კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კამელინის“ ავტორი, ბენედიქტე მაღლაკელიძე, მისი შექმნილი პრეპარატის დახმარებით განკურნებულმა ადამიანებმა ყველა დროის 100 საუკეთესო ქართველს შორის დაასახელეს

ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოში ცნობილი ქართველი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბენედიქტე მაღლაკელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ბენედიქტე მაღლაკელიძის პრეპარატმა  „კამელინმა“ ათეული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამიტომაც მადლიერმა პაციენტებმა ის ყველა დროის 100 უდიდეს ქართველს შორის დაასახელეს. რაც მთავარია, ბატონი ბენედიქტეს საიუბილეო საღამოზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მალე თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელი მიენიჭება.
მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ „კამელინი“ ქართული წარმოების უნიკალური, ორიგინალური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება ბუნებრივი ნაერთების ერთობლიობაა, რომელიც მზადდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გავრცელებული თაფლისგან. „კამელინი“ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა და დღეს ის უკვე მრავალი ქვეყნის ფარმაცევტებისა და მედიკოსების ყურადღების ცენტრშია. დიდი ხანია, „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გასცდა. დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის – „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა. მათი განსაკუთრებული ინტერესი განპირობებულია  „კამელინის“ გამორჩეული ეფექტიანობით როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე, სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. „კამელინს“ აქვს ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ის აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებსა და ქსოვილებს, მათ შორის – ღვიძლის უჯრედებს. ძალიან კარგია „კამელინის“ გამოყენება კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ფურუნკულის, პანარიციუმის, დამწვრობების (მათ შორის – მზით მიღებული დამწვრობების), ნაწოლების სამკურნალოდ. „კამელინის“ გამოყენება, ასევე, ეფექტურია ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან კარგი შედეგები მიიღება „კამელინის” გამოყენებით ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზისის, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ, ასევე, პროსტატიტების, სწორი ნაწლავების ნახეთქების, ბუასილის დროს.
შოთა მაღლაკელიძე (კომპანია „კამელინის“ კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში): ბენედიქტე მაღლაკელიძე იყო თავისი დროის უდიდესი ექიმი, ქირურგი, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მან კარგად იცოდა თაფლის ანტისეპტიკური თვისებების შესახებ და აქტიურად გამოუყენებია კიდეც უმძიმესი ქირურგიული პაციენტების სამკურნალოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, მედიკამენტების (განსაკუთრებით – ანტიბიოტიკების) დეფიციტის  დროს. ეს გახდა წინაპირობა იმისთვის, რომ ბენედიქტე მაღლაკელიძემ დაიწყო თაფლის სამკურნალო თვისებების ინტენსიური კვლევა. მან, თაფლის გადამუშავების ორიგინალური ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად, შექმნა ისეთი უნიკალური პრეპარატი, როგორიცაა „კამელინი“, რასაც, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა მის მიერ ჩატარებული ბევრი კვლევა. საბოლოოდ, ბენედიქტე მაღლაკელიძემ სამედიცინო საზოგადოებას გასული საუკუნის 40-იან წლებში შესთავაზა პრეპარატი „კამელინი“, როგორც სამკურნალო საშუალება (სახელწოდება „კამელინი“ საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში უწოდეს). „კამელინის“ ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები ჩატარდა მოსკოვის, ლენინგრადის, თბილისისა და სხვა ქალაქების სამედიცინო-კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში. კვლევების წარმატებას ადასტურებს ერთი დოკუმენტიც: საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ავალებს:   წელიწადში გამოუშვას მილიონ-ნახევარი ამპულა და მილიონ-ნახევარი აბი „კამელინი,“ რაც იმ პერიოდში სასწაულის ტოლფასი იყო. თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ იმ დროიდან დღემდე საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაევლო ისეთი მაღალი დონის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, ისეთი მაღალი დონის უნივერსიტეტებში, ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში, როგორც „კამელინს“.
