კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წერია ბერიას საიდუმლო გეგმაში, რომლის ქვაკუთხედიც საქართველო იყო

ლავრენტი ბერიას ეშმაკობასა და მოხერხებულობაზე არაერთხელ დაწერილა, უმეტესწილად, უარყოფით კონტექსტში. მაგრამ, ბოლოდროინდელი ობიექტური კვლევები ცხადყოფენ, რომ შინაგან საქმეთა „რკინის კომისარი“ ყოველ ქმედებას კარგად გათვლილ გეგმას უქვემდებარებდა და მომავალზე იყო ორიენტირებული. იმავდროულად, წამითაც არ ავიწყდებოდა თავისი სამშობლო – საქართველო და მაქსიმალურად ცდილობდა მის ყოველმხრივ გაძლიერებასა და მოდერნიზებას. ისტორიკოსი მიხეილ კვაშკინი წერს: „ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც ვითომდა მიმდინარეობდა და ბრალდებების სიუხვის გამო, 5 თვეზე მეტ ხანს „გაიჭიმა“, ერთ-ერთ უმძიმეს ბრალდებად ქვეყნის, ხალხისა და პარტიის ღალატი წაუყენეს. ამ სისულელის დამადასტურებელ საბუთად კი, მისი ნაციონალისტობა მოიყვანეს... ერთიც და მეორეც იდიოტიზმი, სისულელე და თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია, უფრო სწორად კი, ცილისწამებაა. ჯერ ერთი, რომ ბერიას სახელმწიფოსთვის არ უღალატია. პირიქით, სწორედ მარშალი ბერია იყო საბჭოეთის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი და უამრავი რამ გააკეთა მისი გაძლიერებისთვის. და მეორე – ლავრენტი ბერია არც ნაციონალისტი ყოფილა იმ გაგებით, როგორც ეს ესმოდათ 1953 წელს... ბერია, უბრალოდ, თავისი სამშობლოს, საქართველოს პატრიოტი იყო და ისეთი რამ არასდროს გაუკეთებია თავისი მამულისთვის, რაც საბჭოთა კავშირის ინტერესებს დააზიანებდა. რა დასამალია, რომ მარშალი ბერია პატარ-პატარა შეღავათებს უწევდა საქართველოს, მაგრამ ამ ყველაფერს ის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდა და საბჭოეთი ამით კიდევ უფრო ძლიერდებოდა... ბერიასადმი წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებაში ვკითხულობთ: „მოქალაქე ბერია, იყენებდა რა ბოროტად თავის სამსახურებრივ თანამდებობასა და პოლიტიკურ გავლენას, საქართველოში ჩამოაყალიბა მძლავრი, კარგად გაწვრთნილი, ბრძოლისუნარიანი და შეიარაღებული დაჯგუფებები. მათი მომავალში გამოყენება კი, ძალაუფლების მიტაცებისთვის უნდოდა...“ ამ აბსურდულ ბრალდებაში ლაპარაკია ეროვნულ ფორმირებებზე, რომელიც ზღვაში წვეთი იყო და ვერანაირ სამხედრო გადატრიალებას ვერ მოახდენდა. ბერიამ კი ქართული დივიზიები კავკასიის დასაცავად შექმნა და მათაც ბრწყინვალედ შეასრულეს თავიანთი მისია. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ კავკასიის დაცვას პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა და მისი პირადი შტაბი ფრონტის პირას იყო განლაგებული... მართალია, ბერია ამ დივიზიებს ომის შემდგომაც აიარაღებდა და აძლიერებდა, მაგრამ არა „მოსკოვზე შესატევად“, რაც აბსურდია, არამედ უფრო „თბილისის დასაცავად“... 1953 წლის 14 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სერგო გოგლიძემ ასე გაიხსენა ბერიასთან ერთ-ერთი საუბარი: „ლავრენტი პავლოვიჩი თავის უახლოეს, სანდო ადამიანად მთვლიდა და ხშირად მაძლევდა კონფიდენციალურ დავალებებს. ანუ, როდესაც სადმე, რამე იყო მოსაგვარებელი და მას (ბერიას) გამოჩენა არ უნდოდა, მისი სახელით მე ვლაპარაკობდი. 1946 წლის 4 აგვისტოს ბერიამ თავის კაბინეტში დამიბარა, დაჯდომა შემომთავაზა და მითხრა:
– არმიის გერენალ ივან მასლენიკოვს ხომ იცნობ?
– ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს? – კითხვა შევუბრუნე ბერიას.
– სწორედ მას.
– დიახ. ვიცნობ. რაშია საქმე?
– ხვალვე თბილისში გადაფრინდი და იმ „შტაბის ვირთხას“ ჩემგან გადაეცი, თუკი თავნებობას არ მოეშვება, ბევრ რამეს გავუხსენებ და თავის სიცოცხლეს ლუბიანკის სარდაფში, ვირთხავსავით დაასრულებსო.
