ქალები და მამაკაცები
კაცები საშუალოდ 25 000 სიტყვას ამბობენ ყოველღიურად, ქალები კი – 30 000-ს. უბედურება ისაა, რომ, როდესაც ქმარი საღამოს სახლში ბრუნდება, თავისი 25 000 სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს, ცოლი კი სწორედ მაშინ იწყებს თავისი 30 000 სიტყვის თქმას.
მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ მამაკაცებს ქალები მართავენ.
ქალებთან საუკეთესო ურთიერთობა აქვთ მამაკაცებს, რომლებიც მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს.
კაცს იმიტომ აქვს თავი, რომ ქალმა იგი ამით დაატრიალოს.
ქალებს ცხოვრების უბრალო ნივთები უყვართ, მაგალითად, კაცები.
ფლირტი არის ხელოვნება, ქალი შენს მკლავებში ისე მოიქციო, რომ მის ხელში არ ჩავარდე, თუმცა, კაცებს მხოლოდ ჰგონიათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ.
ჭკვიანი ქალი არ კითხულობს, სად იყო მისი ქმარი, მან ეს იცის.
ქალების უმრავლესობა საღამურის არჩევას უფრო მეტ ტვინს ატანს, ვიდრე მამაკაცისას.
ქალებსა და მამაკაცებს შორის ბრძოლაში მამაკაცები მარცხდებიან, რადგან მათ უფრო მეტად უყვართ ქალები, ვიდრე პირიქით.
თუ თქვენ ქალი ხართ...
* ქალები საოცარი არსებები არიან. მათ აქვთ საკუთარი აზრი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც დედამიწაზე არსებობს.
* ქალი, რომელიც მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ სილამაზეში, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს, ყველა დაარწმუნოს ამაში.
* საუკეთესო მეთოდი, რომ აიძულო მამაკაცი რაღაცა გაკეთებინო – აგრძნობინო ან უთხრა, რომ ასეთი საქმეებისთვის ზედმეტად ბებერია.
* არ არსებიბს იმაზე მძიმე სამუშაო, რომ გამოიყურებოდე ლამაზად მთელი დღის განმავლობაში.
* მამაკაცები საათებივით არიან: ისინი ყოველდღიურად უნდა დაქოქო.
* თუ გაქვთ ტვინი, ის უნდა გამოიყენოთ.
* სილამაზე ქალისთვის პრობლემად გადაიქცევა მხოლოდ ორ შემთხვევაში: როცა ის არ აქვს და როცა მის გარდა სხვა არაფერი აქვს.
* ქალები ბავშვებივით არიან – უყვართ უარის თქმა; კაცები კი ამას ბავშვებივით, სერიოზულად იღებენ.
* რატომ ცდილობს ცოლი ათი წლის განმავლობაში შეცვალოს ქმრის ჩვევები, შემდეგ კი წუწუნებს, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც ცოლად მიჰყვებოდა?
* რა თქმა უნდა, ქალები უფრო ჭკვიანები არიან. ოდესმე გაგიგიათ ქალზე, რომ თავი დაკარგა მამაკაცის ულამაზესი ფეხების გამო?
* რაც უნდა ძლიერი იყოს ქალი, ის ყოველთვის ელოდება მასზე ძლიერ მამაკაცს… არა იმისთვის, რომ მისი თავისუფლება შეზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს უფლება, იყოს სუსტი.
* კომპლიმენტი აორმაგებს ქალის ქმედუნარიანობას.
მოღალატე მამაკაცის
ტიპური სახე
არსებობს გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ მამაკაცს დაბადებიდანვე აქვს მისწრაფება, რაც შეიძლება ბევრი ქალი მოიპოვოს, რათა რეალიზაცია გაუკეთოს „გვარის გაგრძელების“, „მონადირის“ ან „დამპყრობლის“ ინსტინქტს და თავი დაიმკვიდროს მამაკაცურ იერარქიაში. სწორედ ამ ინსტინქტებით ხსნიან და ამართლებენ მამაკაცის ღალატს.
