კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაგებენ ადამიანები სხვებს ბოროტებას სიტყვითა და შეხედვით და როდის ზიანდება ნებისყოფა

„რადგანაც თითოეული ადამიანი წინაპართაგან ცოდვისკენ მემკვიდრეობით მიღებულ მიდრეკილებებს საკუთარ, პირადულ ცოდვებს უმატებს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წმიდა ბიბლია ყოველი ჩვენგანის მისამართით ამბობს: არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ერთი დღე ეცოცხლოს და არ შეეცოდოს,“ – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – მამაო, ხშირად ადამიანში ისე ვითარდება ცოდვა, რომ ამას ვერც კი ხვდება.
– აბსოლუტურად სუფთაა ყოველგვარი ცოდვისგან მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. წმიდანებსაც კი ჰქონდათ ცოდვები. თუმცა‚ ღვთის შეწევნით, ებრძოდნენ მათ, მაგრამ, მორჩილად მაინც ცოდვილებს უწოდებდნენ საკუთარ თავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვა სულისმიერი კეთრია, ავადმყოფობა, წყლული, რომელმაც დააზიანა სულის სამივე უნარი: ძალა, გონება, გრძნობა (გული) და ნებისყოფა. რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი: ადამიანებს შეცდომები ახასიათებთ. მაგრამ‚ შესაძლოა‚ კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული ცოდვით ადამიანის გული – ცენტრი მისი განცდებისა, კეთილისა და ბოროტის, ნაღველისა და სიხარულის შეგრძნებებისა და წმიდის, სულისმიერისა და ქრისტიანულად ამაღლების შეგრძნებას კარგავს. მაგრამ‚ ყველაზე მეტად მაინც ცოდვით ზიანდება და იბოჭება ადამიანის ნებისყოფა, როგორც უნარი ქმედებებისა და ადამიანის განზრახულთა აღსრულებისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი დაბრკოლების ნამდვილი მიზეზი საკუთარი თავის უდანაშაულოდ მიჩნევაა. იმიტომ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს, რომ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებთ. ზოგჯერ კაცი თავის სენაკში ზის და ჰგონია‚ მშვიდადაა, მაგრამ, როგორც კი ძმა საწყენ სიტყვას ეტყვის, მაშინვე აღშფოთდება და ამბობს: „მშვიდად ვიჯექი ჩემს სენაკში. ეს სიტყვა რომ არ ეთქვა ჩემთვის, არც აღვშფოთდებოდი“. ამ სიტყვების მთქმელმა კი არ შთაუგდო ვნება გულში, არამედ, ეს ვნება უჩვენა, რათა, თუ მოიწადინებს, შეინანოს. ეგონა‚ მშვიდად იჯდა, მაგრამ, მის შიგნით იყო ეს ვნება და არ  იცოდა. თუმცა, როგორც კი ძმამ ცოტა რამ უთხრა, დაუყოვნებლივ გამოჩნდა მასში დამალული გესლი... ამიტომ‚ არაფერი გვარგებს ისე, როგორც საკუთარი თავის დადანაშაულება. ამიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ვერანაირ სათნოებაში, ვერც სარგებელს ვპოულობთ, რადგან თავს ვიმართლებთ, ჩვენს თავს ვპატიობთ. არც მცნებებს არ აღვასრულებთ და მოყვასისგან მოვითხოვთ მცნებების აღსრულებას. ამიტომ ვერ ვხვდებით‚ რა არის კეთილი. თუ რამე მცირე სათნოებას აღვასრულებთ, მყისვე მოყვასისგანაც იმავეს მოვითხოვთ და ვამბობთ: რატომ ისიც არ აკეთებს?
– გულისწყრომაც ხშირია ადამიანებს შორის. როგორ მოვერიოთ ამ თვისებას?
