კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მაქვს სურვილი, მე თვითონ დავწერო ლოცვები და გამომდის კიდეც. შეიძლება თუ არა, ჩემი შეთხზული ლოცვებით ვილოცო, ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
პასუხი: შეგიძლიათ, წარმოთქვათ თქვენი შეთხზული ლოცვები მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ ლოცვით კანონს, ანუ იმ ლოცვებს წაიკითხავთ, რომლებიც წმიდა მამების მიერ არის დაწერილი. ერთ-ერთი ღირსი მამის სიტყვით, ადამიანის მიერ შეთხზული ლოცვა, როგორც ბავშვის ტიტინი, ისე სიამოვნებს უფალს.
კითხვა: შეიძლება თუ არა საეკლესიო ზეთის ცხება სხეულის უხერხულ ადგილებზე, მკურნალობის მიზნით?
პასუხი: სამკურნალოდ ზეთის ცხება სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მხოლოდ უფლის რწმენის მქონე ადამიანისთვის.
კითხვა: რა ზიანის მომტანია თამბაქო ადამიანის სულიერებისთვის?
პასუხი: თამბაქოთი ბოროტი ძალა ცდილობს, გამოდევნოს ჩვენგან ღვთიური მადლი, რომელიც მიღებული გვაქვს წმიდა საიდუმლოსთან ზიარებით.
კითხვა: რა არის ბედნიერება ეკლესიური გაგებით?
პასუხი: ბერი ფილოთეოსი ასე ბრძანებდა: „ნამდვილი ბედნიერება – ეს მაღალი ჩინოსნობა და სხეულის განცხრომა როდია, ნამდვილი ბედნიერებაა – სათნოება. ისინი, ვისაც სურთ, სათნოებანი მოიხვეჭონ და მით აღასრულონ უფლის მცნებები – ჭეშმარიტად ბედნიერნი არიან“.
კითხვა: მართლა სჯის თუ არა უფალი უხამსი სიტყვებისა და ავი ფიქრებისთვის ადამიანს?
პასუხი: უსათუოდ სჯის, თუ ასეთ საქციელს არ აღმოფხვრით სინანულით, რწმენითა და ცხოვრების წესის შეცვლით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს“ (მათე 12.36).
კითხვა: ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე?
პასუხი: ვინც სიმართლეს დაფარავს, ცრუმოწმეს ემსგავსება, მაგრამ, უნდა სდუმდე, თუ სიმართლის თქმას უბედურება მოაქვს.

скачать dle 11.3