კაცის თავდაპირველი დანიშნულებაა, იყოს აქტიური და ამ აქტიურობით გახდეს შემქმნელი. ქალის მოვალეობაა, იყოს კაცის გვერდით და დაეხმაროს მას ენერგიის ტრანსფორმირებაში, რათა ის უფრო წარმატებული გახდეს. როგორც კი ეს ფორმულა ირღვევა, ურთიერთობა ნგრევას იწყებს და ჩნდება სხვა ქალი – თქვენი პოტენციური შემცვლელი. ეტაპობრივად იცვლება მამაკაცი, მისი ქცევები და ემოციები.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოღალატე მამაკაცი შემდეგი ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ:
* ხასიათის ხშირი ცვლილება;
* ცვლილებები გარეგნობაში;
* მეტი ყურადღება ჰიგიენის მიმართ;
* დაუგეგმავი ხარჯები;
* სხვადასხვა მიზეზებით გაუჩინარება;
* მომატებული სიფრთხილე კომუნიკაციის დროს;
* უპასუხოდ დატოვებული ზარები და შეტყობინებები;
* უყურადღებოდ არ ტოვებს და სისტემატიურად ამოწმებს მობილურს;
* დიდ დროს ატარებს ინტერნეტში;
* ხშირ შემთხვევაში, თქვენდამი მომატებული ყურადღება – დანაშაულის დაფარვის მიზნით;
* უცნაური სახელებით შეყვანილი ნომრები მობილურში;
* ხშირი მივლინებები.
ჩამოთვლილი ნიშნები არ შეიძლება ჩაითვალოს ღალატის ერთმნიშვნელოვან სიგნალად. ბევრი რამ თავად მამაკაცის ტემპერამენტზე, მისი ცხოვრების წესზე, კარიერულ ცვლილებასა და წყვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევაში ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღმოაჩინეთ, მიჰყევით თქვენს ქალურ, დროში გამოცდილ მეექვსე გრძნობას, რადგან, გამორიცხული არაა, რომ თქვენი მამაკაცის ცხოვრებაში სხვა ქალი არსებობს.
ურთიერთობაში მთავარ ფაქტორს თქვენი შინაგანი შეგრძნებები წარმოადგენს. ჩნდება ფიქრები, რომლებსაც ხმამაღლა ეჭვიანობის სახით გამოვხატავთ. მიენდეთ თქვენს ინტუიციას, გვერდს ნუ ჩაუვლით რეალობას. ეს ის ცხოვრებაა, სადაც ყოველი ქალი იმსახურებს, იყოს საკუთარი ურთიერთობის ერთპიროვნული მმართველი.
ემოციები უნდა
გააკონტროლო
კონფლიქტი, კამათი, ჩხუბი, წყენა – ეს ყველაფერი დიდწილად ჭარბი, უადგილო და ზოგჯერ უაზრო ემოციებითაა გამოწვეული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემოციებს პოზიტივი არ მოაქვს. აუცილებელია, სხვისი ემოციები ადეკვატურად მიიღო. მაშინ, შენი ემოციებიც გაგებული და მიღებული იქნება.
კიდევ, მთავარია, ვისწავლოთ ემოციების გამიჯვნა საქმისგან, რადგან სამსახურში შეიძლება, ეს პრობლემად იქცეს.
ქალებს ხშირად ზედმეტი მოსდით. მათ უფრო უჭირთ, გააკონტროლონ ემოციები, რომელიც სპონტანურად ჩნდება. სუსტი სქესი მგრძნობიარეა ჭორისა და სტრესის მიმართ. უჭირს თავის შეკავება და ხმაურით გადააქვს ისინი. მეორე მხრივ, დიახ, ამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ქალები უკეთ იგებენ სხვის ემოციებს და გაცილებით შემწყნარებლებიც არიან. მაგალითად, ავიღოთ კოლექტივი, სადაც უმრავლესობა ქალია, – შეიძლება, ქალთა სამსახური იდეალური არ იყოს, მაგრამ მას ბევრი პლუსი აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ქალს კაცზე უკეთ შეუძლია სხვისი ემოციის მიღება და თანაგრძნობა... რაც შეეხება კაცებს, მათ შეუძლიათ, გააკონტროლონ ემოციები, მაგრამ სწორედ ამიტომ მოსაწყენები არიან. თან, საკმაოდ მოსწონთ ჭორების მოსმენა. ანუ, უნდა ვცადოთ და ვაკონტროლოთ ემოციები, როცა ვხედავთ, რომ ეს პრობლემას უქმნის სხვებს. მთავარია, ვისწავლოთ საკუთარ და სხვის ემოციებთან ჰარმონიული თანაცხოვრება.