კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არავის აღარ ვენდობი
ბავშვობიდან ძალიან რომანტიკული ვიყავი და ეს ხასიათი ძალიან დიდხანს გამყვა, მანამ, სანამ ალბათ მეასეჯერ არ ვიწვნიე იმედგაცრუება, თანაც, უმრავლეს შემთხვევაში, ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან. ამ ყველაფრის შედეგად კი ჩამოვყალიბდი, ალბათ, ყველაზე პესიმისტ, ყველაზე ცინიკოს, ყველაზე გულგრილ ქალად, რაც მე თვითონვე არ მომწონს, უფრო მეტიც, საშინლად მაღიზიანებს, მაგრამ უკვე თავს ვეღარ ვერევი, ახლა უკვე ნამდვილად აღარ შემიძლია, კიდევ ერთხელ გადავკეთდე. განსაკუთრებით აღარ მჯერა კაცების და დაქალების (ალბათ, მიხვდით, რატომაც) და დარწმუნებული ვარ, რომ მათი (კაცებისაც და დაქალებისაც) უმრავლესობა ანგარებიანი, ორგული და მოღალატეა. შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს ჩემს ამ მოსაზრებაში, მაგრამ, რასაც ვამბობ, ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, ამიტომაც ძალიან ძნელია ჩემი გადარწმუნება. რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დაქალი და ყველა კაცი ერთნაირად არასანდოა, მაგრამ, დამიჯერეთ, სიფრთხილე (და სიფხიზლეც) ყველამ უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავის დაქალებს აცნობს შეყვარებულს. ასეთ დროს ყურადღების მოდუნება ცეცხლთან თამაშს უდრის, რაც ბოლოს აუცილებლად „ხანძრით“ დასრულდება და მერე უკვე გვიან იქნება თავში ხელის ცემა. ასე მკაცრად და დარწმუნებით იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს საშინელება ორჯერ გადავიტანე და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი მწარე გამოცდილების შემდეგ სხვანაირი აზრი და განწყობა ვერ მექნება ამ თემასთან დაკავშირებით.
პირველად, სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ მიღალატეს: ჩემმა დაქალმა თვითონ გამაცნო თავისი მეზობელი ბიჭი, რომელსაც თვითონ ბავშვობიდან იცნობდა, მაგრამ არც მოსწონდა და, მით უმეტეს, არც უყვარდა; მაგრამ, ჩვენ რომ დაგვაახლოვა და აღმოაჩინა, რომ რომანტიკული ადამიანი და საინტერესო პიროვნება ყოფილა, დაენანა ჩემთვის და ყველანაირად იჩალიჩა, რომ ჩვენ შორის ჩამდგარიყო და მოახერხა კიდეც.
მეორეჯერ უკვე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიღალატეს, სწორედ იმ წელიწადს, მუშაობა რომ დავიწყე. იქ ერთი ახალგაზრდა კაცი მუშაობდა, ჩემი უშუალო უფროსის მოადგილე, რომელმაც ჩემი დანახვისთანავე დამადგა თვალი და გასაქანი არ მომცა, სანამ არ დამიახლოვდა და თავი არ შემაყვარა. ჩვენი ურთიერთობა უკვე იქამდე იყო მისული, რომ, როგორც საქმრო და საცოლე, ისე გავაცანით ერთმანეთი მშობლებსაც და ერთმანეთის მეგობრებსაც და სწორედ აქ მოხდა, რაც მოხდა: ჩემს მეგობარს, რომელიც ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო „თვალში მოუვიდა“ ჩემი საქმრო, ჩუმად დაიწყო მასთან რეკვები (როდის ჰკითხა ტელეფონის ნომერი, აზრზე არა ვარ), თავისი ოჯახის სიმდიდრით დაუბრმავა თვალი და გაცნობიდან ზუსტად ერთ თვეში თვითონ გაჰყვა ცოლად.
ამის შემდეგ გასაკვირია ჩემი უნდობლობა ყველას მიმართ?!
ლიზა, 24 წლის.

скачать dle 11.3