კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კაგებეს“ ზესაიდუმლო განყოფილება „სოგი“ ქართველმა შექმნა

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირიდან პოდპოლკოვნიკი გურამ გურგენიძე გაიქცა. ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ზეგასაიდუმლოებული აგენტი იყო და მისმა გაქცევამ დიდი სკანდალი გამოიწვია „კაგებეში“. მით უმეტეს, რომ გურგენიძემ ამერიკელებს მანამდე მათთვის უცნობი საიდუმლო ინფორმაციები გადასცა „კაგებეს“ შესახებ. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ქართველი ყოფილი საბჭოთა სუპერჯაშუშის ბიოგრაფიიდან.
მეტსახელად „აჩრდილი“
1970 წლის 24 მარტს „კაგებეს“ თავმჯდომარემ, იური ანდროპოვმა გენერალ-ლეიტენანტი ტიმოფეი მარკოვი დაიბარა და აგენტ „აჩრდილის“ გაუჩინარებასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა. აგენტი, მეტსახელად „აჩრდილი“ 38 წლის ქართველი პოდპოლკოვნიკი გურამ იოსების ძე გურგენიძე იყო და ტიმოფეი მარკოვის განყოფილებაში მუშაობდა. ეს გახლდათ „სოგი“ და ქართულად ასე ითარგმნებოდა: ჰიპნოზიორთა საიდუმლო განყოფილება.
„სოგი“ „კაგებეს“ ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული და წამყვანი განყოფილება იყო და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა. თვით პოლიტბიუროს (საბჭოთა კავშირის უმაღლესი მმართველობა) წევრთაგან „სოგის“ შესახებ იცოდა მხოლოდ ოთხმა: გენერალურმა მდივანმა – ბრეჟნევმა, „კაგებეს“ თავმჯდომარემ – ანდროპოვმა, მთავარმა იდეოლოგმა – სუსლოვმა და თავდაცვის მინისტრმა – გრეჩკომ. თავად „კაგებეში“ კი „სოგის“ შესახებ ანდროპოვისა და მარკოვის გარდა, ინფორმირებული იყო მარკოვის ორი მოადგილე. „სოგში“ სულ 16 ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამ განყოფილების წამყვანი ფიგურა კი, ანუ მისი ღერძი გახლდათ 60 წლის ანდრო ქურხული. ის „სოგის“ მთავარი ინსტრუქტორი იყო და აგენტ-ჰიპნოზიორებს ამზადებდა. გურამ გურგენიძე ქურხულის რჩეული, საუკეთესო აგენტი გახლდათ და ფსევდონიმი – „აჩრდილი“ სწორედ მან შეურჩია.
„სოგი“
„სოგის“ შოქმნის იდეა თავად ანდრო ქურხულს ეკუთვნოდა. ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და სამხედრო კონტრდაზვერვა „სმერშში“ მსახურობდა. ომამდე კი მოხეტიალე ცირკის მსახიობი გახლდათ. საცირკო-საესტრადო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული მოსკოვში და წარმოდგენაზე შეკრებილ აუდიტორიას სხვადასხვა ფოკუსს უჩვენებდა. თუმცა, ჰიპნოზურ სეანსებსაც ატარებდა და მისი ნომრები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პირველად სწორედ ომში მოუვიდა აზრად ქურხულს ჰიპნოზის გამოყენება საიდუმლო, სამხედრო-სადაზვერვო მიზნებისთვის. ეს იდეა კი მას ერთი ოპერაციის შესრულების დროს გაუჩნდა... 