კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წლებში უწევს ადამიანს ცხოვრების მთავარი გამოცდების ჩაბარება და ინტუიციის დახმარებით, როგორ ავიცილოთ თავიდან შინაგანი კრიზისი

ინტუიციას მეექვსე გრძნობას უწოდებენ, თუმცა მას უკავშირებენ ალღოს, გუმანს, შინაგან ხმას, მფარველ ანგელოზს, მოლაპარაკე სულს და ასე შემდეგ. ინტუიცია რეალურად ჭვრეტას ნიშნავს და მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია.
ინტუიცია არ არის გრძნობა და არც შეგრძნება, ის სწორი აზროვნების საფუძველია. ინტუიცია ყველა გრძნობის შეტყობინებაა, ოღონდ შეუმჩნეველი და შეუცნობელი. ის მომავლის მოვლენების განჭვრეტის თანდაყოლილი უნარია ადამიანში, რომელიც ზოგს მეტად აქვს განვითარებული, ზოგს ნაკლებად, ზოგიც საერთოდ არ აქცევს მის კარნახს ყურადღებას. მამაკაცები, უმეტეს შემთხვევაში, იშვიათად ენდობიან ინტუიციას, ქალები კი ხშირად უსმენენ მეექვსე გრძნობას და მას მიჰყვებიან.
ცხოვრების უკეთ შეცნობაში ინტუიცია ძალიან ეხმარება ადამიანებს. მისი იგნორირება ცხოვრების 80 პროცენტის იგნორირებას ნიშნავს. ეს ჩვენი ქცევების ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალის, ჩვენი გრძნობების წყაროს, ჩვენი სურვილების უარყოფაა. მაგალითად, ვისაც ინტუიცია ძლიერად აქვს განვითარებული, ის შეძლებს, სწორად აირჩიოს პროფესია, ჰყავდეს გარშემო ერთგული მეგობრები, მოიწყოს წარმატებული კარიერა, დააგროვოს კაპიტალი, სწორად აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრი და გახდეს წარმატებული.
აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი შინაგანი ხმა, თავადვე გაწვრთნას. ამისთვის, კი საჭიროა, ავარჯიშოს გრძნობის ორგანოები, კერძოდ, მხედველობა, გემო, ხმა, შეხება და ყნოსვა. ნათქვამია, რომ კარგად განვითარებული გრძნობათა ეს ხუთი ორგანო, მეექვსე გრძნობას, ინტუიციას ბადებსო.
ასევე, არსებობს ინტუიციის გაწვრთნის მეთოდებიც, მაგალითად, წამოწექით კომფორტულად, ჩაისუნთქეთ და შემდეგ, ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ იღება თვალუწვდენელი სივრცე. გაღვიძებისას შეიცანით საკუთარი სხეულის პოზიცია, ყოველი ჟესტი და შეგრძნება. დაძაბეთ გონება. დროდადრო ლექსიკონიდან უცხო სიტყვები ამოიწერეთ. მოდუნდით და დააკვირდით, რა გრძნობა გაგიჩნდათ. თან შეეცადეთ, გაარკვიოთ რა შეიძლება, ხდებოდეს იქ, სადაც თქვენ არ ხართ.
ასევე, ყოველდღიურად იფიქრეთ არაჩვეულებრივზე, რაც რუტინასთან არ არის დაკავშირებული.
ძნელ ამოცანასთან ან გადაუჭრელ პრობლემასთან შეჯახების დროს, თავს ვარაუდებით ნუ დაიტანჯავთ, სხვა რამეზე გადართეთ გონება. მოუსმინეთ მუსიკას, ხატეთ, ურთიერთობა გქონდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. ასე, პასუხი აუცილებლად მოვა და პრობლემებსაც ადვილად დააღწევთ თავს. მიუდექით ყველა საქმეს შემოქმედებითად და უსმინეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია. ის არასდროს გიღალატებთ.
ასევე, როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს ადამიანი, რასაც არ უნდა აკეთებდეს, გათვითცნობიერებული აქვს მას ეს თუ არა, მისი ცხოვრება ექვემდებარება არა რაიმე პირად, არამედ კოსმიური ამოცანების გადაჭრას, მაგალითად, როცა იურისტი პოლიტიკაში მიდის, ჟურნალისტი ხდება პოეტი, ექიმი – ექსტრასენსი, მასწავლებელი – მომღერალი და ასე შემდეგ.