– გულისწყრომა არის გულში სისხლის ადუღება. როგორც წმიდა ბასილი ამბობს: „აი, ესაა გულისწყრომა, რომელსაც მწარედ გაფიცხება ეწოდება“. მისი ჩაქრობაც შესაძლებელია. ბოროტების მიგება არა მარტო საქმით ხდება, არამედ, სიტყვითაც, შეხედვითაც. ასეთ დროს ადამიანმა უნდა თქვას: „ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით“. ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან, თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღმერთის შეწევნას. სადაც ლმობიერებაა, იქ უძლურია გულისწყრომა, ღვარძლიანობა და სხვა რამ ვნება. როგორც მამა ზოსიმე ამბობს: „თუნდაც ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურების მანქანა აამოქმედოს ყველა ეშმაკთან ერთად, ყოველივე დაუძლურდება და შეიმუსრება ქრისტეს მცნებების თანახმად გაწეული თავმდაბლობით“. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საცდური სამი წყაროდან იღებს სათავეს: თავად ადამიანის სხეულისგან, წუთისოფლისგან და ეშმაკისგან. რაც შეეხება ადამიანის სხეულს, სავსებით ეჭვგარეშეა, რომ მრავალი მიმართებით ის არის წყარო და საბუდარი ზნეობის საწინააღმდეგო მიდრეკილებისა და მისწრაფებისა. წინაპართა ცოდვა – ეს ჩვენი საერთო მიდრეკილებაა ცოდვისადმი, მემკვიდრეობითობა წინაპართა ცოდვებისგან და ჩვენი, საკუთარი ცოდვები – ყველაფერი ეს რომ გროვდება, ერთმანეთს აძლიერებს და ქმნის ჩვენს სხეულში საცდურს. უფრო ხშირად ცოდვების წყაროდ კი წუთისოფელი გვევლინება – გარემო, გარშემო მყოფი ხალხი, კეთილდღეობანი და ასე შემდეგ. ძირითადი წყარო ცოდვისა კი ეშმაკია, რომელიც ებრძვის ადამიანებს და ცდილობს, დაღუპოს თიოეული ჩვენგანი. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩააგონოს შიში იმისა, რომ ხვალ, შეიძლება‚ თვითონ შესცოდოს და ამით მოყვასის განკითხვასა და დამცირებას განერიდება. სიძულვილი, ზიზღი, დამცირება, განკითხვა ეშმაკის საქმეა და, თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე იგი, მისი თანამზრახველი ვხდებით და საკუთარ თავს, სულსაც ვაგინებთ. განკითხვა აღემატება სხვა ცოდვებს. ამ დროს იგმობა ადამიანის სულიერი წყობა და განაჩენი ეცხადება მთელ მის ცხოვრებას. არასდროს ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: რატომ ვეძებთ სხვაში ცოდვას და საკუთარ თავში ამას ვერ ვხედავთ? დასჯისა და გამართლების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს, რადგან, მხოლოდ მან იცის თითოეული ადამიანის სულის მდგომარეობა. ამის გათვალისწინებით ასამართლებს ის თითოეულ მათგანს. სხვადასხვა საზომით განსჯის ღმერთი ეპისკოპოსსა და საერო მმართველს, იღუმენსა და მოწაფეს, მოხუცსა და ახალგაზრდას, ავადმყოფსა და ჯანმრთელს. შეიძლება‚ ძმა უცოდინრობის გამო სცოდავდეს, მაგრამ, ერთი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული, რომელიც ღვთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო მეტად სათნო იქნება, შენ კი განსჯი და განიკითხავ მას და სულს იმძიმებ. ან, შეიძლება‚ დაეცა ადამიანი, მაგრამ, შენ ხომ არ იცი, მან რამდენი იღვაწა და რამდენი სისხლი დაღვარა ამ დაცემამდე.
– და როგორ უნდა მოექცეს ადამიანი, თავად ცოდვილი სხვას, რომელსაც თავის წარმოდგენით, შეხედულებით, ცოდვილად მიიჩნევს?
– წმიდანებს ჩვენზე მეტად სძულდათ ცოდვა და ადამიანურ ნაკლოვანებებსაც კარგად ამჩნევდნენ. თუმცა‚ მათ არ სძულთ ცოდვილი და არ განიკითხავენ მას, პირიქით‚ თანაუგრძნობენ, არიგებენ, ამშვიდებენ, მკურნალობენ და ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად. დიდი მოთმინებითა და სიყვარულით ეკიდებიან წმიდანები ცოდვილ ადამიანს, განუწყვეტლივ მფარველობენ და ზრუნავენ მათზე, რათა ისინი გამოსწორდნენ და განმტკიცდნენ ქრისტეს სარწმუნოებაში. ამიტომ, ჩვენც გვმართებს, მათგან ვისწავლოთ მოყვასის სიყვარული‚ მისი შემწყნარებლობა, თავი უნდა დავანებოთ დამღუპველ განკითხვას, ძვირის თქმასა და დამცირებას. არავინ ტოვებს თავისი სხეულის ნაწილს უყურადღებოდ. უვლის მას, ცდილობს‚ განკურნოს. ამიტომაც, ასე უნდა თანავუგრძნოთ სხვა ადამიანებსაც, რადგან ჩვენ მრავალნი – ერთნი ვართ ქრისტეში. რაც უფრო ახლოსაა ადამიანი თავის მსგავსთან, მით უფრო ახლოს არის ის ღმერთთან, რადგან ქვეყანა წრეა, ცენტრი – ღმერთი, რადიუსები კი – ადამიანების ბედი. რაც უფრო მეტად შედის ადამიანი წრის შიგნით, მით უფრო უახლოვდება ის არა რადიუსებს, არამედ სხვა ადამიანებს და, პირიქით, როცა ადამიანი სცილდება სხვებს, ის ღმერთისგანაც შორს იმყოფება.

скачать dle 11.3