1942 წლის 13 აპრილს ანდრო და „სმერშის“ ორი მებრძოლი ოკუპირებულ ოდესაში გაგზავნეს, რომ ფაშისტების სამხედრო შტაბიდან საიდუმლო საბუთები გაეტაცებინათ. ეს ოპერაცია კარგად იყო მომზადებული და, წესით, მზვერავებს პრობლემები არ უნდა შექმნოდათ. თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა – როდესაც სამივე მზვერავი გენერლის კაბინეტიდან გამოსვლას აპირებდა, იქ ოთხი შეიარაღებული მცველი შევარდა და მზვერავებს ხელები ააწევინეს. ქურხულმა ფარდის უკან დამალვა მოახერხა, თუმცა მას მაინც იპოვიდნენ. მომავალში, ქურხული ასე იხსენებდა ამ ეპიზოდს: „იარაღი კი მქონდა, მაგრამ რომ გამესროლა, ოთახიდან ცოცხლები ვერ გავაღწევდით. სწორედ ამ დროს მომივიდა თავში ფაშისტი გუშაგების დაჰიპნოზება და გამომივიდა კიდეც...“ ანდრო ქურხულმა ოთხივე გუშაგს ნებაყოფლობით დააყრევინა იარაღი და იქვე მიაძინა. შემდეგ სმერშელებმა ფაშისტების უნიფორმა გადაიცვეს და საიდუმლო საბუთებთან ერთად, მშვიდობიანად დაბრუნდნენ უკან. „სოგი“ კი მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 1962 წელს შეიქმნა, როცა ამ იდეით მაშინდელი „კაგებეს“ თავმჯდომარე, სემიჩასტრი დაინტერესდა და ქურხულს თავდაპირველად, მცირე ბიუჯეტი გამოუყო საექსპერიმენტოდ. ანდრო ქურხულმა სულ რაღაც 10 თვეში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საიდუმლო აგენტი მოამზადა, რომელთა შორისაც იყო გურგენიძე. დანარჩენი აგენტებიც ქურხულის მომზადებულები იყვნენ, მაგრამ „აჩრდილს“ ვერავინ შეედრებოდა. ანდრო თავის შეგირდებს ძირითადად საცირკო-საესტრადო სასწავლებლებში არჩევდა. გურგენიძეს კი მილიციაში მიაგნო. საქმე ის იყო, რომ გურამი ჯიბგირობისთვის დააპატიმრეს. თანაც, ფაქტზე კი არ აიყვანეს, საყვარელმა დააბეზღა და მილიციამ ის ამგვარად ჩაიგდო ხელში. გურამ გურგენიძე მსხვერპლს ჰიპნოზს უკეთებდა და ამგვარად ძარცვავდა. სწორედ ეს ისტორია დაედო საფუძვლად ქურხულისა და გურგენიძის თანამშრომლობას და არაორდინარული ჯიბგირი „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკი გახდა.
„ნატოს“ „სუპერთხუნელა“
1964-1969 წლებში, გურამ გურგენიძე მრავალ საიდუმლო სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და არცერთი არ ჩაუგდია. სწორედ ამიტომ გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა და „კაგებეს“ ხელმძღვანელობის დიდი ნდობით სარგებლობდა. თუმცა, მისი ყველაზე დიდი წარმატება „ნატოს“ შტაბიდან მოპოვებული ზესაიდუმლო ინფორმაცია გახლდათ, რომლითაც „აჩრდილი“ „კაგებეს“ 2 წლის განმავლობაში ამარაგებდა. მას „ნატოს“ ანალიტიკურ ცენტრში, ეგრეთ წოდებული „სუპერთხუნელა“ (ჯაშუში) ჰყავდა – ვინმე მარია საიმსი. ეს 30 წლის კარგად გაწვრთნილი და „ცეერუს“ მიერ მომზადებული ოფიცერი გოგონა ისე ჰყავდა დაჰიპნოზებული გურგენიძეს, რომ საიმსი მისთვის საიდუმლო დოკუმენტებს მიკროფირზე იღებდა და „აჩრდილს“ აწვდიდა. თუმცა, თავად საიმსს არც კი ახსოვდა ეს.
