კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საზაფხულო დეტოქს-დიეტა

კვების ეს სისტემა წმენდს ორგანიზმს ყველაფერ ზედმეტისგან, ბონუსად კი – ლამაზი კანი და მინუს 3 კილოგრამი კვირაში.
ნებისმიერი დეტოქს-დიეტის მთავარი პრინციპია ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვა, რომლებიც აფერხებს გამომყოფი სისტემის ორგანოების მუშაობას. ესენია: ფასტფუდი, ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული კერძები და სხვა. ძირითადი რაციონი უნდა იყოს მწვანილი, ბოსტნეული და არატკბილი ხილი. მათში შემავალი უხსნადი უჯრედისი ჯაგრისივით წმენდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს; ხსნადი უჯრედისი კი იწოვს ტოქსინებსა და მძიმე ლითონებს.

სმუზი, ბოსტნეული, სალათა
დღე დაიწყეთ მწვანე კოქტეილით, მაგალითად, კომბოსტოს, ვაშლის, ნიახურის, ისპანახის ან ოხრახუშისგან.
სადილად შეგიძლიათ მიირთვათ მოშუშული ან გამომცხვარი ბოსტნეული ან ქათმის ფილე.
ვახშმად – ბოსტნეულის სალათა მსუბუქი საკაზმით. დღის განმავლობაში მეტი სითხე მიიღეთ (თქვენი სხეულის 1 კილოგრამზე 40 მილილიტრი). სითხიდან საუკეთესო ვარიანტია: ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ასკილის ნაყენი, ბალახეულის და მწვანე ჩაი.
ერთკვირიანი ასეთი დიეტის შემდეგ თქვენ არა მარტო გაიწმენდთ ორგანიზმს, არამედ, დაიკლებთ წონაში, გაგიუმჯობესდებათ სახის კანის ფერი და იგრძნობთ ენერგიის მომატებას.
ნებადართულია: თევზი, ქათამი ან ინდაური (დღეში არაუმეტეს 150 გრამისა), არატკბილი ხილი, ბოსტნეული და ნებისმიერი მწვანილი.
იკრძალება: კონსერვები, ცხიმიანი პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ფასტფუდი, ცხარე საკვები, შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, ყავა, ტკბილი გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი. ერთი კვირით ამოიღეთ რაციონიდან რძის პროდუქტები და გლუტენოშემცველი მარცვლეული (ზოგიერთ ადამიანს აქვს ფარული კვებითი აუტანლობა გლუტეინისა და ლაქტოზის მიმართ).
ზომიერად ჩართეთ მენიუში უგლუტეინო მარცვლეული, მაგალითად, წიწიბურა, რომელიც ნელი ნახშირწყლების ნამდვილი წყაროა. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ მცენარეული ზეთი დღეში 1 სადილის კოვზის ოდენობით და ნიგოზი – დღეში 50 გრამი.
ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთა მიხედვით დამზადებული კერძები შეგიძლიათ მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში.

სმუზი ვაშლით, კიტრითა და ოხრახუშით
1 პატარა კონა ოხრახუში კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და ღერებიანად წვრილად დაჭერით. 1 ცალი გარეცხილი კიტრი გათალეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. 1 ცალ მწვანე ვაშლს ამოაცალეთ გული და დაჭერით ნახევარმთვარეებად, დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი და დააბლენდერეთ.

ქათამი ლიმონითა და მწვანილით
(1 ულუფა)
1 პატარა თავი ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ 2 ჩაის კოვზ ზეთში, დაუმატეთ ორივე მხრიდან შემწვარი 1 ცალი ფილე, წვრილად დაჭრილი ოხრახუში (პატარა კონა, 1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა, ცოტა ზაფრანა, 100 მილილიტრი ნაღები და თხელ რგოლებად დაჭრილი ლიმონი (2-3 რგოლი). ნაღები რომ წამოდუღდება, ამ ყველაფერს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა ქათმის ბულიონი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ ფილე ქვაბიდან ამოიღეთ, სოუსი კი ჩატოვეთ და ადუღეთ თავდახურული შესქელებამდე. ფილე ისევ სოუსში მოათავსეთ და შეაზავეთ მარილით. ჭამის წინ დაუმატეთ რამდენიმე ცალი უკურკო ზეთისხილი და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.

კომბოსტოს, ნიახურისა და გუნჯუთის სალათა
ძალიან წვრილად დაკეპეთ 200 გრამი კომბოსტო, ჩაყარეთ ჯამში, მოაყარეთ ცოტა მარილი და ხელით ასრისეთ, რომ დარბილდეს. წვრილად დაჭერით 1 ძირი ნიახური, გახეხეთ 1 პატარა სტაფილო და 1 პატარა მწვანე ვაშლი და ეს ყველაფერი შეურიეთ კომბოსტოს. შეაზავეთ 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთითა და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით. ჭამის წინ მოაყარეთ რამდენიმე ღერი დაჭრილი ოხრახუში და ცოტაოდენი გუნჯუთის თესლი.

გამომცხვარი ბოსტნეული პიტნის სოუსით
300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ 1 ცალი საშუალო ზომის, წვრილად დაჭრილი სტაფილო, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, მარილი და წიწაკა – გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი პაპრიკა, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი კვლიავისა და გუნჯუთის თესლი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მოათავსეთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და აცხვეთ 20 წუთი, 180 გრადუსზე.
სოუსი: ერთმანეთში შეურიეთ 2 სადილის კოვზი იოგურტი, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, მეოთხედი ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები, მარილი და წიწაკა, კარგად ამოურიეთ და ნახევარი საათით შედგით მაცივარში.

скачать dle 11.3