კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა სტალინი საიდუმლო ორგანიზაცია „პეჩორელი ძმების“ წევრი

იოსებ სტალინზე შექმნილ ზღვა მასალაში, რომელიც მსოფლიოს ყველა ენაზე და თითქმის ყველა ქვეყანაშია გამოცემული, შედარებით მწირადაა ასახული საბჭოთა ბელადის ადრეული რევოლუციური მოღვაწეობის (1895-1900 წლები) პერიოდი და მკითხველი თითქმის მოკლებულია ინფორმაციას კობას ადრეული ცხოვრების შესახებ. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ საინტერესო კვლევები ჩატარდა და არაერთმა უცნობმა ფაქტმა იხილა მზის შუქი, რაც ძველი „ოხრანკის“ არქივისა და პარტიული დოკუმენტების გამოქვეყნებას მოჰყვა. ისტორიკოსი და მკვლევარი ოლეგ ჩერენკოვი წერს: „იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის სახელი მეფის რუსეთის „ოხრანკის“ ყურადღების ქვეშ ჯერ კიდევ 1895 წლის მაისში მოექცა – მაშინ, როდესაც სოსო (სტალინი) 16 წლისაც კი არ იყო. ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია 2 მაისით დათარიღებული საიდუმლო „დანოსი“ (დაბეზღება), რომელსაც „ოხრანკის“ ინფორმატორი „კანარეიკის“ ფსევდონიმით აწერს ხელს. კანარეიკა, მომავალში გაშიფრული აგენტი აველ აგაპოვი (1876 წელს დაბადებული), აქტიურად იყო ჩართული ბოლშევიკურ მოძრაობაში; 1920 წელს ის საფრანგეთში გაიქცა, რადგან „ჩეკამ“ გაშიფრა, თუმცა, ვერ დააპატიმრა. ხოლო 1940 წელს, 64 წლის ყოფილი ბოლშევიკი, სინამდვილეში კი პროვოკატორი და გამცემი აგაპოვი, რომელიც ვიქტორ შანდრეს გვარით იმალებოდა ლონდონში, ერთ-ერთი გარეუბნის ვილაში თავმოკვეთილი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კანარეიკას „სტალინის ტერმინატორად” წოდებულმა ჩეკისტმა, პავლე სუდოპლატოვმა მიაგნო და მისი ლიკვიდაცია მოახდინა წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის. რა თქმა უნდა, ბრძანება სტალინმა გასცა, რადგან საბჭოთა ბელადისთვის არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადა და მსგავს საქციელს ის არავის აპატიებდა. მაგრამ, დავუბრუნდეთ 1895 წელს და გავეცნოთ, რას წერს თავის „დანოსში“ აგაპოვი, რომელშიც ვკითხულობთ: „საღამოს წირვის შემდეგ, ბერმა ანდრიამ, ჩვეულებისამებრ, თავის სენაკში გაგვიხმო ახალგაზრდა სტიქაროსნები, რომ წმიდა ოთხთავის კითხვა განეახლებინა და მასზე განმარტებები გაეკეთებინა, რასაც ის ჩვეულებრივად აკეთებდა ხოლმე. სენაკში ერთი პატარა ბიჭი დაგვხვდა. მე მას შორიდან ვიცნობდი და ვიცოდი, რომ სოსელოს ეძახდნენ. ბერმა ანდრიამ ის გაგვაცნო და გვითხრა: „ეს ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილია, იცნობდეთ, დღეიდან ის ჩვენთან ივლის და ისწავლისო. იოსებს ბერმა მათეს სახარება წააკითხა და ეს პატარა ბიჭი თითქმის ზეპირად კითხულობდა...“ მკითხველი რომ არ დაიბნეს, ერთ განმარტებას გავაკეთებ: ბერი ანდრია, ერისკაცობაში პლატონ წერეთელი, გორის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო. მას პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და პროგრესული იდეებით იყო ცნობილი. ბერობამდე მეფის გვარდიაში მსახურობდა, მაგრამ დუელში ოფიცრის მძიმედ დაჭრის გამო სამსახური დაატოვებინეს. პლატონი ჯერ პეჩორის ლავრაში გაემგზავრა, იქ სამი წელიწადი დაყო და ბერი გახდა; შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა და ეკლესიის წინამძღვრობა ჩაიბარა. „ოხრანკა“ კი იმის გამო დაინტერესდა ბერი ანდრიათი, რომ ის თავის ქადაგებებში ხშირად და ვრცლად ლაპარაკობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ სულზე, რაც იმ პერიოდში რუსული იდეოლოგიის ჩარჩოებში არ ჯდებოდა. ამიტომ, ბერი ლამის რევოლუციონერებთან იყო გათანაბრებული და აგენტიც ამის გამო მიუჩინეს... ყველაზე საინტერესო და იდუმალი ამ ისტორიაში კი ანდრიასა და სტალინის, უფრო სწორად კი, პატარა სოსელოს ურთიერთობებია...
