კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

თუკი მშობლები დაბრკოლებად შეგექმნებიან...
„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (გამოსვლათა 20,12), რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით შემოუყვანიხარ ღმერთს ცხოვრებად. ღმერთის შემდეგ ხომ ისინი არიან მიზეზი შენი არსებობისა! ამიტომაც, ღმერთის კვალად, შენს ხორციელ მშობლებს მიაგე საფერი პატივი და ისე გიყვარდეს ისინი, რომ ეს ღმერთის სიყვარულში შეგეწიოს; ხოლო თუკი ვერ იქმ ამას და მშობლების სიყვარული, პირიქით, შემოქმედი ღმერთის სიყვარულს განაგრილებს შენს სულში, მაშინ განერიდე მათ. თუკი შენი მშობლები დაბრკოლებად შეგექმნებიან ჭეშმარიტი და მაცხოვრებელი რწმენის გზაზე, მაშინ არათუ უნდა განერიდო მათ, არამედ ზურგიც უნდა აქციო და განეშორო! და ასე უნდა მოიქცე, საერთოდ, ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვინც ღმერთთან მისვლაში გიშლის ხელს და მის თაყვანისცემაში გაბრკოლებს.
წმიდა გრიგოლ პალამა

საღვთო ნუგეში

დიდებული საქმეა – საკუთარი თავის უფლისთვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან, თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმის მსვლელობის წარმართვა, თავად კი კეთილზნეობით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ადამიანი დაიტანჯება, თუკი არ მიენდობა ღმერთს იმ ზომამდე, რომ სრულებით მისცეს თავი მის ხელთ. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიდან ადამიანური ნუგეშისკენ მიისწრაფიან, ღმერთთან კი მხოლოდ მაშინ მიირბენენ, როცა ადამიანებთან იმედგაცრუებას ჰპოვებენ. თუკი არ გვსურს, ვიტანჯოთ, საღვთო ნუგეში უნდა გამოვითხოვოთ, ვინაიდან სწორედ ისაა ერთადერთი ჭეშმარიტი ნუგეში. ღვთის რწმენა საკმარისი არაა, აუცილებელია მისდამი მინდობა. ღვთისადმი ნდობა მის შემწეობას იზიდავს. ქრისტიანს სწამს და თავს ღმერთს მიანდობს სიკვდილამდე. და მაშინ აშკარად ხედავს ღვთის ხელს, რომელიც მას იხსნის.
მამა პაისი მთაწმინდელი

ცოლქმრობის შესახებ
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია: მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი: ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობითა და მისი წამწამებით გამოიცნობა.
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ.
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.
როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველას წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისთვის გააღებს კაპარჭს.
ცოლის სიკეთე ქმარს ახარებს და მისი გამჭრიახობა აპოხიერებს მის ძვლებს.
უფლის წყალობაა ჩუმი ცოლი და ფასდაუდებელია განსწავლული სული.
მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ აწონის პატიოსან სულს.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 26-27

კაცის ბუნება
რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმერთისგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისი ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რადგან თვით შემოქმედმა ღმერთმა მისი ცხონებისა და განათლებისათვის თვით საკუთარი ძე არ დაზოგა, რადგან უფალმა იგი თავის ღმრთეებრივ ბუნებასთან შეაერთა. კაცობრივი ბუნების ასეთ სიმაღლეს კი ისე არაფერი ამდაბლებს, როგორც სიცრუე და მზაკვრობა. მეორე, პატიოსნების გარეშე, არც კარგი ქრისტიანი იქნები და არც კარგი მოქალაქე, ანუ საზოგადოების წევრი. ქრისტიანობა აღსრულებაა იმ პირობისა, რომელიც ჩვენ ნათლისღების დროს ღმერთს მივეცით, სახელდობრ, რომ წმიდა, მართალი და ღმრთისა და მოყვასის მოყვარული ვიქნებოდით.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

ჭკვიანი მეოჯახე
ოჯახშიც ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჭკვიანი, ნაცვლად სამზეუროზე გამოტანისა, ოჯახშივე აგვარებს პრობლემებს და თუნდაც დროებით მოუწესრიგებელს, არ გახდის მეზობელთა და სხვათა საჭორაოდ. ხშირად სხვა სცოდავს, მაგრამ, თუ შენი სიმართლე სიბრძნით არ წარმართე, შეიძლება, სხვის ცოდვაზე გაცილებით უმძიმეს ცოდვაში ამოყო თავი.

ნათლობის შესახებ
ადრე ნათლობას ყოველთვის წინ უსწრებდა და ახლაც უნდა უსწრებდეს მოსანათლის სათანადო მომზადება. განსაკუთრებით აუცილებელია, მოსანათლი განიცდიდეს მის მიერ პირადად ჩადენილ ცოდვებს, ღრმა სინანულითა და გულისწუხილით, მღვდელს აღსარებით პატიებას შესთხოვდეს და შემდეგ მოინათლოს. ასეთი ნათლობით, რა თქმა უნდა, ადამიანს მოეკითხება მხოლოდ ნათლობის შემდეგ ჩადენილი პირადი ცოდვები.
უცოდველი 40 დღისა და მცირე ასაკის ბავშვები ინათლებიან აღსარების გარეშე და მათ მიეტევებათ ადამიდან შთამომავლობით გამოსული ცოდვა.
წმიდა გაბრიელი

скачать dle 11.3