მე მეორე დღესვე შევასრულე დავალება...“
არმიის გენერალი ივან ივანის ძე მასლენიკოვი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პირველი სარდალი იყო. ეს ოლქი 1946 წლის 25 მაისს შეიქმნა და ბერიას დიდი ძალისხმევის შედეგად, მისი შტაბ-ბინა თბილისში განთავსდა. მასლენიკოვი სტალინის დანიშნული იყო. წარდგენა კი მარშალმა გიორგი ჟუკოვმა გაუკეთა. საქმე ის გახლდათ, რომ არც მასლენიკოვს, არც მის წარმდგენ ჟუკოვსა და მთელ რიგ სარდლებს, არ უნდოდათ, ოლქის შტაბ-ბინა თბილისში ყოფილიყო. მისი ბაქოში გადატანა სურდათ და ყველაფერს აკეთებდნენ საამისოდ. ჭკვიანმა, შორსმჭვრეტელმა ბერიამ კი მშვენივრად უწყოდა, თუ რა სტრატეგიული უპირატესობა  იყო საქართველოსთვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ცენტრობა და სწორედ ამიტომ დაემუქრა მასლენიკოვს. ბერიამ იცოდა, რომ თბილისში აშენდებოდა უმძლავრესი საკომანდო-სამხედრო პუნქტი. მძლავრი სამხედრო და სამოქალაქო-თავდაცვითი ინფრასტრუქტურა და უზარმაზარი სამხედრო-საბიუჯეტო ხარჯები თბილისში გადმოიქაჩებოდა. ეს ყველაფერი კი, მხოლოდ საქართველოს სიძლიერესა და თავდაცვისუნარიანობისთვის ძალიან დიდ როლს შეასრულებდა. იმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რომ მთელ ამიერკავკასიაში საქართველოს ბადალი არ ეყოლებოდა სამხედრო კუთხითაც და საჭიროების შემთხვევაში, წარმატებითაც გამოიყენებდა ამ უპირატესობას. ერთი სიტყვით, ბერია საქართველოს მომავალზე ზრუნავდა. ამიტომ გაუგზავნა მასლენიკოვს გოგლიძე და გააჩერა. 5 თვის შემდეგ კი, სულაც მოახსნევინა სტალინს და მის მაგივრად, მარშალი ფეოდორ ტოლბუხინი დაანიშნინა, რომელიც ბერიასადმი ლოიალური იყო და ქართველებს დიდ პატივს სცემდა.
იმავე, 1953 წლის 14 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე, ყოფილი სარდალი მასლენიკოვიც გამოიყვანეს მოწმის სტატუსით და მან ურცხვად დაადანაშაულა ბერია სამხედრო გადატრიალების მომზადებაში. ამის ერთ-ერთ არგუმენტად კი მისი (მასლენიკოვის) მოშორება დაასახელა... როგორც არ უნდა თქვან და რაც არ უნდა დააბრალონ ბერიას, ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ცენტრის თბილისში განლაგება, უპირველესად, საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა და მისი ბაქოში გადატანა შეცდომა იქნებოდა. ბერიამ კი ამ შეცდომის დაშვებას შეუშალა ხელი, თან საბჭოეთის ინტერესები საქართველოს ინტერესებსაც დაამთხვია.
ანალოგიურად მოიქცა ბერია, ეშერის სეისმური ლაბორატორიის პროექტირებისა და დამტკიცების დროსაც. მან სტალინი დაარწმუნა, რომ ზესაიდუმლო ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილი, მრავალპროფილიანი სამხედრო ობიექტის მშენებლობა, ყველაზე ხელსაყრელი სწორედ იქ იყო, სადაც ის მომავალში აშენდა და ბელადმაც თანხმობა განაცხადა ამაზე. ეშერის სამხედრო-საიდუმლო ობიექტი კი, თავიდანვე განკუთვნილი იყო მთელი შავიზღვისპირეთისა და თურქეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლისა და ეგრეთ წოდებული, პირველი დარტყმისთვის. ის დღემდე ინარჩუნებს ამ სტრატეგიულ უპირატესობას და „ნატოს“ ბლოკისთვის დღემდე სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს...“
ბერიას ქმედებათა ამ მცირე ჩამონათვალიდანაც აშკარაა, რომ საბჭოთა „ჟანდარმერიის მარშალი“, როგორც მას ისტორიკოსმა ავტორხანოვმა შეარქვა, სულაც არ ყოფილა საქართველოსთვის ჟანდარმი და თავისი მამულის ყოველმხრივ გაძლიერებაზე ზრუნავდა, რასაც მიხეილ კვაშკინის კვლევის ზემოთ მოყვანილი მცირე ფრაგმენტიც ნათლად ადასტურებს. აშკარაა, რომ ბერიას კარგად მოფიქრებული, ღრმად გააზრებული და მომავალზე ორიენტირებული გეგმა გააჩნდა, რომელსაც მისთვის ჩვეული სიფრთხილითა და თანამიმდევრულობით ახორციელებდა. ამ გეგმის ქვაკუთხედი კი, სწორედ საქართველო იყო... ბერიას ამ გეგმაზე არაერთი მკვლევარი საუბრობს, თუმცა მისი დედანი ჯერაც საიდუმლო არქივში ინახება. მასთან წვდომა მკვლევრებს ჯერჯერობით არ ხელეწიფებათ. იმედია, მასაც მალე აეხდება ფარდა და ზუსტად გავიგებთ, თუ რა მომავალს უმზადებდა ბერია საქართველოს.

скачать dle 11.3