1850 წელს დაბადებული პლატონ წერეთელი 29 წლით უფროსი იყო სტალინზე. მან ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და 1946 წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში. სტალინი ბერ ანდრიას ხშირად ხვდებოდა და, საგულისხმოა, რომ საბჭოთა ბელადი სტუმრად მიდიოდა მასთან და რამდენიმე საათის განმავლობაში პირისპირ ელაპარაკებოდა. რაზე საუბრობდნენ ისინი, მხოლოდ მათ იცოდნენ და ამის შესახებ არც ანდრიას უთქვამს ვინმესთვის და არც სტალინს...
არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სტალინი, ეგრეთ წოდებული „პეჩორელი ძმების“ საიდუმლო, სასულიერო-პოლიტიკური, მართლმადიდებლური ორგანიზაციის წევრი იყო და მთელი მისი რევოლუციური, შემდგომში კი სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობა პეჩორის ლავრაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე იყო აგებული.  დადასტურებული ფაქტია, რომ 1897-1900 წლებში უკვე რევოლუციურ საქმიანობაში ჩართული, სრულიად ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი რვაჯერ ესტუმრა პეჩორის ლავრას და, საერთო ჯამში, იქ 18 თვე გაატარა. ამ პერიოდში სტალინს უკვე ინტენსიურად უთვალთვალებდა „ოხრანკა“ და ახალგაზრდა რევოლუციონერის ყველა პეჩორული ვოიაჟი დღემდე შემორჩა „ოხრანკის“ არქივებს. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ 1900 წელს „ოხრანკის“ აგენტებმა ორი პეჩორელი ბერი დააპატიმრეს. მათ ანტიმონარქიულ საქმიანობაში სდებდნენ ბრალს და გაკრეჭასა და გასამართლებას უპირებდნენ, მაგრამ საქმეში რუსეთის პატრიარქი ჩაერია და პირადად იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით გაათავისუფლეს. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი იმ ორთაგან, ბერი ანდრია, იგივე პლატონ წერეთელი იყო.
საიდუმლო მართლმადიდებლურ ორგანიზაციასთან სტალინის კავშირზე, თვით ლევ ტროცკიც ლაპარაკობდა და 1938 წელს, მეხიკოში, ეგრეთ წოდებულ „ფუტურისტ-ათეისტთა“ შეკრებაზე აუდიტორიას განუცხადა: დიქტატორი სტალინი მღვდლების დასმულია; ის იმიტომ ეწინააღმდეგება მსოფლიო რევოლუციასა და მესამე ინტერნაციონალის იდეებს, რომ ბნელეთით მოცული ქვეყანა ბნელი იდეებით მართოს და ხალხში ნათელი აზრი ჩაახშოსო. რას ეყრდნობოდა ტროცკი, როდესაც ის სტალინს „მღვდლების დასმულს“ უწოდებდა, უცნობია, მაგრამ, ფაქტია, რომ ლენინისა და ტროცკის მიერ წარმოებული ანტიმართლმადიდებლური კამპანია სწორედ სტალინმა შეაჩერა და მანვე აღუდგინა ეკლესიას ავტოკეფალია, რასაც შემდგომი სულიერი აღორძინება მოჰყვა... მაგრამ, ვინმემ მიაწოდა სტალინს ეს იდეა თუ მან თავადვე გადადგა ეს ნაბიჯი, ალბათ, ჯერ კიდევ საიდუმლო არქივებში დაცულ დოკუმენტებში უნდა ვეძიოთ.“

скачать dle 11.3