ თემაზეც, რომ ეს იქნებოდა ბოლო შვილი.
– როგორი მამა ხართ?
– ზოგადად, არ მიყვარს, საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ, რადგან მეოთხედ გავხდი მამა, კარგი ვყოფილვარ (იცინის). 
– ალექსანდრე არ ჭირვეულობს?
– საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ბავშვი ჭირვეულია, რადგან შენ უნდა იყო მზად და ხელი შეუწყო მას. როცა რამე არ ესიამოვნება, ბუნებრივია, იტირებს. შეიძლება, ნიკა არაბიძეს ჩემგან რაიმე არ მოეწონოს, მაგრამ არ იტიროს, ბავშვი კი, ყოველთვის ტირის, როცა, რაღაც აწუხებს (იცინის). რთული მდგომარეობა გვქონდა, როცა ლიზი შეგვეძინა. ორი თვის იყო ცუდად რომ გახდა და ერთი თვის განმავლობაში სიცხეები ჰქონდა. ანუ, არ ეძინა, სულ ხელში გვეჭირა და ასე შემდეგ. ზოგადად, ბავშვი თვითონ განიშნებს, რაც უნდა, მაგალითად მშია, გამომიცვალე პამპერსი, გამასეირნე და ასე შემდეგ. ჭირვეულობას მაშინ იწყებს, როცა გეზარება, თუნდაც  პამპერსის გამოცვლა, რომ აჭამო, ეთამაშო, ელაპარაკო და სხვა. ალექსანდრე უკვე მელაპარაკება, ვსხედვართ და ვლაპარაკობთ მის ენაზე (იცინის).
– ანუ, მამაკაცების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებით,  ბავშვს საფენს რომ ვერ გამოუცვლიან, ვერ აჭმევენ და ასე შემდეგ.
– ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. ხანდახან მეუღლე მუშაობს და მე ვარ სახლში ბავშვთან მარტო. პრობლემა ცოტა სხვა რაღაცეებია, ვიდრე ბავშვი. ბავშვი სიხარულია ოჯახში. ერთადერთი პრობლემა, რაც ცხოვრებაში გვხვდება, ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, დანარჩენი, ყველაფერი მოგვარებადია.
– თქვენი სახელი ბავშვს თავად დაარქვით?
– დიახ, სახელი მე შევურჩიე. ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს ჩემი სახელი, მგონი, სახელის გამო გამომყვა, ისე არ „ვევასებოდი” (იცინის). სხვათა შორის, ალექსანდრე რომ დაიბადა, რესტორანში აღვნიშნავდით და იქ რომ გაიგეს, ბავშვს ალექსანდრე დავარქვი, ბაბუა ვეგონე ხალხს. მეკითხებოდნენ, შენი სახელი დაარქვი შვილიშვილსო? (იცინის) ჩემი მეუღლე სამი თვის ფეხმძიმე იყო რომ, გვითხრეს, ისევ გოგოა. მერე – მეხუთე თვეზე ბიჭი აღმოჩნდა. გოგო, რომ გვითხრეს, გვინდოდა, ალექსანდრა დაგვერქმია. ბიჭის სახელის კი, ორი ვარიანტი მქონდა: ალექსანდრე და ნაპოლეონი. ნაპოლეონი არ დავარქვი, რადგან, რომ გაიზრდებოდა, მცემდა, რატომ დამარქვიო. აქედან გამომდინარე, ალექსანდრე დავარქვი. წინ გავიხედე მაინც (იცინის).
– რამდენი ხანია, რაც ვერამ და თქვენ ოჯახი შექმენით?
– 2003 წლიდან, ანუ 13 წელია. ჩვენი ურთიერთობა შემდეგია: კიდევ ერთს გავაჩენთ და დავიშლებით (იცინის), ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს მაგარი ოჯახი, მყავს მაგარი მეუღლე, მაგარი შვილები, მაგარი მეგობრები და მაქვს მაგარი სამსახური. მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?  ნამდვილად ბედნიერი ვარ.
– 13 წელი დიდი დროა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ოჯახში ის სითბო და სიყვარული შეინარჩუნო, რაც თქვენთან სტუმრობისას იგრძნობა?
– მე კარგ მრჩევლად ვერ გამოვდგები, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. საკუთარი გამოცდილებიდან რომ ვიმსჯელო, უნდა წახვიდე კომპრომისებზე და დათმობებზე. თუ, რა თქმა უნდა, გიყვარს ის ადამიანი. თუ არ გიყვარს, მაშინ ვერ შეძლებ. ოჯახში ყოფილა კრიზისული პერიოდები, მაგრამ დავმჯდარვართ, გვისაუბრია, ემოციებსაც ავყოლილვართ. არც ჯვარი მაქვს ჩემს მეუღლესთან დაწერილი და არც ხელი მაქვს მოწერილი. ჩვენ ვართ, იცით, როგორი ადამიანები, გვინდა ერთად ცხოვრება და ყოველგვარი ხელმოწერების გარეშე ვართ ერთად. იმას კი არ ვამბობ, ვინც ჯვარს იწერს და ხელს აწერს რაიმე ცუდს აკეთებს, პირიქით. იმიტომ აღვნიშნე ეს, რომ სწორ მრჩევლად ვერ გამოვდგები. ჩემი აზრით, თუ ურთიერთობა არ გინდა, უნდა თქვა ეს და წახვიდე. მაგრამ, რადგან უკვე 13 წელია, მასთან ცხოვრობ, ესე იგი, გინდა. არ გამოვრიცხავ, ოდესღაც შეიძლება, დადგეს მომენტი და ვთქვათ, აღარ გვინდაო. მაგრამ, როცა ამდენი დრო გადის და ისევ მასთან ერთად ხარ, უკვე ვეღარ წარმოგიდგენია ცხოვრება მის გარეშე.
– თქვენთვის რა არის კომპრომისი ურთიერთობაში და რა დაგითმიათ ურთიერთობის გადასარჩენად?
– მე და ჩემი მეუღლე ისეთ დათმობებზე წავსულვართ, რაც ჩვენთვის  ფასეული არ ყოფილა. ყველაზე დამღლელი, ზოგადად, პასუხისმგებლობაა. თუ ამ გრძნობას კარგავ, მაშინ ყველაფერი სულერთი ხდება. ამ კომპრომისზე მე ვერასდროს წავალ. შენ იყავი უპასუხისმგებლო და მე, კი ბატონო, წამოგყვები-მეთქი, ასე არ იქნება. გვქონია, რაღაც იდიოტური კამათები, რაც გაუგებრობიდან დაწყებულა და არაფერში გადაზრდილა. მერე დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რა სისულელეა მაგალითად: ეს საფერფლე  რატომ დევს მაგიდაზე  და ასე შემდეგ.
– გოგონები ხომ არ ეჭვიანობენ ალექსანდრეზე?
– ყოველი ახალი ბავშვის შეძენისას, წინა ბავშვი ეჭვიანობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებულა, მაქსიმუმ, ერთ კვირაში. არ მიყვარს, როცა პრივილეგიებით სარგებლობენ. კანონის წინაშე ყველა ერთია – ხომ იცით და ჩემს შემთხვევაშიც ასეა (იცინის). ყველა ჩემი შვილია და არასდროს ვაკლებ ყურადღებას მათ. შეიძლება, ავტომატურად, პატარას უფრო მეტი ყურადღება მივაქციო, მაგალითად, როცა ტირის. მაგრამ, თუ ამ პატარა მტირალას მოვუვლი, მერე მთელ დღეს ჩემს საყვარელ გოგონებთან ერთად ვატარებ.

скачать dle 11.3