კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ხართ თქვენ?

თქვენი ხასიათის თვისებები ნებისმიერ წვრილმანში ვლინდება, განზოგადებულ დეტალებშიც კი. მაგალითად, გეომეტრიულ ფიგურებში. ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ფიგურები, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი პიროვნული თვისებების შესახებ.
აირჩიეთ ერთ-ერთი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც მართლა მოგწონთ:
კვადრატი
მართკუთხედი
სამკუთხედი
წრე
ტეხილი
ნახეთ შედეგები:
* კვადრატი – შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და მოთხოვნილება, სიჯიუტე – ეს ის თვისებებია, რომლებიც წინსვლაში გიწყობთ ხელს. „კვადრატებს“ ახასიათებთ ამტანობა და მოთმინება, რაც მათ ნამდვილ პროფესიონალებად აქცევს. „კვადრატს“ უყვარს დადგენილი წესები – ყველაფერი თავის ადგილას უნდა იდოს. დღე ზუსტად უნდა იყოს გაწერილი. არ გიყვართ სიურპრიზები და ყოველდღიურობაში ცვლილებების შეტანა.
* მართკუთხედი – ეს ფიგურა დროებითი ფორმაა, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვა ფიგურები ატარებენ. თქვენ ხართ არსებული რეალობით უკმაყოფილო ადამიანი, რომელიც უკეთესობისკენ ილტვის. 
მზად ხართ ახალი იდეების, ღირებულებების, აზროვნებისა და ცხოვრების სტილის მისაღებად.
* სამკუთხედი ლიდერების სიმბოლოა. შეგიძლიათ, მთავარ მიზანზე კონცენტრირება. „სამკუთხედები“ ენერგიულები, თავშეკავებულები, ძლიერი პიროვნებები არიან. მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევენ. პატივმოყვარე და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები არიან. თუმცა, სურვილი იმისა, რომ ყოველთვის, ყველაფერში მართლები იყვნენ, გარშემო მყოფებთან პრობლემებსაც უქმნით. „სამკუთხედები“ მუდმივად მებრძოლი და კონკურენტუნარიანები არიან.
* წრე ყველაზე კეთილშობილი ფიგურაა. თქვენ მგრძნობიარე, ემპათიკური ადამიანი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვისი პრობლემის გულთან ახლოს მიტანა და ემოციური რეაგირება. „წრე“ მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როცა მის გარშემო სხვებიც კარგად არიან. განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხთანაც კი ცდილობს საერთო ენის გამონახვას.
* ტეხილი – ეს არის ფიგურა, რომელიც შემოქმედებითობის სიმბოლოა. „ტეხილებს“ უყვართ შეუსაბამო იდეების კომბინაცია. ახალი, ორიგინალური იდეები, რისკი... ტეხილი თუ მოგწონთ, ეს ნიშნავს, რომ არასდროს გაკმაყოფილებთ რეალობა. ადვილად ღიზიანდებით და იღგზნებით. მუდმივ პროპაგანდას უწევთ თქვენს აზრებს და ცდილობთ, სხვებსაც თავზე მოახვიოთ.

скачать dle 11.3