– დღეს საზოგადოება „კამელინს“ იყენებს როგორც ფართო მოქმედების პრეპარატს, თუმცა მისი გამოყენება განსაკუთრებულად ეფექტურია ონკოლოგიურ პაციენტებში, რომელთა განკურნების ასეულობით მაგალითი გვაქვს.
– ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდის ადრეული კვლევებით მტკიცდება „კამელინის“ შესანიშნავი ანტისიმსივნური თვისებები, რადგან იმ პერიოდში მიმდინარეობდა „კამელინის“ სამკურნალო მოქმედების შესწავლა კლინიკურ პირობებში ონკოლოგიურ პაციენტებზე, მათ შორის, უმძიმეს სტადიაში მყოფ ავადმყოფებში. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში კვლევების მსვლელობასა და მიღებულ შედეგებს ამოწმებდა სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც მივიდა შემდეგ დასკვნამდე: გამოცდილი პრეპარატი დამთგრუნველ გავლენას ახდენს სიმსივნის ზრდაზე; ამ პრეპარატის შეყვანის შედეგად ხდება სიმსივნეების შესამჩნევი შემცირება და გაქრობაც კი; რომ „კამელინს“ გააჩნია ანტიბლასტომური, ანუ ანტისიმსივნური მოქმედება. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულმა, მათ შორის, მძიმე სტადიაში მყოფმა ადამიანებმა და უმეტეს შემთხვევაში ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდა. „კამელინს“ წლების განმავლობაში მძიმე დაავადებასთან საბრძოლველად მოიხმარდა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, რასაც ნათლად ადასტურებს დიდი კლასიკოსისა და მისი მეუღლის სატელევიზო ჩანაწერიც, სადაც ისინი დეტალურად აღწერენ, თუ რა ეფექტი და სასწაული მოახდინა „კამელინმა“ მათ ცხოვრებაში. ასევე,  „კამელინით“ დაამარცხა მძიმე ავადმყოფობა მომღერალმა და კომპოზიტორმა ოთარ რამიშვილმა, რომელმაც ამ პრეპარატსა და მის ავტორს თავისი ცნობილი სიმღერა – „ფუტკარი, როგორც აფთიაქარი“ მიუძღვნა. დღეს „კამელინით“ გამოჯანმრთელებული და სიცოცხლეგახანგრძლივებული ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მსოფლიოს უმძლავრეს სამეცნიერო ცენტრებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ „კამელინი“ უშუალოდ თრგუნავს კიბოს უჯრედებს და გარკვეული დროის შემდეგ ახდენს მათ სრულ განადგურებას. „კამელინის“ მოლეკულები თვითონ „პოულობენ“ სიმსივნურ უჯრედებს და პირდაპირი ქმედებით ანადგურებენ მათ, ასე რომ, ჯანმრთელ უჯრედებს არათუ არ აზიანებენ, არამედ, იცავენ და აძლიერებენ კიდეც მათ. გარდა ამისა, „კამელინი“ ძალიან კარგი იმუნომოდულატორია და ასტიმულირებს ადამიანის აუტოიმუნოტროპულ მექანიზმს – ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ იმუნიტეტის თვითგაჯანსაღებას.  
დღეს არსებობს ასეულ ათასობით შემთხვევა, როცა ონკოლოგიურ პაციენტებს მხოლოდ „კამელინმა“ გაუხანგრძლივა ან შეუნარჩუნა სიცოცხლე. მაგალითად, პაციენტმა, რომელსაც თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და იმკურნალა „კამელინით“, დღეს თავს კარგად გრძნობს და შთამომავლობაც გაუჩნდა. ასევე, მამაკაცმა წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, „კამელინის“ სანთლებისა და ინიექციის კომბინაციით, პრაქტიკულად, დაამარცხა დაავადება – მას აღუდგა წინამდებარე ჯირკვლის ფუნქცია და ახლა „კამელინით“ მხოლოდ პროფილაქტიკურ მკურნალობას იტარებს წელიწადში ერთხელ.
P. S. ვისაც გსურთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება ან „კამელინთან“ დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 98-62-25 (ოფისი), 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 59776-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ¹49.

скачать dle 11.3