კერძოდ, თუ ადამიანი ცხოვრობს სამხრეთის კვანძების მითითებების შესაბამისდ, აკეთებს მხოლოდ იმას, რაც კარგად ესადაგება მის ინტერესებს, ადვილად გამოსდის საქმე. როცა ცხოვრება კონფლიქტში შედის ბედისწერასთან და ბედი სჯის ადამიანს, მას ხელიდან ეცლება ყველაფერი, რასაც მანამდე მიაღწია. ამ დროს ის ცხოვრობს მხოლოდ თანდაყოლილი თვისებების ხარჯზე და ვერ ავითარებს ახალ, საჭირო თვისებებს.
თუ ადამიანი ჩრდილოეთის კვანძის მითითებების მიხედვით ცხოვრობს, აკეთებს მისთვის საინტერესოს, სულიერი განვითარების საშუალებას აძლევს საკუთარ თავს და დახარჯული ენერგია აღემატება შედეგებს, მაშინ ბედის მხრიდან დარტყმა არ არის მოსალოდნელი. თუმცა, ჩრდილოეთის კვანძისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, რადგან ის ადამიანისგან ითხოვს უცნობი და ახალი თვისებების გამოვლენას. ჩრდილოეთის კვანძი გვეუბნება: „მე ვემსახურები სულიერებას, ჩემთვის რთულია, მაგრამ, თავისუფალი ვარ და ვიხვეწები დღითი დღე“. სამხრეთის კვანძი კი გვეუბნება: „მე ვემსახურები მატერიალურ სამყაროს და საკუთარ სხეულს. ჩემთვის ადვილია, მაგრამ მე არ ვვითარდები დღითი დღე და ამიტომ ვისჯები“.
როდესაც ადამიანი 16-დან 18-მდე, 26-დან 28-მდე, 36-დან 38-მდე, 46-დან 48-მდე და 56-დან 58-მდე წლებს გადის, ამ პერიოდში მთვარის კვანძები საწყის პოზიციებს უბრუნდება. ეს ჩვენთვის არის ცხოვრების საკვანძო მომენტები, რაც გვაიძულებს, შევაფასოთ და გავიაზროთ განვლილი ცხოვრება, ვიპოვოთ წარუმატებლობა-წარმატებების მიზეზები. ეს კი, წარსულის შედეგების შესაბამისად, მომავლის კორექტივების შეტანაში გვაძლევს გეზს. სხვათა შორის, ზოგ შემთხვევაში, ეს კრიტიკული და საბედნიერო წლებიც კია.
16-დან 18 წლებში იწყება ჩრდილოეთის კვანძის სრული გააქტიურება და ჩართვა: დამოუკიდებელი ცხოვრება, დაძაბული და მტკივნეული ფსიქოლოგიური პროცესი – ამ დროს ხდება ბავშვის მდგომარეობიდან მოზრდილის მდგომარეობაში გადასვლა.
26-დან 28-მდე და 36-დან 38-მდე წლების პერიოდში ადამიანებს უწევთ მთავარი გამოცდების ჩაბარება. ამ დროისთვის ადამიანს მიღებული აქვს განათლება, არჩეული აქვს პროფესია, ცხოვრების გზა. ასევე, შეცნობილი აქვს ცხოვრების ავ-კარგი და ზრუნავს მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობაზე. ხშირია ამ პერიოდში ღალატი, ოჯახის დანგრევა, დაოჯახება, სამუშაოს დაკარგვა ან ახლის ძიება, გახდომა ან გასუქება და ასე შემდეგ, ანუ, მთელი ცხოვრება იცვლება.
56-დან 58 წლამდე კი იცვლება ამოცანები, მიზნები, გემოვნება. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ხვდება, რა უნდა. ასევე, დგება შინაგანი კრიზისისა და ღრმა შინაგანი გადახალისების პერიოდი. ეცადეთ, ამ დროს არ მოდუნდეთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს.

скачать dle 11.3