1969 წლის ოქტომბერში საიმსი „ცეერუმ“ გაშიფრა და დააპატიმრეს. თუმცა, გურგენიძეზე ვერ გავიდნენ, რადგან ჯაშუშ ქალს საერთოდ არ ახსოვდა, რომ საბუთებს მას აწვდიდა. გურამი უბრალოდ საყვარელი ეგონა და მეტი არაფერი. როდესაც „სუპერთხუნელა“ დააპატიმრეს, გურამის ჩავარდნის საშიშროება დადგა და „აჩრდილი“ მოსკოვში გამოიძახეს. მას პოდპოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი უბოძეს და ახალი მისიისთვის ამზადებდნენ. თუმცა, სულ რაღაც 5 თვის შემდეგ, დასავლეთ ბერლინში ახალ დავალებაზე გაშვებული გურგენიძე ფრანკფურტის აეროპორტიდან გაუჩინარდა და ერთი თვის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოჰყო თავი. საქმე ის გახლდათ, რომ „აჩრდილმა“ საიმსის ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო. მარია მისგან ორსულად იყო და მაისში უნდა ემშობიარა. გურგენიძე „ცეერუში“ გამოცხადდა, თავი გაამხილა და მარიას გათავისუფლების სანაცვლოდ, ამერიკულ დაზვერვას „კაგებეს“ ზესაიდუმლო ინფორმაციების გამხელას შეჰპირდა.  „ცეერუ“ შეთანხმებაზე წავიდა და მართალია, მარია ციხეში აღარ იჯდა, მაგრამ შინაპატიმრობაში რჩებოდა და რაც მთავარია, გურამ გურგენიძესთან ერთად იყო. წყვილმა იქორწინა და ვაჟი შეეძინა, რომელსაც გურამის მამის სახელი – იოსები დაარქვეს.
წარუმატებელი ნადირობა
მას მერე, რაც ნათელი გახდა, რომ „აჩრდილმა“ „ცეერუს“ „სოგის“ შესახებ ყველაფერი უამბო, „კაგებემ“ თავის ყოფილ თანამშრომელზე ნადირობა გამოაცხადა. ეს კი ნიშნავდა, რომ ის მიზანში იყო ამოღებული და ადრე თუ გვიან, მაინც მოკლავდნენ. რა თქმა უნდა, „ცეერუშიც“ კარგად იცოდნენ, რომ გამცემობას ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა და გურამისა და მისი ცოლ-შვილის დასაცავად ზომები მიიღეს. „აჩრდილმა“ და მარიამ გარეგნობის შეცვლაზე უარი განაცხადეს. ამიტომ, ისინი ერთ პატარა, მყუდრო დაბაში დაასახლეს და დაცვა მიუჩინეს. გურამი კი „ცეერუში“ „სოგის“ მსგავსი განყოფილების შექმნას შეუდგა. თავის მდიდარ გამოცდილებას უკვე ამერიკელებს უზიარებდა. მიუხედავად ამისა, „კაგებეს“ ლიკვიდატორებმა (მკვლელებმა) ერთხელ მაინც მიაგნეს გურგენიძეს და სახლში დაადგნენ ანგარიშის გასასწორებლად. თუმცა, გურგენიძემ მათი განეიტრალება მოახერხა და საამისოდ ჰიპნოზი გამოიყენა. ანუ, ისევე, როგორც ქურხულმა შესძლო 1942 წელს, ოდესაში ფაშისტი გუშაგის განიარაღება, ასევე გააკეთა გურამმაც. მან მაყუჩიანი პისტოლეტებით შეიარაღებული ლიკვიდატორები ისე ძლიერ დააჰიპნოზა თავის სახლში, რომ მათი ტრანსიდან გამოყვანა თავადვე გაუჭირდა. ამ შემთხვევის შემდეგ გურამისა და მისი ცოლ-შვილის მიმართ „ცეერუმ“ უკვე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიიღო. ისინი ისე გადამალეს, რომ მიუწვდომელნი გახდნენ და გამორიცხული არაა, ცოლ-ქმარს გარეგნობაც შეუცვალეს... საგულისხმო ფაქტია, რომ საბჭოეთის დაშლის მერეც კი არ ამოუღიათ მოსაკლავთა სიიდან გურამ გურგენიძე.

скачать dle 11.3