კითხვა-პასუხი
კითხვა: ზოგჯერ რუჟს სქლად ვისვამ ხოლმე და როცა ვცდილობ ზედმეტი ფენის მოშორებას, ღაწვები მიჭრელდება. როგორ მოვიქცე, როცა არ მაქვს დრო მაკიაჟის ხელახლა გასაკეთებლად?
პასუხი: თუ რუჟი ძალიან მუქი ან მკვეთრი ფერის გამოგივიდათ, არ გაიწმინდოთ ის სველი ხელსახოცით (კანი რომ არ აგიჭრელდეთ), ამისთვის გამოიყენეთ გამჭვირვალე პუდრი (მას ტრანსპარენტულსაც უწოდებენ) – ის რუჟის ზემოდან გადაისვით ფუმფულა ფუნჯის წრიული მოძრაობით.
კითხვა: როდესაც ქუთუთოებზე ფხვიერ „ჩრდილს“ ვისვამ, ხშირად ფქვილივით ჩამოიყრება ხოლმე და მერე მისი უკვალოდ წაშლა მიჭირს. რას მირჩევთ?
პასუხი: ქუთუთოებიდან ჩამოყრილი „ჩრდილი“ ადვილად შორდება კანს ეგრეთ წოდებული პუდრის „სპონჟის“ მეშვეობით. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ, კანზე წაისვათ ტონალურ კრემზე ოდნავ უფრო ბაცი კონსილერი.
კითხვა: როგორ მოვიქცე, როცა სახეზე წასმული ტონალური კრემი გაცილებით უფრო მუქია სახის კანზე (ანუ როგორ შევამცირო მათ შორის განსხვავება ფერში)?
პასუხი: შეეცადეთ, გაიმუქოთ ყელის კანიც, ოღონდ, არა ტონალური კრემით, არამედ ბრონზიანი პუდრით; ან სველი სპონჟით თვალების ქვეშ, ცხვირის კეხის მთელ სიგრძეზე, ნიკაპსა და შუბლზე (თმის ძირების ქვეშ) წაისვით ჰაილაიტერი და ჩაიცვით მაღალსაყელოიანი ზედატანი.
კითხვა: მაქვს საკმაოდ თხელი თმა. თავს ყოველთვის ვიბან შამპუნით, რომელიც თმას მოცულობაში ზრდის, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება, შემდეგ კი თმა ისევ იტკეპნება. როგორ გავზარდო თმის მოცულობა ხელახალი დაბანის გარეშე?
პასუხი: ასეთი პრობლემა თითქმის ყოველთვის აქვს თხელ თმას. ამ პრობლემის მომენტალურად თავიდან ასაცილებლად შემდეგნაირად გამოიყენეთ მშრალი შამპუნი: თავი იატაკისკენ დახარეთ, შამპუნი თმის ძირებში შეისხურეთ, შემდეგ კი თმა თავით შეიფერთხეთ და შემდეგ გადაივარცხნეთ ჯაგრისის სავარცხლით.